პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს საცდელად გაუშვებს
"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს  საცდელად გაუშვებს

დღეს ილონ მას­კის SpaceX მარსზე ადა­მი­ა­ნე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის შექ­მნილ ხო­მალდს საც­დე­ლად გა­უშ­ვებს. ეს უკვე მე­ო­რე საც­დე­ლი გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა.

ხო­მალ­დის, სა­ხე­ლად Starship-ის აფ­რე­ნა ტე­ხა­სის შტატ­ში მდე­ბა­რე SpaceX-ის ბა­ზი­დან იგეგ­მე­ბა, პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა კი პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა­კე­ტის გაშ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, დი­ლის 8 სა­ა­თი­დან 10 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა (ჩვე­ნი დრო­ით 17:00-19:00 სა­ა­თებ­ში).

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე გა­აფრ­თხი­ლეს, რომ რა­კე­ტის აფ­რე­ნი­სას ხმა­უ­რი იქ­ნე­ბა და არ უნდა შე­შინ­დნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, SpaceX-ის ვე­ბტრანსლა­ცია ჩვე­ნი დრო­ით 16:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

"რო­გორც ყვე­ლა ასე­თი ცდის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, გან­რი­გი დი­ნა­მი­უ­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­იც­ვლე­ბა, ასე რომ, სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ჩვენს X-ის ან­გა­რიშს თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ",- წე­რია კომ­პა­ნი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მათ ისიც გან­მარ­ტეს, რომ Starship-ის ფრე­ნის პირ­ველ­მა ცდამ, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 20 აპ­რილს ჩა­ტარ­და, ბევ­რი რამ ას­წავ­ლათ. (შე­გახ­სე­ნებთ, რომ 20 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდის დროს მას­კის რა­კე­ტა აფეთ­ქდა).

"ჩვენ მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის შე­საქ­მნე­ლად ვმუ­შა­ობთ, რო­მელ­საც შე­ეძ­ლე­ბა რო­გორც ეკი­პა­ჟის, ისე ტვირ­თის გა­და­ტა­ნა. ეს მარსზე და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა", - აცხა­დე­ბენ SpaceX-ში.

Starship-ის პირ­ვე­ლი რა­კე­ტის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცი­ამ მასკს 63 სა­ვალ­დე­ბუ­ლო ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა მოს­თხო­ვა, სა­ნამ ის მათ­გან რა­კე­ტის ხე­ლახ­ლა გაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას მი­ი­ღებ­და.

ილო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რის, უოლ­ტერ აი­ზაკ­სო­ნის თქმით, Starship არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი რა­კე­ტა, რაც კი ოდეს­მე შექ­მნი­ლა: "ის მარსზე 100 ადა­მი­ა­ნის გა­და­საყ­ვა­ნა­დაა შექ­მნი­ლი",- წერს აი­ზაკ­სო­ნი X-ზე.

მა­ყუ­რე­ბელს ფრე­ნის ყუ­რე­ბა SpaceX-ის ვებ­სა­იტ­სა და SpaceX-ის X-ის ან­გა­რიშ­ზე შე­უძ­ლია.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედშ
0

ოზონის შრე ხომ აქამდე ისედაც დაფლეთილი იყო. აგე ეს კიდე. შედეგი რადიაციაა. 

მიტომ დადის ამდენი დარტყმული ადამიანი ქუჩაში :)) :(

კნიაზ იმერეტინსკი
0

ხოდა 100 მიცვალებულს ᲩამოასვენებᲗ მარსიდან

ავტორი:

"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს საცდელად გაუშვებს

"მას მარსზე 100 ადამიანის გადაყვანა შეეძლება" - მარსზე სამოგზაუროდ შექმნილ ხომალდს მასკის SpaceX დღეს  საცდელად გაუშვებს

დღეს ილონ მასკის SpaceX მარსზე ადამიანების მოგზაურობისთვის შექმნილ ხომალდს საცდელად გაუშვებს. ეს უკვე მეორე საცდელი გაშვება იქნება.

ხომალდის, სახელად Starship-ის აფრენა ტეხასის შტატში მდებარე SpaceX-ის ბაზიდან იგეგმება, პროცესზე დაკვირვება კი პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით, დილის 8 საათიდან 10 საათამდე გაგრძელდება (ჩვენი დროით 17:00-19:00 საათებში).

კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივები უკვე გააფრთხილეს, რომ რაკეტის აფრენისას ხმაური იქნება და არ უნდა შეშინდნენ. როგორც ცნობილია, SpaceX-ის ვებტრანსლაცია ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

"როგორც ყველა ასეთი ცდის შემთხვევაში ხდება, განრიგი დინამიურია და სავარაუდოდ, შეიცვლება, ასე რომ, სიახლეებისთვის ჩვენს X-ის ანგარიშს თვალყური ადევნეთ",- წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათ ისიც განმარტეს, რომ Starship-ის ფრენის პირველმა ცდამ, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს ჩატარდა, ბევრი რამ ასწავლათ. (შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ჩატარებული ცდის დროს მასკის რაკეტა აფეთქდა).

"ჩვენ მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემის შესაქმნელად ვმუშაობთ, რომელსაც შეეძლება როგორც ეკიპაჟის, ისე ტვირთის გადატანა. ეს მარსზე და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობაში დაეხმარება", - აცხადებენ SpaceX-ში.

Starship-ის პირველი რაკეტის აფეთქების შემდეგ, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ასოციაციამ მასკს 63 სავალდებულო ცვლილების შეტანა მოსთხოვა, სანამ ის მათგან რაკეტის ხელახლა გაშვების უფლებას მიიღებდა.

ილონის ბიოგრაფიის ავტორის, უოლტერ აიზაკსონის თქმით, Starship არის ყველაზე ძლიერი რაკეტა, რაც კი ოდესმე შექმნილა: "ის მარსზე 100 ადამიანის გადასაყვანადაა შექმნილი",- წერს აიზაკსონი X-ზე.

მაყურებელს ფრენის ყურება SpaceX-ის ვებსაიტსა და SpaceX-ის X-ის ანგარიშზე შეუძლია.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა