პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია
როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია

ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ზა­დი­სი უკვე და­ი­წყო და გარ­შე­მო დიდი თუ პა­ტა­რა მხი­ა­რუ­ლად აფუს­ფუს­და. ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი სტენ­დე­ბი ქუ­ჩებ­ში უკვე იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, სახ­ლებ­ში კი ნაძ­ვის ხე­ე­ბი ირ­თვე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ა­ხალ­წლოდ ყვე­ლა, ბევ­რს თუ არა, ერთ ახალ სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ას მა­ინც ყი­დუ­ლობს. ეს თით­ქოს სიმ­ბო­ლუ­რია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს. წარ­მო­გიდ­გენთ ტოპ 5 ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ას „ბიბ­ლუ­სის­გან“, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ.

ნაძ­ვის ხე ახა­ლი წლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლოა. მისი მორ­თვის ტრა­დი­ცია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ დამ­კვიდ­რდა. ეს წესი სა­თა­ვეს გერ­მა­ნი­ა­ში იღებს. XVI სა­უ­კუ­ნე­ში, მარ­ტინ ლუ­თერ­მა შო­ბის ღა­მეს მა­გი­და­ზე წიფ­ლის ხის ტო­ტე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ი­გუ­ლი დად­გა და სან­თლე­ბით მორ­თო. სულ მალე გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა ოჯა­ხის მა­გი­და­ზე ამ­გვა­რი „თა­ი­გუ­ლი“ გაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წი­ფე­ლი ნაძვმა შეც­ვა­ლა. მისი ზომა კი ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და. ნაძ­ვის ხის ტრა­დი­ცია ევ­რო­პა­ში ფარ­თოდ XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ში გავ­რცელ­და. „ბიბ­ლუს­ში“ ნაძ­ვის ხე­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სხვა­დას­ხვა ზო­მი­სა და ფე­რის შე­თა­ვა­ზე­ბებს შო­რის თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლის შერ­ჩე­ვას მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ.

თოვ­ლის ბა­ბუა სან­ტა კლა­უ­სის ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ვერ­სი­აა. თოვ­ლის ბა­ბუ­ის სა­ცხოვ­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა სვა­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს და სრუ­ლი­ად ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­სახ­ლე­ბა უშ­გუ­ლი, სა­ი­და­ნაც ყო­ველ ახალ წელს მი­ე­მარ­თე­ბა ბავ­შვებ­თან სა­ჩუქ­რე­ბით. რო­გორც წესი, თოვ­ლის ბა­ბუ­ას აქვს გრძე­ლი თეთ­რი წვე­რი, მოს­ხმუ­ლი აქვს ნა­ბა­დი, ახუ­რავს სვა­ნუ­რი ქუდი ან ყა­ბა­ლა­ხი, ცალ მხარ­ზე კი სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ხურ­ჯი­ნი აქვს გა­და­კი­დე­ბუ­ლი. სან­ტა კლა­უ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით თოვ­ლის ბა­ბუ­ას ტრა­დი­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად „ბიბ­ლუს­მა“ გა­ა­ცო­ცხლა, რად­გან მომ­ხმა­რებ­ლებს მის უამ­რავ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თი­თო­ე­ულ თოვ­ლის ბა­ბუ­ას თა­ვი­სი სა­ხე­ლი და ის­ტო­რია აქვს.

გა­ნა­თე­ბა ახა­ლი წლის უც­ვლე­ლი დე­კო­რა­ცი­აა. სწო­რედ სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი ქმნის ჯა­დოს­ნურ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­რე­მოს. თუ წლე­ბის წინ გა­ნა­თე­ბებს მხო­ლოდ ნაძ­ვის ხეზე ამაგ­რებ­დნენ, ახლა ტრენ­დუ­ლია ოთა­ხე­ბის, კედ­ლე­ბის, სა­ა­ხალ­წლო მა­გი­დე­ბის, აივ­ნე­ბის, ფა­სა­დე­ბის მორ­თვა. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი კი თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის შექ­მნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და თქვენს სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას ზღაპ­რუ­ლად აქ­ცევს.

ბურ­თე­ბი წელ­საც ქარ­თვე­ლე­ბის რჩე­ულ სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ად რჩე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნაძ­ვის ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ბურ­თე­ბი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არას­დროს კარ­გავს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და ზო­მის ბურ­თე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ.

ნაძ­ვის ხის ყვა­ვი­ლე­ბი სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თულ გა­რე­მოს გან­სა­კუთ­რე­ბულ ელ­ფერს სძენს. რო­გო­რი სა­თა­მა­შო­ე­ბი­თაც უნდა მორ­თოთ თქვე­ნი ნაძ­ვის ხე, ყვა­ვი­ლე­ბი მას სრულ­ყო­ფი­ლე­ბას შეს­ძენს. ისი­ნი შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის გა­სა­ფორ­მებ­ლა­დაც, ასე­ვე ლარ­ნაკ­ში ბუ­ნებ­რი­ვი ყვა­ვი­ლე­ბის ნაც­ვლად. მთა­ვა­რია ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი და ცო­ტა­ო­დე­ნი ფან­ტა­ზია და თქვე­ნი სა­ა­ხალ­წლო გა­რე­მო უმ­შვე­ნი­ე­რეს, ჯა­დოს­ნურ სივ­რცედ იქ­ცე­ვა.

R

ავტორი:

როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია

როგორ ემზადებიან ქართველები ახალი წლის დღესასწაულისთვის და რას სთავაზობს "ბიბლუსი" მომხმარებლებს: ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი საახალწლო დეკორაცია

ახალი წლის ჯადოსნური სამზადისი უკვე დაიწყო და გარშემო დიდი თუ პატარა მხიარულად აფუსფუსდა. ლამაზად მორთული სტენდები ქუჩებში უკვე იქცევს ყურადღებას, სახლებში კი ნაძვის ხეები ირთვება.

ტრადიციულად, საახალწლოდ ყველა, ბევრს თუ არა, ერთ ახალ საახალწლო დეკორაციას მაინც ყიდულობს. ეს თითქოს სიმბოლურია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. წარმოგიდგენთ ტოპ 5 ყველაზე გაყიდვად საახალწლო დეკორაციას „ბიბლუსისგან“, სადაც საახალწლო დეკორაციების მრავალფეროვანი და განსხვავებული ასორტიმენტის შეძენას შეძლებთ.

ნაძვის ხე ახალი წლის მთავარი სიმბოლოა. მისი მორთვის ტრადიცია საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ეს წესი სათავეს გერმანიაში იღებს. XVI საუკუნეში, მარტინ ლუთერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე გერმანიაში ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა. მისი ზომა კი ნელ-ნელა გაიზარდა. ნაძვის ხის ტრადიცია ევროპაში ფართოდ XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. „ბიბლუსში“ ნაძვის ხეების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. სხვადასხვა ზომისა და ფერის შეთავაზებებს შორის თქვენთვის სასურველის შერჩევას მარტივად შეძლებთ.

თოვლის ბაბუა სანტა კლაუსის ქართული, ტრადიციული ვერსიაა. თოვლის ბაბუის საცხოვრებლად მიიჩნევა სვანეთი, საქართველოს და სრულიად ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება უშგული, საიდანაც ყოველ ახალ წელს მიემართება ბავშვებთან საჩუქრებით. როგორც წესი, თოვლის ბაბუას აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი, ახურავს სვანური ქუდი ან ყაბალახი, ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული. სანტა კლაუსისგან განსხვავებით თოვლის ბაბუას ტრადიცია გარკვეულწილად „ბიბლუსმა“ გააცოცხლა, რადგან მომხმარებლებს მის უამრავ ვარიანტს სთავაზობს. საინტერესოა, რომ თითოეულ თოვლის ბაბუას თავისი სახელი და ისტორია აქვს.

განათება ახალი წლის უცვლელი დეკორაციაა. სწორედ საახალწლო განათებები ქმნის ჯადოსნურ სადღესასწაულო გარემოს. თუ წლების წინ განათებებს მხოლოდ ნაძვის ხეზე ამაგრებდნენ, ახლა ტრენდულია ოთახების, კედლების, საახალწლო მაგიდების, აივნების, ფასადების მორთვა. მრავალფეროვანი შეთავაზებები კი თქვენთვის სასურველი დეკორაციების შექმნაში დაგეხმარებათ და თქვენს საახალწლო განწყობას ზღაპრულად აქცევს.

ბურთები წელსაც ქართველების რჩეულ საახალწლო დეკორაციად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხის აქსესუარების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, ბურთები აქტუალობას არასდროს კარგავს. განსხვავებული და საინტერესო ვიზუალი სხვადასხვა ფერისა და ზომის ბურთების კომბინაციით შეგიძლიათ შექმნათ.

ნაძვის ხის ყვავილები საახალწლოდ მორთულ გარემოს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. როგორი სათამაშოებითაც უნდა მორთოთ თქვენი ნაძვის ხე, ყვავილები მას სრულყოფილებას შესძენს. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ საახალწლო სუფრის გასაფორმებლადაც, ასევე ლარნაკში ბუნებრივი ყვავილების ნაცვლად. მთავარია ლამაზი ყვავილები და ცოტაოდენი ფანტაზია და თქვენი საახალწლო გარემო უმშვენიერეს, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა.

R