პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-დღიანი ზავი ისრაელსა და "ჰამასს“ შორის - რა პირობებით შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები და რას აცხადებენ "ცახალში"?
4-დღიანი ზავი ისრაელსა და "ჰამასს“ შორის - რა პირობებით შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები და რას აცხადებენ "ცახალში"?

ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს“ შო­რის 4-დღი­ა­ნი ზა­ვის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის ცნო­ბით, ოთხდღი­ა­ნი ზავი "ჰა­მა­სის“ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი სულ მცი­რე 50 მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა მზად არის ყვე­ლა გა­ტა­ცე­ბუ­ლი სახ­ლში და­აბ­რუ­ნოს. მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პის გეგ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სულ მცი­რე 50 გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი და ბავ­შვი, მომ­დევ­ნო ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, რა დრო­საც ბრძო­ლებს ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ზავს, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ე­ბი­დან 150 პა­ლეს­ტი­ნე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, "ჰა­მა­სიც“ მი­ე­სალ­მა.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს კა­ბი­ნე­ტი შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­და.

  • რას ამ­ბო­ბენ "ცა­ხალ­ში"?

"ცა­ხალ­ში" ში­შო­ბენ, რომ "ჰა­მა­სი" ისარ­გებ­ლებს ზა­ვით და ია­რა­ღის მა­რა­გებს შე­ავ­სებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპი­კერმა ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი ამუ­შა­ვე­ბენ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის დე­ტა­ლებს, რაც შე­დის მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში.

კონ­რი­კუს­მა ასე­ვე გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა, რომ "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ შეს­ვე­ნე­ბით და ამ დროს ბრძო­ლა­ში მა­რა­გის შე­სავ­სე­ბად და გა­დაჯ­გუ­ფე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვირ­ჩევ­ნია გა­ვაგ­რძე­ლოთ ზე­წო­ლა "ჰა­მას­ზე”, - თქვა მან, ”მაგ­რამ ეს პა­უ­ზა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზის გამო. ჩვენ შე­ვას­რუ­ლებთ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის მიერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს“.

  • რა თქვა ბა­ი­დენ­მა?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს“ შო­რის მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა. "ამ მრა­ვა­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მძევ­ლე­ბი და მათი ახ­ლობ­ლე­ბი ჩემი და ჯი­ლის გუ­ლებ­ში იყ­ვნენ. მე უზო­მოდ მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ რამ­დე­ნი­მე მა­მა­ცი სული, რომ­ლებ­მაც ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნა და ენით აუ­წე­რე­ლი გან­საც­დე­ლი გა­და­ი­ტა­ნეს, კვლავ შე­უ­ერ­თდე­ბი­ან თა­ვი­ანთ ოჯა­ხებს, რო­გორც კი ეს შე­თან­ხმე­ბა სრუ­ლად შევა ძა­ლა­ში.

რო­გორც პრე­ზი­დენტს, მე არ მაქვს უფრო მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი, ვიდ­რე მთელ მსოფ­ლი­ო­ში მძევ­ლად მყო­ფი ამე­რი­კე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. ამი­ტომ, "ჰა­მა­სის“ სას­ტი­კი თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი­ვე მო­მენ­ტი­დან მე და ჩემი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დი მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ რე­გი­ო­ნულ პარტნი­ო­რებ­თან, რათა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ჯო ბა­ი­დენ­მა კა­ტა­რის, ეგ­ვიპ­ტი­სა და ის­რა­ე­ლის ლი­დე­რებს შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
0

ჯილი ცოლს ჰქვია, უწიგნურო.

???
10

ცხოველებიო, ყველა უნდა გავანადგუროთ, მაგათთან საუბარი არ შეიძლებაო ( ღაზას ნებისმიერ მცხოვრებს გულისხმობდნენ) და ახლა "ჰამასთან" მიდიან მოლაპარაკებაზე ???

ავტორი:

4-დღიანი ზავი ისრაელსა და "ჰამასს“ შორის - რა პირობებით შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები და რას აცხადებენ "ცახალში"?

4-დღიანი ზავი ისრაელსა და "ჰამასს“ შორის - რა პირობებით შეთანხმდნენ დაპირისპირებული მხარეები და რას აცხადებენ "ცახალში"?

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ოთხდღიანი ზავი "ჰამასის“ მიერ დაკავებული სულ მცირე 50 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

"ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ჰუმანიტარულ ზავს, რომელიც ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლებას ითვალისწინებს, "ჰამასიც“ მიესალმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტი შეთანხმების მიღების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდა.

  • რას ამბობენ "ცახალში"?

"ცახალში" შიშობენ, რომ "ჰამასი" ისარგებლებს ზავით და იარაღის მარაგებს შეავსებს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ამუშავებენ საომარი მოქმედებების შეჩერების დეტალებს, რაც შედის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაში.

კონრიკუსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ "ჰამასის" მებრძოლები ისარგებლებენ შესვენებით და ამ დროს ბრძოლაში მარაგის შესავსებად და გადაჯგუფების მიზნით გამოიყენებენ.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია გავაგრძელოთ ზეწოლა "ჰამასზე”, - თქვა მან, ”მაგრამ ეს პაუზა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. ჩვენ შევასრულებთ ისრაელის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს“.

  • რა თქვა ბაიდენმა?

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და "ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. "ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.

როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, "ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.