პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?
"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

დე­კემ­ბერ­ში, ოზურ­გე­თის სო­ფელ მე­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი - 5 და 2 წლის ძმე­ბი დაკბი­ნა. ბავ­შვე­ბი ამ დროს დე­დას­თან ერ­თად იყ­ვნენ. ვიდ­რე ბავ­შვე­ბის დედა, მე­ზობ­ლის დახ­მა­რე­ბით ძაღ­ლის დაკ­ბე­ნი­ლი უფ­რო­სი შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, ძაღ­ლმა, კის­რის და თა­ვის არე­ში, 2 წლის ლა­ზა­რე­საც უკბი­ნა.

16 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ ლა­ზა­რე დე­დას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ბავ­შვს ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ამ დრო­ის­თვის სკალ­პის 80% და­ხუ­რუ­ლია. Ambebi.ge-სთან ლა­ზა­რეს დედა, ლიკა ხა­მა­თაშ­ვი­ლი შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

- ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში ვრჩე­ბით, ლა­ზა­რე თავს კარ­გად გრძნობს. ამ დღე­ებ­ში მე­ო­რე ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბა. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს კა­ნის 80% და­ი­ფა­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჯერ არ აქვს და­ფა­რუ­ლი.

- ლა­ზა­რე თუ გე­სა­უბ­რებთ მომ­ხდარ­ზე, ახ­სოვს ის დღე?

- თა­ვი­დან ერთი პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ფერს იხ­სე­ნებ­და. დე­და­ჩე­მი რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში და მას­თან უფრო სა­უბ­რობ­და. ახლა ვცდი­ლობთ აღარ ვი­ლა­პა­რა­კოთ ამ თე­მა­ზე, ისე ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს. ღამე, ღრმა ძილ­ში რომ მი­დის, უცებ გა­ეღ­ვი­ძე­ბა და სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი გა­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რის, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ახ­სენ­დე­ბა. და­მამ­შვი­დე­ბელს ვაძ­ლევთ.

- ხომ არ იგეგ­მე­ბა ბავ­შვის უცხო­ეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა?

- ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით, მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ლა­ზა­რეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

- უფ­რო­სი შვი­ლი რო­გორ არის, ალ­ბათ მა­საც ექ­ნე­ბა ში­შე­ბი?

- ახლა ბე­ბი­ას­თან არის, კარ­გად გრძნობს თავს, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მა­საც დარ­ჩა შიში. ენატ­რე­ბა დედა, ძმა, მარ­ტო დარ­ჩე­ნის ეში­ნია, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

- ლიკა, თქვენ თუ გყავ­დათ ოჯახ­ში ძაღ­ლი?

- არა, ძაღ­ლი არ გვყო­ლია, მაგ­რამ ლა­ზა­რეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი. არ ვიცი, ახლა რო­გორ უნდა გა­და­ლა­ხოს ბავ­შვმა ეს შიში. ჯერ­ჯე­რო­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან არ მი­სა­უბ­რია, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან და ფსი­ქო­ლოგ­თან.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ ამ დრო­ის­თვის, პიტ­ბულს რო­მელ­მაც თქვე­ნი შვი­ლე­ბი დაკბი­ნა, ნამ­დვი­ლად ჰყავ­და პატ­რო­ნი?

- არა, დღემ­დე არ ვიცი, სა­ი­დან მო­ვი­და. არც ის ვიცი, ვი­სია. ზო­გა­დად ძა­ლი­ან ბევ­რი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი იყო ჩვენს უბან­ში, მაგ­რამ ეს ძაღ­ლი იქამ­დე არ მომ­ხვედ­რია თვალ­ში. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეზო­ში ამ ჯი­შის ძაღ­ლი შე­მო­ვი­დო­და... იმ დღეს ვნა­ხე პირ­ვე­ლად ეს ძაღ­ლი.

- თქვე­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია?

- იმ დღე­საც ვსა­უბრდი ახ­ლობ­ლებ­თან, თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, რას გავ­დი­ვარ ვერ ვხვდე­ბი, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. ალ­ბათ, ლა­ზა­რეს რომ და­ვა­ყე­ნებ ფეხ­ზე, მერე კი­დევ უფრო მივ­ხვდე­ბი, რა გა­დამ­ხდა.

- რამ­დენ ხანს გა­ჩერ­დე­ბით კლი­ნი­კა­ში?

- მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა გაგ­ვა­ჩე­რე­ბენ.

- ახა­ლი წელს კლი­ნი­კა­ში შეხ­ვდით...

