ახმეტაში ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, თრომბოემბოლია გახდა, რადგან ქალი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო.
"საკეისრო კვეთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, პაციენტი იყო კონტაქტური, აქტიური. მეორე დღეს, ოპერაციიდან 24 საათში ერთ-ერთი წამოდგომის დროს მოულოდნელად დაფიქსირდა გარდაცვალება, სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს თრომბოემბოლიის განვითარებასთან. ბუნებრივია, მაშინვე დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი კარგად არის, გავწერეთ დღეს და ყველა საქმის კურსშია, უბნის პედიატრიც და სოციალური სამსახურიც" - განაცხადა გია უძილაურმა.
გარდაცვლილი 38 წლის არის, მას სამი მცირეწლოვანი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა დარჩა.
38 წლის ასაკში 3 შვილი გყავს, მეოთხე აუცილებელია?
თრომბოემბოლია ხშირად საოპერაციო მაგიდაზე იჩენს თავს, როდესაც სისხლძარღვში ან გულის ღრუში განვითარებული თრომბი მიოკარდიუმის ინფარქტს ან იშემიურ ინსულტს იწვევს.
გულის მკვებავ სისხლძარღვში მოხვედრილი თრომბი მის დახშობას იწვევს. შესაბამისად, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. თრომბოემბოლიური პრობლემაა ინსულტის ერთ-ერთი ტიპიც – იშემიური ინსულტი, რომლის დროსაც თრომბი სისხლძარღვის სანათურის დახშობას იწვევს და ტვინის სისხლმომარაგებას არღვევს. ამ დროს ტვინის ქსოვილის გარკვეულ ნაწილში ჟანგბადის შიმშილი იწყება და იღუპება.
თრომბებს უკავშირებენ უეცარ სიკვდილსაც, რომელიც ნამდვილად არ არის თრომბოემბოლიური. ეს უფრო კარდიული სიკვდილია.