პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას... შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს" - ნატა ფერაძე
"რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას... შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს" - ნატა ფერაძე

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, ნატა ფე­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ტო­ვა და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ვი­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ნატა ფე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 2-3 დღით და­ტო­ვა, ვიდ­რე შსს-ის მიერ დაც­ვით არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

"გუ­შინ მარ­ბევ­დნენ, დღე­საც შე­იკ­რიბ­ნენ და შა­ბათ­საც იკ­რი­ბე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე დღე უბ­რა­ლოდ გა­და­ვე­დი სხვა სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას. დღეს სამ სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თან იყო აქ­ცია და­გეგ­მი­ლი, შა­ბათს კი­დევ „ალტ-ინ­ფოს“ აქ­ცი­აა და­გეგ­მი­ლი.

უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით მდა­რა­ჯობ­და შსს და ახლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა მივ­მარ­თოთ, რომ ვიდ­რე საფრ­თხე იქ­ნე­ბა, დაც­ვა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. საია-სთან ერ­თად ვა­კე­თებთ სა­ბუ­თებს ამ სა­კი­თხზე. ამ­ჯე­რად ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ დიდი ხანი ვერ ვი­ცხოვ­რებ, აქ ვიქ­ნე­ბი 2-3 დღე, სა­ნამ გა­ირ­კვე­ვა შსს-სთან ურ­თი­ერ­თო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნატა ფე­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 10 იან­ვარს, „ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნატა ფე­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მი­ვიდ­ნენ. ისი­ნი ნატა ფე­რა­ძის მიერ მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხა­ტის­თვის, რო­მელ­ზეც იო­სებ სტა­ი­ლი­ცი­ნაა გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. „ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნატა ფე­რა­ძის სახ­ლში ას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მათ ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა არ მის­ცეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთა
1

შე საქონელო რისი გეშინია კუა ქალო შენზე ვინ გაისვრის ხელს თახსირო .გასაგდები კი ხარ 

მამუკა
1

თავით რომ აზროვნებდეს რასაც აკეთებს არ გააკეთებდა, თვითონ თავისი პირით ააქვს ნათქვამი სხეულის რომელი ნაწილით აზროვნებს

ავტორი:

"რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას... შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს" - ნატა ფერაძე

"რამდენიმე დღე გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას... შსს-ს ოფიციალურად უნდა მივმართოთ, ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა უზრუნველყოს" - ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით საცხოვრებელი სახლი დატოვა და უსაფრთხო ადგილას გადავიდა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ საცხოვრებელი 2-3 დღით დატოვა, ვიდრე შსს-ის მიერ დაცვით არ იქნება უზრუნველყოფილი.

"გუშინ მარბევდნენ, დღესაც შეიკრიბნენ და შაბათსაც იკრიბებიან. რამდენიმე დღე უბრალოდ გადავედი სხვა საცხოვრებელ ადგილას. დღეს სამ საათზე, რუსთაველის მეტროსთან იყო აქცია დაგეგმილი, შაბათს კიდევ „ალტ-ინფოს“ აქციაა დაგეგმილი.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მდარაჯობდა შსს და ახლა ოფიციალურად უნდა მივმართოთ, რომ ვიდრე საფრთხე იქნება, დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. საია-სთან ერთად ვაკეთებთ საბუთებს ამ საკითხზე. ამჯერად ჩემი ინიციატივით წამოვედი, მაგრამ დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ, აქ ვიქნები 2-3 დღე, სანამ გაირკვევა შსს-სთან ურთიერთობა“, - განაცხადა ნატა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, 10 იანვარს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ. ისინი ნატა ფერაძის მიერ მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტაილიცინაა გამოსახული, საღებავის შესხმას აპროტესტებდნენ. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ნატა ფერაძის სახლში ასვლას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

წაიკითხეთ ასევე: