გიორგი ასანიძემ "TST სპორტთან"ვრცელ ინტერვიუში ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ირგვლივ არსებულ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის დოპინგ სკანდალზე, რომელშიც მისი ვაჟი, ძალოსნობაში ეროვნული ნაკრების წევრი კახი ასანიძეც გაეხვა.
გიორგი ასანიძე:
"ამ საკითხზე წყენას ვერც და არც დავმალავ, ყველა დონეზე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რის შემდეგაც რეაგირება დაუყოვნებლივ იყო, პროკურატურას გადაეცა მასალები მოკვლევისათვის, რაც სამართლებრივი პროცედურაა და მოკვლევის შემდეგ, დიდი ალბათობით, გამორიცხულია, რომ არ დაიწყოს გამოძიება. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ შეფასებებისგან, რადგან გამოძიებას ჯერ არ დავუკითხივარ და აქედან გამომდინარე, არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, რაც დააზარალებს გამოძიებას ან ჩვენ მდგომარეობას. თუმცა ფაქტს ვადასტურებ... მინდა, გულშემატკივრებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივმართო, რომ აქ საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან. რამაც გამოიწვია გარკვეული შედეგი, ამაზე მეტყველებს ყველაფერი, არიან მოწმეებიც და მე ყველა მოწმეს და ჩართულ პირს ვთხოვ და მოვთხოვ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ვინაიდან ქართული სპორტის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. რაც არ უნდა მისი გადმოსახედიდან სიმართლე დაინახოს. ვინაიდან ქართულ სპორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა "პარიზი 2024" - ზე, აქედან გამომდინარე, ყველა ეს სიბინძურე ცუდად აისახება ჩვენს შედეგებზე. არა მარტო ძალოსნობის კუთხით, ზოგადად, ქართული სპორტის თვალსაზრისით. მჯერა გამოძიების, ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციას ამ საბოტაჟთან და ვანდალიზმთან დაკავშირებით, ვაცნობებ მათ. ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, უფრო პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, ამ სპორტსმენების შეღავათით თუ სასჯელიდან გათავისუფლებით.
არ ვიჩქარებთ სიმართლის დადგენას, უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ამ პერიოდში სპორტსმენები იჩაგრებიან. რადგან ჩამორჩნენ გარკვეულ სპორტულ ღონისძიებებს, სადაც იგივე კახი ასანიძეს და რეზი დავითაძეს გარკვეული შანსი ჰქონდათ ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების. თუმცა ამ კუთხითაც ვმუშაობთ. გასაჩივრებული გვაქვს ყველა დონეზე, როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულამდე ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს".
უყურეთ ინტერვიუს "იუთუბ-არხზე":
ციგნების ბრალია ეგ, ამდენი ნაგავი რომაა ქალაქის ქუჩებში 😂
მორჩით აქ პოლიტიკური კომენტარების კეთებას და ვისაც სპორტთან არაფერი გესაქმებათ შეეთრიეთ ,,კუხნაში " !
ზოგიერთების გასაგონად : არაა თქვენი ბინძური უკანალის საქმე სხვების წარმომავლობა ! ჯობია , თქვენი დნმ შეამოწმოთ და გაიგოთ რატომ ხართ ასეთი თახსირები .
ასანიძე როგორი პოლიტიკური შეხედულებისას არ უნდა იყოს , ბე4ვრი აქვს ქართული სპორტისათვის გაკეთებული , როგორც სპორჩმენს და როგორც მწვრთნელს . მხოლოდ ერთეულები თუ შეედარებიან . პროფესიონალიზმი არ უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური შეხედულების გამო - შეიგნეთ ეს !
ცნობისათვის , ნაცების პოლიტიკური მტერი ვარ , მაგრამ სიმართლე სიმართლეა .