პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ახა­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში - სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბას ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ბი­უ­ჯე­ტუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია Transavia იწყებს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას TAV Georgia ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 2024 წლის ზა­ფხუ­ლის სა­ნა­ვი­გა­ციო სე­ზონ­ზე, ავი­ა­კომ­პა­ნია ამ­სტერ­და­მი-თბი­ლი­სი-ამ­სტერ­და­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით იფ­რენს.

ავი­ა­რე­ი­სე­ბი 20 აპ­რი­ლი­დან, კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით, ოთხშა­ბათს და შა­ბათს შეს­რულ­დე­ბა.

"Transavia ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ბი­უ­ჯე­ტუ­რი და სი­დი­დით მე­ო­რე ავი­ა­გა­დამ­ზი­და­ვია. AIR FRANCE KLM ჯგუ­ფის წევ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია, 50 წე­ლია, ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან 20-ზე მეტი ქვეყ­ნის 100-ზე მეტი მი­მარ­თუ­ლე­ბით დაფ­რი­ნავს და ყო­ველ­წლი­უ­რად 9 მი­ლი­ო­ნი მგზავ­რი გა­დაჰ­ყავს.

Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ხო­მალ­დე­ბი ბა­ზი­რე­ბუ­ლია ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს, საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის აე­რო­პორ­ტებ­ში“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სუხო
3

რას გაიხარებენ თბილისელი ქეშები, ვულოცავ კოტიკა ყუბანეიშვილს)))

ავტორი:

ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.

ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

"Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.