- დიახ, მინ­დო­და ლა­ზა­რეც გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა და პა­ლა­ტა სა­ა­ხალ­წლოდ გა­ვუ­ფორ­მე. პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე და­ვუდ­გი და მო­ვურ­თე. ამ­ბობს, რომ გუ­რი­ა­ში უნდა, მაგ­რამ ჩემს სახ­ლში არ მინ­დაო. ალ­ბათ ეში­ნია, რად­გან ჩვენს ეზო­ში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

"ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი", - რას ამბობს დედა 2 წლის ლაზარეზე, რომელიც პიტბულმა დაკბინა?

დეკემბერში, ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი - 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. ვიდრე ბავშვების დედა, მეზობლის დახმარებით ძაღლის დაკბენილი უფროსი შვილის საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობდა, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, 2 წლის ლაზარესაც უკბინა.

16 დეკემბერის შემდეგ ლაზარე დედასთან ერთად კლინიკაში რჩება. ბავშვს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ დროისთვის სკალპის 80% დახურულია. Ambebi.ge-სთან ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:

- ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩებით, ლაზარე თავს კარგად გრძნობს. ამ დღეებში მეორე ოპერაცია იგეგმება. პირველი ოპერაციის დროს კანის 80% დაიფარა, დანარჩენი ჯერ არ აქვს დაფარული.

- ლაზარე თუ გესაუბრებთ მომხდარზე, ახსოვს ის დღე?

- თავიდან ერთი პერიოდი ყველაფერს იხსენებდა. დედაჩემი რამდენიმე დღე ჩემთან ერთად იყო პალატაში და მასთან უფრო საუბრობდა. ახლა ვცდილობთ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ისე ყველაფერი ახსოვს. ღამე, ღრმა ძილში რომ მიდის, უცებ გაეღვიძება და საათნახევარი გაუჩერებლად ტირის, ალბათ ყველაფერი ახსენდება. დამამშვიდებელს ვაძლევთ.

- ხომ არ იგეგმება ბავშვის უცხოეთში გადაყვანა?

- ამ ეტაპზე არ ვიცით, მეორე ოპერაციის შემდეგ გაირკვევა, როგორ გაგრძელდება ლაზარეს რეაბილიტაცია.

- უფროსი შვილი როგორ არის, ალბათ მასაც ექნება შიშები?

- ახლა ბებიასთან არის, კარგად გრძნობს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასაც დარჩა შიში. ენატრება დედა, ძმა, მარტო დარჩენის ეშინია, გაღიზიანებულია.

- ლიკა, თქვენ თუ გყავდათ ოჯახში ძაღლი?

- არა, ძაღლი არ გვყოლია, მაგრამ ლაზარეს ძალიან უყვარდა ცხოველები. არ ვიცი, ახლა როგორ უნდა გადალახოს ბავშვმა ეს შიში. ჯერჯერობით სპეციალისტებთან არ მისაუბრია, როდესაც ოპერაციული ჩარევები დასრულდება, აუცილებლად მივიყვან ნევროპათოლოგთან და ფსიქოლოგთან.

- რა ინფორმაცია გაქვთ ამ დროისთვის, პიტბულს რომელმაც თქვენი შვილები დაკბინა, ნამდვილად ჰყავდა პატრონი?

- არა, დღემდე არ ვიცი, საიდან მოვიდა. არც ის ვიცი, ვისია. ზოგადად ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი იყო ჩვენს უბანში, მაგრამ ეს ძაღლი იქამდე არ მომხვედრია თვალში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეზოში ამ ჯიშის ძაღლი შემოვიდოდა... იმ დღეს ვნახე პირველად ეს ძაღლი.

- თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?

- იმ დღესაც ვსაუბრდი ახლობლებთან, თავი სიზმარში მგონია, რას გავდივარ ვერ ვხვდები, შოკურ მდგომარეობაში ვარ. ალბათ, ლაზარეს რომ დავაყენებ ფეხზე, მერე კიდევ უფრო მივხვდები, რა გადამხდა.

- რამდენ ხანს გაჩერდებით კლინიკაში?

- მეორე ოპერაციის შემდეგაც დაახლოებით ორი კვირა გაგვაჩერებენ.

- ახალი წელს კლინიკაში შეხვდით...

- დიახ, მინდოდა ლაზარეც გამეხალისებინა და პალატა საახალწლოდ გავუფორმე. პატარა ნაძვის ხე დავუდგი და მოვურთე. ამბობს, რომ გურიაში უნდა, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდაო. ალბათ ეშინია, რადგან ჩვენს ეზოში მოხდა ეს ამბავი.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"