უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და მისი აპარატის თანამშრომლების კაბინეტებში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, შენობის გეგმური დათვალიერებისას, ერთ-ერთ ლოკაციაზე აღმოჩენილი იქნა ინფორმაციის მოპოვების აღჭურვილობის ელემენტები.
"მოსასმენი მოწყობილობები აღმოჩენილია შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და მისი აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაბინეტებში“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ცნობით, მომხდარის გარემოებების, მისი შედეგებისა და მასში მონაწილე პირების დადგენის მიზნით, ფაქტის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ეცნობა.
არ დამბლოკოთ!
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გენშტაბის ყველა თანამშრომელს შეამოწმებენ ე.წ. „სიცრუის დეტექტორზე“.
არ გამორიცხავენ რუსეთის აგენტურის მუშაობას.
ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს (SBU) არ შეექმნება პრობლემები ამ მოსასმენების განთავსებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაში.
პირადად ჩემი მოკრძალებული აზრით სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ ე.წ „პროსლუშკები“ დამონტაჟებულია ზელენსკის უახლესი წრის მითითებით...
პ.ს. საყოველთაოდ ცნობილია ზალუჟნისა და ზელენსკის შორის არსებული უთანხმოებები...
ნაცების ხელწერაა. ისინი არიან ასეთი საქმეების ოსტატები და თანაც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები.