პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები
"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები

ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს კარ­გად ახ­სოვს "იუ­მო­რის ოს­ტა­ტად" წო­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი - გიზო კა­კა­უ­რი­ძე, რომ­ლის ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა სცე­ნა­ზე ნამ­დვილ დღე­სას­წა­ულს ჰგავ­და, ხოლო მისი სხარ­ტუ­ლე­ბი ხალ­ხში ელ­ვის სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბო­და. ბა­ტო­ნი გიზო 40 წე­ლი­წად­ზე მეტ ხანს იდგა ქარ­თულ სცე­ნა­ზე. ის ქუ­თა­ი­სის სა­ტი­რი­სა და იუ­მო­რის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ქუ­თა­ი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის და სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა...

ალ­ბათ, ჩვენ­მა მკი­თხველ­მა არ იცის, რომ გიზო კა­კა­უ­რი­ძემ სე­რი­ო­ზუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა გა­მო­ი­ა­რა! ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ისევ მშობ­ლი­ურ ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს თა­ვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­უღ­ლეს­თან - ციცო მო­წო­ნე­ლი­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ამ სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მარ­გა­ლიტს გიზო კა­კა­უ­რი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან:

ღი­მი­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი

გუ­შინ­დელ დღე­სა­ვით მახ­სოვს, რო­გორ გვე­უბ­ნე­ბო­და ჩვე­ნი დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, აკა­კი ვა­სა­ძე: - ახალ­გაზ­რდო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ერთი დიდი ნაკ­ლი აქვს - ისე გა­გე­პა­რე­ბა, ვერც კი გა­ი­გე­ბო. ეს სი­ტყვე­ბი ხში­რად მახ­სენ­დე­ბა... ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის ოკე­ა­ნე და­მიგ­როვ­და და ვცდი­ლობ, ეს მო­გო­ნე­ბე­ბი სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქუ­თა­ი­სი იუ­მო­რის ქა­ლა­ქია და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ამ ღი­მი­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ხალ­ხში გა­ვა­ტა­რე... წლე­ბის წინ, ჩემი მან­ქა­ნით მოვ­დი­ო­დი და ინ­სპექ­ტორ­მა გა­მა­ჩე­რა - მა­შინ პატ­რულს ასე ვე­ძახ­დით. მე­უბ­ნე­ბა, თქვე­ნი სა­ბუ­თე­ბი მაჩ­ვე­ნე­თო. ცხა­დია, სა­ბუ­თე­ბი მა­შინ­ვე გა­ვუ­წო­დე, სა­დაც ჩემი ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი - ალექ­სან­დრე კა­კა­უ­რი­ძე მი­წე­რია.

- გიზო კა­კა­უ­რი­ძე შენი რა არი­სო? - მკი­თხა აშ­კა­რად მომ­ბალ­მა კა­ნო­ნის დამ­ცველ­მა.

- ჩემი ძმაა-მეთ­ქი, - გა­ვი­ხუმ­რე.

- შენ ისე­თი ძმა გყო­ლია, რო­გორ გა­წყე­ნი­ნებ, ეგ სა­ხე­ლი რომ არ გეხ­სე­ნე­ბი­ნა, ჯა­რი­მის გა­რე­შე არ გა­გიშ­ვებ­დიო.

ამ ქა­ლაქ­ში ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე მხვდე­ბო­და ხუმ­რო­ბა, ანეკ­დო­ტი ან ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. ერთ-ერთ პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ვე­დი, ყვე­ლას მი­ვუ­სამ­ძიმ­რე და ცოტა ხანს გავ­ჩერ­დი. ცოლი ცრემ­ლებს აღ­ვარ­ღვა­რებს და თან ქმარს დას­ტი­რის:

- კუ­კუ­რია, ბიჭო, ამ სა­ში­ნელ სი­ცხე­ში რა­ფერ შე­ა­წუ­ხე შენი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, ყო­ველ­დღე მო­დი­ან, ამ პა­პა­ნა­ქე­ბა­ში კი გო­უჩ­ნდა ხალ­ხს თავ­ზე "პა­ჟა­რი", შენ რა გე­ნაღ­ვლე­ბა, წევ­ხარ შენ­თვის წყნა­რად, სიგ­რი­ლე­ში­ი­იი...

ინ­ცი­დენ­ტი ავ­ტო­ბუს­ში

რო­გორც გი­თხა­რით, ჩემ­თვის ასე ახ­ლო­ბელ და საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­ში ნა­ბიჯს ვერ გა­დად­გამ­დი, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლი, სა­ხა­ლი­სო სი­ტუ­ა­ცია არ შეგ­ხვედ­რო­და. ერთხელ ავ­ტო­ბუს­ში მო­ხუ­ცი კაცი ამო­ვი­და, ხელ­ში მოზ­რდი­ლი ჯოხი ეჭი­რა. ახალ­გაზ­რდა კაცს და­ად­გა თავ­ზე, რო­მე­ლიც არ­ხე­ი­ნად იჯდა და ასა­კო­ვან ადა­მი­ანს ვი­თომ ვერ ხე­დავ­და. მისი ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­ე­პყრო, კაც­მა ჯო­ხის კა­კუ­ნი და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდას ვი­თომ არა­ფე­რი ეს­მო­და. მო­ხუ­ციც არ შე­ე­პუა და კა­კუნს მო­უ­მა­ტა.

- რას წა­ი­ღე ყუ­რე­ბი, მაგ ჯოხს რე­ზი­ნი გა­უ­კე­თე და აღარ იხ­მა­უ­რებ­სო, - "და­ა­რი­გა" მო­ხუ­ცი ახალ­გაზ­რდამ.

- ეეჰ, ბაბუ, რე­ზი­ნი მა­მა­შენს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, სა­ნამ დე­და­შენ­თან დაწ­ვე­ბო­და და შენ გა­გა­ჩენ­დაო, - ამო­ი­ოხ­რა მან.

კო­ლო­რი­ტე­ბი

ქუ­თა­ისს მარ­ტო ჭი­ჭი­კია და ბი­ჭი­კია არ ჰყო­ლია, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი კო­ლო­რი­ტი ჰყავ­და:

ერთხელ, ჟორ­ჟი­კია სი­დედრთან მი­ვი­და სტუმ­რად. გა­მო­ვარ­და სი­დედ­რის ავი ძაღ­ლი, სა­წყალ ჟორ­ჟი­კი­ას მი­ვარ­და და ფეხ­ზე უკბი­ნა.

- უიმე, მო­მიკ­ვდეს თავი! შვი­ლო, შარ­ვა­ლი ხომ არ და­გი­ხია ამ შეჩ­ვე­ნე­ბულ­მაო?! - შე­ი­ცხა­და სი­დედრმა.

- არა, ქალ­ბა­ტო­ნო, შარ­ვლის ტო­ტე­ბი ამი­კა­პი­წა და ისე მი­კ­ბი­ნაო, - უპა­სუ­ხა გვა­რი­ა­ნად შე­ში­ნე­ბულ­მა სი­ძემ.

სოსო ხა­რა­ბა­ძეს მთე­ლი ქუ­თა­ი­სი იც­ნობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და და ისიც, რო­გორც შე­ეძ­ლო, ყვე­ლას პა­ტივს სცემ­და. ერთხელ, ნაც­ნობ­მა ფული სთხო­ვა. სო­სოც და­თან­ხმდა: - გა­სეს­ხებ, ოღონდ, კინო "ქუ­თა­ის­თან" შევ­ხვდეთ და იქ მო­გი­ტა­ნო. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ელო­და სოსო თა­ვის მო­მა­ვალ მე­ვა­ლეს, გა­ვი­და ერთი, ორი, სამი სა­ა­თი და ისიც, რო­გორც იქნა, გა­მოჩ­ნდა. სოსო ად­გილ­ზე დახ­ვდა, მაგ­რამ დაგ­ვი­ა­ნე­ბულს მი­ა­ხა­ლა: - თვა­ლით აღარ და­მე­ნა­ხო, შენ ფუ­ლის წა­სა­ღე­ბად ვერ მო­დი­ხარ და უკან რო­გორ და­მიბ­რუ­ნე­ბო...

