მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოს?" - ექსპერტი
"ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოს?" - ექსპერტი

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. მან გა­სულ კვი­რას, პა­რიზ­ში ვი­ზი­ტის დროს, Le Point-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამა­ზე კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა და გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა ამის­თვის მზად არ არი­სო. მან ასე­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა ევ­რო­კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნამ პროგ­რესს მი­აღ­წია. "უკ­რა­ი­ნა ცნო­ბი­ლია, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­წევ­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და მან. ექ­სპერტთა ნა­წი­ლის აზ­რით, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხის დაბ­ლოკ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ეჭ­ვოა, გა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის სა­კი­თხი, რად­გან ეს ქვეყ­ნე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბის ერ­თი­ან პა­კეტ­ში შე­დი­ან. ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ თუ უკ­რა­ი­ნას­თან წევ­რო­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნა უნ­გრე­თის და­ჟი­ნე­ბით გა­და­ი­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბაც შემ­დე­გი სა­მი­ტის­თვის გა­და­ი­წევს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 15-16 დე­კემ­ბრის სა­მიტ­ზე უნდა გა­და­წყდეს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ უნ­გრე­თის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში ხელს არ შე­უშ­ლის. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- უპირ­ვე­ლე­სად უნდა ით­ქვას, რომ ამ ქვეყ­ნე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა დღის წეს­რიგ­ში დად­გა სწო­რედ უკ­რა­ი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით. რომ არა რუ­სე­თის ბარ­ბა­რო­სუ­ლი შეჭ­რა და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დამ­დგა­რი­ყო ეს სა­კი­თხი ან მოლ­დო­ვის­თვის, ან სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის. ეს არის ერ­თგვა­რად იმ თავ­და­დე­ბის და­ფა­სე­ბა, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. მოკ­ლედ, ამ ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხი მარ­თლაც ერთ პა­კე­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა და ამას ევ­რო­პაც ასე უყუ­რებს. ამ სამი ქვეყ­ნის გარ­და, პა­კეტ­ში ასე­ვე შე­დი­ან ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი ლო­ბის­ტე­ბი ჰყავთ ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, ამი­ტო­მაც ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ზე ადრე იდგა დღის წეს­რიგ­ში, ერ­თი­ან პა­კეტ­ში შე­ი­ტა­ნეს. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნა ამოგ­ლი­ჯონ ამ პა­კე­ტი­დან და ვთქვათ, მოლ­დო­ვა გა­და­იყ­ვა­ნონ შემ­დეგ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კი მის­ცენ სტა­ტუ­სი. ეს ამ გა­და­სა­ხე­დი­დან წარ­მო­უდ­გე­ნელ მკრე­ხე­ლო­ბად ჩანს.

ამას­თა­ნა­ვე, უნდა ით­ქვას, რა არის ორ­ბა­ნის მო­ტი­ვა­ცია. მას ევ­რო­კავ­შირ­თან შე­უ­სა­ბა­მო პო­ლი­ტი­კის გამო ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს პრობ­ლე­მა, შე­დე­გად ათო­ბით მი­ლი­არ­დი აქვს დაბ­ლო­კი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ მისი პო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის სწო­რედ ეს სა­კი­თხი, რა­ზეც ვაჭ­რობს ევ­რო­კავ­შირ­თან. იმავდრო­უ­ლად, გა­ვიხ­სე­ნებ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, პო­ლო­ნე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რის დო­ნალდ ტუს­კის ნათ­ქვამს, ორ­ბა­ნი უკვე აშ­კა­რად რუ­სე­თის თა­მაშს თა­მა­შობ­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ეს ორი სა­კი­თხი თან­ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს ორ­ბა­ნის მო­ტი­ვა­ცი­ა­ში, ის­მის კი­თხვა, ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი არის ის კაცი, რო­მელ­საც თუ მი­ე­ცე­მა უკ­რა­ი­ნის დაბ­ლოკ­ვის შან­სი, ამას არ გა­ა­კე­თებს ან მსგავ­სად არ შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ორ­ბა­ნის თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ან­გა­რიშ­ში ჩა­საგ­დე­ბიც არ იქ­ნე­ბა.

ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე ორი პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი დგას: ერთი ის, რომ რუ­სეთს არ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­გრე­თის მეშ­ვე­ო­ბით ევ­რო­კავ­ში­რის რღვე­ვა და­ი­წყოს. ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მე­ო­რე ამო­ცა­ნაა, არ და­უშ­ვას რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის გა­მარ­ჯვე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­წმუ­ნოს ორ­ბა­ნი და პო­ზი­ცია შე­აც­ვლე­ვი­ნოს. ამის­თვის სულ რამ­დე­ნი­მე დღეა დარ­ჩე­ნი­ლი. იმე­დია, ევ­რო­კავ­ში­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი უფრო მყა­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე პუ­ტი­ნის.

- აქვე ვი­სა­უბ­როთ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მელ­თა წი­ნა­შეც დღეს უკ­რა­ი­ნა დგას. ეს არის რო­გორც ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხი.

- ორ­ბა­ნი ხელს უშ­ლის არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შემ­დგომ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას, არა­მედ მის­თვის ევ­რო­კავ­ში­რი­დან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხსაც, რო­მე­ლიც მარ­თლაც მას­შტა­ბუ­რია - ლა­პა­რა­კია 56 მი­ლი­არ­დზე. ასე­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბია აშშ-ში, სა­დაც დახ­მა­რე­ბის 106-მი­ლი­არ­დი­ან პა­კეტს ბლო­კავს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის სრუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა კონ­გრეს­ში. ამ დახ­მა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გან­კუთ­ვნი­ლია უკ­რა­ი­ნის­თვის, და­ნარ­ჩე­ნი კი ის­რა­ე­ლი­სა და ტა­ი­ვა­ნის­თვის. ერთი კვი­რაა დარ­ჩე­ნი­ლი, ვიდ­რე სა­შო­ბაო არ­და­დე­გე­ბი და­ი­წყე­ბა, ეს სა­კი­თხი მა­ნამ­დე უნდა გა­და­წყდეს. რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი დიდ­წი­ლად უარს არ ამ­ბო­ბენ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა­ზე, მათ ამის სა­ნაც­ვლოდ თა­ვი­ან­თი მო­თხოვ­ნა აქვთ - ეს ამე­რი­კის სა­ზღვრე­ბის დაც­ვას შე­ე­ხე­ბა ანუ სა­ე­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბას, რაც იყო ტრამ­პის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, უკ­რა­ი­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მი­ი­ღებს დახ­მა­რე­ბას აშშ-დან, მაგ­რამ ამით ვერ დას­რულ­დე­ბა მისი პრობ­ლე­მე­ბი. ბოლო ხანს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი სტა­ტი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის გი­გან­ტებ­ში, რო­გო­რიც არის "ეკო­ნო­მის­ტი" და "ვა­შინგტონ პოს­ტი", რომ­ლებ­შიც გან­ხი­ლუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვა, ლა­პა­რა­კია იმ მი­ზე­ზებ­ზე, რა­ტომ არ აღ­მოჩ­ნდა ის შე­დე­გი­ა­ნი. ამის მი­ზე­ზებს შო­რის სა­ხელ­დე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნი­სა და აშშ-ის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბებს შო­რის სტრა­ტე­გი­ა­სა და ტაქ­ტი­კა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი. კონ­ტრშე­ტე­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ასე­ვე და­სავ­ლე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის დრო­უ­ლად არ­მი­წო­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მე­გო­ბა­რი ბენ ჰო­ჯე­სი, დიდი ხა­ნია ამ­ბობს, რომ სა­ჰა­ე­რო მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნის­თვის. რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­ტე­ვის და­წყე­ბის დრო­ის შე­სა­ხე­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ყო­ფი­ლა. ამე­რი­კე­ლე­ბის აზ­რით, ის უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო აპ­რილ­ში, რათა ოკუ­პან­ტებს არ მო­ეს­წროთ მძლავ­რი თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის აგე­ბა, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კი მი­იჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი არ არი­ან სა­თა­ნა­დოდ გაწ­ვრთნი­ლი და­სავ­ლუ­რი ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბის­თვის და ივ­ნი­სამ­დე გა­და­დო კონ­ტრშე­ტე­ვა, რა­მაც რუ­სებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა რამ­დე­ნი­მეშ­რი­ა­ნი თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი აე­შე­ნე­ბი­ნათ და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მა­სობ­რი­ვად და­ე­ნაღ­მათ. უკვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ან­დრეი ერ­მა­კი და თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკიც ამ­ბო­ბენ, რომ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა არა­თუ უნდა გაგ­რძელ­დეს, არა­მედ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა დგე­ბა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მო­რი­გი ტალ­ღი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი მარ­ცხის საფრ­თხის წი­ნა­შე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

მაშინ არ ვიყავით ერთ პაკეტში, რომ დაგვჩაგრეს. ეხლა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და წევრობისთვის მომავალში სამივე ერთად ჩაგვყარონ "კალათში", უფრო სამართლიანი არ იქნება?

სერგო
2

ჩვენ ევროპის სოლიდური პარტნიორი ვიყავით შუა საუკუნეებში, აქეთ გვთხოვდნენ ჯვაროსნულ ლაშქობებში დახმარებას , წაიკითხონ ისტორია, ანგარიშგასაწევი ძალა ვიყავით და რომ არა ისევ უბედობა და მაშინდელი ევროპის უნიათობა კოსტანტინოპოლი ქრისტიანული იქნებოდა. ვის რა უნდა ვეხვეწოთ ერთი მაგათი.................................

ავტორი:

"ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოს?" - ექსპერტი

"ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოს?" - ექსპერტი

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. "უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრების მოლაპარაკების დაწყების შესახებ", - განაცხადა მან. ექსპერტთა ნაწილის აზრით, უკრაინის საკითხის დაბლოკვის შემთხვევაში, საეჭვოა, გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის საკითხი, რადგან ეს ქვეყნები გაფართოების ერთიან პაკეტში შედიან. ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი სამიტისთვის გადაიწევს. მოგეხსენებათ, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპული საბჭოს 15-16 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს. საქართველოს ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ უნგრეთის პოზიცია საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს არ შეუშლის. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარება დღის წესრიგში დადგა სწორედ უკრაინის დამსახურებით. რომ არა რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და გაჩაღებული ომი, წარმოუდგენელი იყო უახლოეს მომავალში დამდგარიყო ეს საკითხი ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არის ერთგვარად იმ თავდადების დაფასება, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ამ ქვეყნების მონაწილეობით გაფართოების საკითხი მართლაც ერთ პაკეტად განიხილება და ამას ევროპაც ასე უყურებს. ამ სამი ქვეყნის გარდა, პაკეტში ასევე შედიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც თავისი ლობისტები ჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ამიტომაც ბალკანეთის ქვეყნების საკითხი, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ადრე იდგა დღის წესრიგში, ერთიან პაკეტში შეიტანეს. შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა ამოგლიჯონ ამ პაკეტიდან და ვთქვათ, მოლდოვა გადაიყვანონ შემდეგ ეტაპზე, საქართველოს კი მისცენ სტატუსი. ეს ამ გადასახედიდან წარმოუდგენელ მკრეხელობად ჩანს.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რა არის ორბანის მოტივაცია. მას ევროკავშირთან შეუსაბამო პოლიტიკის გამო ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემა, შედეგად ათობით მილიარდი აქვს დაბლოკილი. სავარაუდოდ, უკრაინის შესახებ მისი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს საკითხი, რაზეც ვაჭრობს ევროკავშირთან. იმავდროულად, გავიხსენებ, დიდი ალბათობით, პოლონეთის მომავალი პრემიერის დონალდ ტუსკის ნათქვამს, ორბანი უკვე აშკარად რუსეთის თამაშს თამაშობსო. აქედან გამომდინარე, თუ ეს ორი საკითხი თანხვდება ერთმანეთს ორბანის მოტივაციაში, ისმის კითხვა, ვინმეს ჰგონია, რომ ვლადიმირ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოსა და მოლდოვას? ასეთ შემთხვევაში ორბანის თბილი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ანგარიშში ჩასაგდებიც არ იქნება.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევროკავშირის წინაშე ორი პრინციპული საკითხი დგას: ერთი ის, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის რღვევა დაიწყოს. ევროკავშირისთვის მეორე ამოცანაა, არ დაუშვას რუსეთის პოლიტიკის გამარჯვება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებს ეს ორგანიზაცია დაარწმუნოს ორბანი და პოზიცია შეაცვლევინოს. ამისთვის სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედია, ევროკავშირის არგუმენტები უფრო მყარი აღმოჩნდება, ვიდრე პუტინის.

- აქვე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს უკრაინა დგას. ეს არის როგორც შიდაპოლიტიკური პრობლემები, ასევე საერთაშორისო დახმარების საკითხი.

- ორბანი ხელს უშლის არა მარტო უკრაინის ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლას, არამედ მისთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების საკითხსაც, რომელიც მართლაც მასშტაბურია - ლაპარაკია 56 მილიარდზე. ასეთივე პრობლემებია აშშ-ში, სადაც დახმარების 106-მილიარდიან პაკეტს ბლოკავს რესპუბლიკური პარტიის სრული წარმომადგენლობა კონგრესში. ამ დახმარების დიდი ნაწილი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი ისრაელისა და ტაივანისთვის. ერთი კვირაა დარჩენილი, ვიდრე საშობაო არდადეგები დაიწყება, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს. რესპუბლიკელები დიდწილად უარს არ ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, მათ ამის სანაცვლოდ თავიანთი მოთხოვნა აქვთ - ეს ამერიკის საზღვრების დაცვას შეეხება ანუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რაც იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება.

საბოლოოდ, უკრაინა, დიდი ალბათობით, მიიღებს დახმარებას აშშ-დან, მაგრამ ამით ვერ დასრულდება მისი პრობლემები. ბოლო ხანს ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი სტატიები გამოქვეყნდა დასავლური მედიის გიგანტებში, როგორიც არის "ეკონომისტი" და "ვაშინგტონ პოსტი", რომლებშიც განხილული და შეფასებულია უკრაინის კონტრშეტევა, ლაპარაკია იმ მიზეზებზე, რატომ არ აღმოჩნდა ის შედეგიანი. ამის მიზეზებს შორის სახელდება წინააღმდეგობა უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, ასევე უკრაინისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობებს შორის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები. კონტრშეტევის წარუმატებლობის მიზეზად სახელდება ასევე დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების დროულად არმიწოდება. მაგალითად, ამერიკელი გენერალი, საქართველოს დიდი მეგობარი ბენ ჰოჯესი, დიდი ხანია ამბობს, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე რუსული თავდაცვის საფორტიფიკაციო ნაგებობების გადალახვა ურთულესი ამოცანა იქნებოდა უკრაინისთვის. როგორც ირკვევა, შეტევის დაწყების დროის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები ყოფილა. ამერიკელების აზრით, ის უნდა დაწყებულიყო აპრილში, რათა ოკუპანტებს არ მოესწროთ მძლავრი თავდაცვითი ნაგებობების აგება, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი მიიჩნია, რომ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილი დასავლური იარაღის მოხმარებისთვის და ივნისამდე გადადო კონტრშეტევა, რამაც რუსებს საშუალება მისცა რამდენიმეშრიანი თავდაცვითი ნაგებობები აეშენებინათ და ტერიტორიები მასობრივად დაენაღმათ. უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და თავად პრეზიდენტი ზელენსკიც ამბობენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს, სხვა შემთხვევაში უკრაინა დგება რუსული აგრესიის მორიგი ტალღისა და მოსალოდნელი მარცხის საფრთხის წინაშე. გააგრძელეთ კითხვა