ყვე­ლამ იცო­და, რომ სოსო ხა­რა­ბა­ძე ხორცკომ­ბი­ნატ­ში მუ­შა­ობ­და. ერთხელ მას­თან რე­ვი­ზია შე­ვი­და და მთე­ლი სა­წარ­მო შე­ა­მოწ­მა. ბო­ლოს სო­სი­სებ­საც მი­ად­გნენ - მდუ­ღა­რე წყალ­ში ჩა­ყა­რეს და სო­სოს სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­დეს:

- კარ­გი სო­სი­სი მდუ­ღა­რე წყალ­ში უნდა გას­კდეს და ეს რა­ტომ არ სკდე­ბაო?

- რა­ტომ უნდა გას­კდეს? - აგი "ლამ­პო­ჩკა" კი არა­აო.

შა­კია გე­რა­ძეც ქუ­თა­ი­სის კო­ლო­რი­ტი იყო. ერთი გოგო უყ­ვარ­და, მაგ­რამ სა­სი­დედ­რო უარ­ზე იყო: - არა, გე­ნაც­ვა­ლე, ჩემი შვი­ლი ჯერ ვერ გა­თხოვ­დე­ბა, უმაღ­ლეს­ში უნდა ჩა­ა­ბა­როს და ბევ­რი წიგ­ნი წა­ი­კი­თხო­სო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები

"40 წელი ვემსახურე ქართულ სცენას... სიცილი ჩემი აფთიაქია" - მსახიობი, რომელსაც ოტია იოსელიანი "თავის ორეულს" უწოდებდა: ქართული "იუმორის ოსტატის" მოგონებები

ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს "იუმორის ოსტატად" წოდებული მსახიობი - გიზო კაკაურიძე, რომლის ყოველი გამოსვლა სცენაზე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა, ხოლო მისი სხარტულები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ბატონი გიზო 40 წელიწადზე მეტ ხანს იდგა ქართულ სცენაზე. ის ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრის ხელმძღვანელი იყო. მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის და საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება...

ალბათ, ჩვენმა მკითხველმა არ იცის, რომ გიზო კაკაურიძემ სერიოზული ავადმყოფობა გამოიარა! ხალხისთვის საყვარელი მსახიობი ისევ მშობლიურ ქუთაისში ცხოვრობს თავის არაჩვეულებრივ მეუღლესთან - ციცო მოწონელიძესთან ერთად, რომელიც ამ სტატიის მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა.

გთავაზობთ რამდენიმე მარგალიტს გიზო კაკაურიძის შემოქმედებიდან:

ღიმილის და სიყვარულის ქალაქი

გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ გვეუბნებოდა ჩვენი დიდი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი, აკაკი ვასაძე: - ახალგაზრდობა კარგია, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ისე გაგეპარება, ვერც კი გაიგებო. ეს სიტყვები ხშირად მახსენდება... ბედნიერი ვარ იმით, რომ სასიამოვნო მოგონებების ოკეანე დამიგროვდა და ვცდილობ, ეს მოგონებები სხვებსაც გავუზიარო.

მოგეხსენებათ, ქუთაისი იუმორის ქალაქია და მეამაყება, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ ამ ღიმილით და სიყვარულით სავსე ხალხში გავატარე... წლების წინ, ჩემი მანქანით მოვდიოდი და ინსპექტორმა გამაჩერა - მაშინ პატრულს ასე ვეძახდით. მეუბნება, თქვენი საბუთები მაჩვენეთო. ცხადია, საბუთები მაშინვე გავუწოდე, სადაც ჩემი ნათლობის სახელი - ალექსანდრე კაკაურიძე მიწერია.

- გიზო კაკაურიძე შენი რა არისო? - მკითხა აშკარად მომბალმა კანონის დამცველმა.

- ჩემი ძმაა-მეთქი, - გავიხუმრე.

- შენ ისეთი ძმა გყოლია, როგორ გაწყენინებ, ეგ სახელი რომ არ გეხსენებინა, ჯარიმის გარეშე არ გაგიშვებდიო.

ამ ქალაქში ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა ხუმრობა, ანეკდოტი ან ნამდვილი ამბავი, რომელიც ჩემს შემოქმედებაში ძალიან მეხმარებოდა. ერთ-ერთ პანაშვიდზე მივედი, ყველას მივუსამძიმრე და ცოტა ხანს გავჩერდი. ცოლი ცრემლებს აღვარღვარებს და თან ქმარს დასტირის:

- კუკურია, ბიჭო, ამ საშინელ სიცხეში რაფერ შეაწუხე შენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ნათესავები და მეგობრები, ყოველდღე მოდიან, ამ პაპანაქებაში კი გოუჩნდა ხალხს თავზე "პაჟარი", შენ რა გენაღვლება, წევხარ შენთვის წყნარად, სიგრილეშიიიი...

ინციდენტი ავტობუსში

როგორც გითხარით, ჩემთვის ასე ახლობელ და საყვარელ ქალაქში ნაბიჯს ვერ გადადგამდი, რომ კურიოზული, სახალისო სიტუაცია არ შეგხვედროდა. ერთხელ ავტობუსში მოხუცი კაცი ამოვიდა, ხელში მოზრდილი ჯოხი ეჭირა. ახალგაზრდა კაცს დაადგა თავზე, რომელიც არხეინად იჯდა და ასაკოვან ადამიანს ვითომ ვერ ხედავდა. მისი ყურადღება რომ მიეპყრო, კაცმა ჯოხის კაკუნი დაიწყო. ახალგაზრდას ვითომ არაფერი ესმოდა. მოხუციც არ შეეპუა და კაკუნს მოუმატა.

- რას წაიღე ყურები, მაგ ჯოხს რეზინი გაუკეთე და აღარ იხმაურებსო, - "დაარიგა" მოხუცი ახალგაზრდამ.

- ეეჰ, ბაბუ, რეზინი მამაშენს უნდა გაეკეთებინა, სანამ დედაშენთან დაწვებოდა და შენ გაგაჩენდაო, - ამოიოხრა მან.

კოლორიტები

ქუთაისს მარტო ჭიჭიკია და ბიჭიკია არ ჰყოლია, ძალიან, ძალიან ბევრი კოლორიტი ჰყავდა:

ერთხელ, ჟორჟიკია სიდედრთან მივიდა სტუმრად. გამოვარდა სიდედრის ავი ძაღლი, საწყალ ჟორჟიკიას მივარდა და ფეხზე უკბინა.

- უიმე, მომიკვდეს თავი! შვილო, შარვალი ხომ არ დაგიხია ამ შეჩვენებულმაო?! - შეიცხადა სიდედრმა.

- არა, ქალბატონო, შარვლის ტოტები ამიკაპიწა და ისე მიკბინაო, - უპასუხა გვარიანად შეშინებულმა სიძემ.

სოსო ხარაბაძეს მთელი ქუთაისი იცნობდა, ყველას უყვარდა და ისიც, როგორც შეეძლო, ყველას პატივს სცემდა. ერთხელ, ნაცნობმა ფული სთხოვა. სოსოც დათანხმდა: - გასესხებ, ოღონდ, კინო "ქუთაისთან" შევხვდეთ და იქ მოგიტანო. ძალიან დიდხანს ელოდა სოსო თავის მომავალ მევალეს, გავიდა ერთი, ორი, სამი საათი და ისიც, როგორც იქნა, გამოჩნდა. სოსო ადგილზე დახვდა, მაგრამ დაგვიანებულს მიახალა: - თვალით აღარ დამენახო, შენ ფულის წასაღებად ვერ მოდიხარ და უკან როგორ დამიბრუნებო...

ყველამ იცოდა, რომ სოსო ხარაბაძე ხორცკომბინატში მუშაობდა. ერთხელ მასთან რევიზია შევიდა და მთელი საწარმო შეამოწმა. ბოლოს სოსისებსაც მიადგნენ - მდუღარე წყალში ჩაყარეს და სოსოს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს:

- კარგი სოსისი მდუღარე წყალში უნდა გასკდეს და ეს რატომ არ სკდებაო?

- რატომ უნდა გასკდეს? - აგი "ლამპოჩკა" კი არააო.

შაკია გერაძეც ქუთაისის კოლორიტი იყო. ერთი გოგო უყვარდა, მაგრამ სასიდედრო უარზე იყო: - არა, გენაცვალე, ჩემი შვილი ჯერ ვერ გათხოვდება, უმაღლესში უნდა ჩააბაროს და ბევრი წიგნი წაიკითხოსო. განაგრძეთ კითხვა