პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწინება "კამორას" ბოსის ქვრივზე და მუსიკით "გათეთრებული" ნარკოვაჭრობა - ცნობილი იტალიელი მომღერალი მაფიასთან კავშირის გამო დააკავეს
ქორწინება "კამორას" ბოსის ქვრივზე და მუსიკით "გათეთრებული" ნარკოვაჭრობა - ცნობილი იტალიელი მომღერალი მაფიასთან კავშირის გამო დააკავეს

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ ნეო-მე­ლო­დი­უ­რი ჟან­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ან­ტო­ნიო "ტონი" კო­ლომ­ბო და მისი მე­უღ­ლე და­ა­კა­ვა. მათ გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია "დი ლა­უ­როს“ მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის წევ­რი კი­დევ 25 ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი Guardian იტა­ლი­ურ პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რე­ი­დე­ბის დროს 8 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა ამო­ი­ღეს.

ტონი კო­ლომ­ბომ სცე­ნი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 2020 წელს გა­ა­კე­თა. მა­ნამ­დე ის იყო ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნეო-მე­ლო­დი­ურ სტილ­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია იტა­ლი­ის სამ­ხრეთ­ში, იმ ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ფი­ო­ზუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­საყ­რდე­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

2019 წელს, რო­დე­საც კო­ლომ­ბო თინა რის­პო­ლი­ზე, ნე­ა­პო­ლი­ტა­ნუ­რი მა­ფი­ის ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი ბო­სის გა­ე­ტა­ნო მა­რი­ნოს ქვრივ­ზე და­ქორ­წინ­და. მის ქორ­წილს "კა­მო­რას" (ნე­ა­პო­ლუ­რი მა­ფია) ათო­ბით წევ­რი ეს­წრე­ბო­და.

ტონი კო­ლომ­ბო ქორ­წი­ლის დღეს

კო­ლომ­ბოს უახ­ლეს სიმ­ღე­რას Ti aspetto all'Altare ("მე და­გე­ლო­დე­ბი სა­კურ­თხე­ველ­თან"), რო­მე­ლის კლიპ­ში თი­ნაც გა­და­ი­თო, YouTube-ზე თით­ქმის 60 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს.

თინა რის­პო­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რი 2012 წელს იმ დროს მოკ­ლეს, რო­დე­საც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ზღვა­ზე ის­ვე­ნებ­და.

პრო­კუ­რო­რე­ბი 37 წლის კო­ლომ­ბოს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მა­ფი­ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­გან უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლებ­ში, რაც შემ­დეგ მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით "გა­ა­თეთ­რა“. ის და მისი მე­უღ­ლეც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან კავ­შირს უარ­ყო­ფენ.

თუმ­ცა, იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტის, Leggo-ს ცნო­ბით, "კა­მო­რას" რამ­დე­ნი­მე წევ­რი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ტო­რი გახ­და, ამ­ბობს, რომ კო­ლომ­ბოს კავ­ში­რი ჰქონ­და მა­ფი­ას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი მე­უღ­ლის პირ­ველ ქმარ­თან.

"კო­ლომ­ბომ გა­ე­ტა­ნო მა­რი­ნოს სთხო­ვა 80 ათა­სი ევრო, მან ფული 2010 წელს ისეს­ხა ჩა­ნა­წე­რის ალ­ბო­მის გა­მო­საშ­ვე­ბად. არ ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი წვე­უ­ლე­ბა, ნათ­ლო­ბა ან ქორ­წი­ლი, რო­მელ­საც ტონი კო­ლომ­ბო არ ეს­წრე­ბო­და, ის მღე­რო­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე“, - გა­ნუ­ცხა­და პო­ლი­ცი­ას ამ­ჟა­მად უკვე ინ­ფორ­მა­ტორ­მა და ყო­ფილ­მა მა­ფი­ოზ­მა ჯან­ლუ­კა ჯუ­ლი­ა­ნომ.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ნეო-მე­ლო­დი­უ­რი სტი­ლის სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ა­კა­ვეს. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ამ ჟან­რის პო­პუ­ლა­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხში­რად მისი ვარ­სკვლა­ვე­ბი "კა­მო­რას" ბო­სე­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბი ხდე­ბი­ან და კლა­ნე­ბი პირ­და­პირ აფი­ნან­სე­ბენ მათ კა­რი­ე­რას.

  • "კა­მო­რა" და "დი ლა­უ­როს" კლა­ნი

"კა­მო­რას" სხვა მა­ფი­ის სტრუქ­ტუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფის­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­ულს ჰყავს თა­ვი­სი ბოსი (გან­სხვა­ვე­ბით, მა­გა­ლი­თად, Cosa Nostra-სგან, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი აკონ­ტრო­ლებს). ით­ვლე­ბა, რომ ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 115 ჯგუ­ფი მოქ­მე­დებს, თი­თო­ე­უ­ლი შედ­გე­ბა 500-მდე ადა­მი­ა­ნის­გან.

დი ლა­უ­როს კლა­ნის და­მა­არ­სებ­ლის, კო­ზი­მოს უფ­რო­სი ვაჟი

დი ლა­უ­რომ ჯგუფს მე­თა­უ­რო­ბა მას შემ­დეგ აიღო ხელ­ში, რაც მა­მა­მი­სი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მას მეტ­სა­ხე­ლად "დი­ზა­ი­ნე­რი დონ" შე­არ­ქვეს ბრენ­დე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი "პრინც რე­გენტს" ეძახ­დნენ.

ახა­ლი ბოსი ცდი­ლობ­და კლა­ნი ახალ­გაზ­რდა, მხი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ გა­მო­უც­დე­ლი მა­ფი­ო­ზე­ბით შე­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ ის და­ა­პა­ტიმ­რეს და ცი­ხე­ში გარ­და­იც­ვა­ლა სულ რა­ღაც 48 წლის ასაკ­ში.

თა­ვად ან­ტო­ნიო კო­ლომ­ბო პა­ლერ­მო­დან არის. მისი სიმ­ღე­რე­ბი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში, რომ იტა­ლი­ე­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ განგსტე­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მათ­თან მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო.

"დი ლა­უ­როს" კლა­ნის აყ­ვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი 1990-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ის დღე­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ევ­რომ­დე შო­უ­ლობ­და მხო­ლოდ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბით.

დღეს­დღე­ო­ბით, კლა­ნი ასე­ვე იღებს შე­მო­სა­ვალს მზა ტან­საც­მლის ხა­ზის­გან, სა­ხელ­წო­დე­ბით Corleone.

ქურ­თუ­კი "კორ­ლე­ო­ნეს“ კო­ლექ­ცი­ი­დან. ეს კომ­პა­ნია ასე­ვე აწარ­მო­ებს სპორ­ტულ ტან­საც­მელს და აქ­სე­სუ­ა­რებს.

კლა­ნის სხვა ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სე­ბია ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი.

იტა­ლი­ის პო­ლი­ცია ამ­ბობს, რომ დღეს "დი ლა­უ­როს" კლა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი ნარ­კო­ვაჭ­რო­ბი­დან ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მე­თო­დებ­ზე გა­და­ვი­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, ისი­ნი აწყობ­დნენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აუქ­ცი­ო­ნებს, აში­ნებ­დნენ სხვა პრე­ტენ­დენ­ტებს, ყი­დუ­ლობ­დნენ ბი­ნებს, სახ­ლებს და მი­წებს გა­რი­გე­ბის ფა­სად და შემ­დეგ ყი­დიდ­ნენ მათ დიდი მო­გე­ბით. გარ­და ამი­სა, ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის კონ­ტრა­ბან­დას, მათ შო­რის ბულ­გა­რე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან, ხში­რად ამას შუ­ა­მავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აკე­თე­ბენ.

  • რო­გო­რია ნეო-მე­ლო­დუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლი

ეს ჟან­რი და­ი­ბა­და 1980-იან წლებ­ში და მი­იჩ­ნე­ვა ტრა­დი­ცი­უ­ლი ნე­ა­პო­ლი­ტა­ნუ­რი სიმ­ღე­რის canzone napoletana-ს თა­ნა­მედ­რო­ვე ადაპ­ტა­ცი­ად. იგი აერ­თი­ა­ნებს ტრა­დი­ცი­ულ შეს­რუ­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე პოპ კულ­ტუ­რას­თან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შავი მუშა
2

მორჩა,ხვალიდან ვიწყებ მაფიოზობას!. )

ნინოს
12

ნინიკო გენაცვალე, სხვა ინტერესი არ გაქვს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქორწინება "კამორას" ბოსის ქვრივზე და მუსიკით "გათეთრებული" ნარკოვაჭრობა - ცნობილი იტალიელი მომღერალი მაფიასთან კავშირის გამო დააკავეს

ქორწინება "კამორას" ბოსის ქვრივზე და მუსიკით "გათეთრებული" ნარკოვაჭრობა - ცნობილი იტალიელი მომღერალი მაფიასთან კავშირის გამო დააკავეს

იტალიის პოლიციამ ნეო-მელოდიური ჟანრის ცნობილი მომღერალი ანტონიო "ტონი" კოლომბო და მისი მეუღლე დააკავა. მათ გარდა, დაკავებულია "დი ლაუროს“ მაფიოზური კლანის წევრი კიდევ 25 ადამიანი.

როგორც ბრიტანული გაზეთი Guardian იტალიურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რეიდების დროს 8 მილიონი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

ტონი კოლომბომ სცენიდან წასვლის შესახებ განცხადება 2020 წელს გააკეთა. მანამდე ის იყო ალბათ ყველაზე ცნობილი სიმღერების შემსრულებელი ნეო-მელოდიურ სტილში, რომელიც ძალიან პოპულარულია იტალიის სამხრეთში, იმ ადგილებში, რომელიც ტრადიციულად მაფიოზური ჯგუფების დასაყრდენად მიიჩნევა.

2019 წელს, როდესაც კოლომბო თინა რისპოლიზე, ნეაპოლიტანური მაფიის ერთ-ერთი მოკლული ბოსის გაეტანო მარინოს ქვრივზე დაქორწინდა. მის ქორწილს "კამორას" (ნეაპოლური მაფია) ათობით წევრი ესწრებოდა.

ტონი კოლომბო ქორწილის დღეს

კოლომბოს უახლეს სიმღერას Ti aspetto all'Altare ("მე დაგელოდები საკურთხეველთან"), რომელის კლიპში თინაც გადაითო, YouTube-ზე თითქმის 60 მილიონი ნახვა აქვს.

თინა რისპოლის პირველი ქმარი 2012 წელს იმ დროს მოკლეს, როდესაც მეუღლესთან ერთად, ზღვაზე ისვენებდა.

პროკურორები 37 წლის კოლომბოს ადანაშაულებენ მაფიის თაყვანისმცემლებისგან უკანონოდ მიღებულ შემოსავლებში, რაც შემდეგ მუსიკალური კარიერიდან მიღებული შემოსავლით "გაათეთრა“. ის და მისი მეუღლეც კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.

თუმცა, იტალიური საინფორმაციო საიტის, Leggo-ს ცნობით, "კამორას" რამდენიმე წევრი, რომელიც პოლიციის ინფორმატორი გახდა, ამბობს, რომ კოლომბოს კავშირი ჰქონდა მაფიასთან, განსაკუთრებით მისი მეუღლის პირველ ქმართან.

"კოლომბომ გაეტანო მარინოს სთხოვა 80 ათასი ევრო, მან ფული 2010 წელს ისესხა ჩანაწერის ალბომის გამოსაშვებად. არ ყოფილა არცერთი წვეულება, ნათლობა ან ქორწილი, რომელსაც ტონი კოლომბო არ ესწრებოდა, ის მღეროდა ყველა ღონისძიებაზე“, - განუცხადა პოლიციას ამჟამად უკვე ინფორმატორმა და ყოფილმა მაფიოზმა ჯანლუკა ჯულიანომ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნეო-მელოდიური სტილის სიმღერების შემსრულებელი დააკავეს. კრიმინალურ სამყაროში ამ ჟანრის პოპულარობის გათვალისწინებით, ხშირად მისი ვარსკვლავები "კამორას" ბოსების ფავორიტები ხდებიან და კლანები პირდაპირ აფინანსებენ მათ კარიერას.

  • "კამორა" და "დი ლაუროს" კლანი

"კამორას" სხვა მაფიის სტრუქტურებისგან განსხვავებით რამდენიმე ჯგუფისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს ჰყავს თავისი ბოსი (განსხვავებით, მაგალითად, Cosa Nostra-სგან, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი აკონტროლებს). ითვლება, რომ ამჟამად დაახლოებით 115 ჯგუფი მოქმედებს, თითოეული შედგება 500-მდე ადამიანისგან.

დი ლაუროს კლანის დამაარსებლის, კოზიმოს უფროსი ვაჟი

დი ლაურომ ჯგუფს მეთაურობა მას შემდეგ აიღო ხელში, რაც მამამისი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მას მეტსახელად "დიზაინერი დონ" შეარქვეს ბრენდების სიყვარულის გამო. ჟურნალისტები კი "პრინც რეგენტს" ეძახდნენ.

ახალი ბოსი ცდილობდა კლანი ახალგაზრდა, მხიარული, მაგრამ გამოუცდელი მაფიოზებით შეეცვალა, მაგრამ ის დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალა სულ რაღაც 48 წლის ასაკში.

თავად ანტონიო კოლომბო პალერმოდან არის. მისი სიმღერები იმდენად პოპულარული იყო კრიმინალურ სამყაროში, რომ იტალიელი პროკურორები ეჭვობენ, რომ განგსტერების სიყვარულმა განაპირობა, რომ მათთან მუშაობა დაეწყო.

"დი ლაუროს" კლანის აყვავების პერიოდი 1990-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც ის დღეში ნახევარ მილიონ ევრომდე შოულობდა მხოლოდ ნარკოვაჭრობით.

დღესდღეობით, კლანი ასევე იღებს შემოსავალს მზა ტანსაცმლის ხაზისგან, სახელწოდებით Corleone.

ქურთუკი "კორლეონეს“ კოლექციიდან. ეს კომპანია ასევე აწარმოებს სპორტულ ტანსაცმელს და აქსესუარებს.

კლანის სხვა ლეგალური ბიზნესებია ტოტალიზატორი და სუპერმარკეტები.

იტალიის პოლიცია ამბობს, რომ დღეს "დი ლაუროს" კლანი ტრადიციული ნარკოვაჭრობიდან ფულის გამოძალვის მეთოდებზე გადავიდა.

პროკურატურის თქმით, ისინი აწყობდნენ უძრავი ქონების აუქციონებს, აშინებდნენ სხვა პრეტენდენტებს, ყიდულობდნენ ბინებს, სახლებს და მიწებს გარიგების ფასად და შემდეგ ყიდიდნენ მათ დიდი მოგებით. გარდა ამისა, ისინი ახორციელებენ თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდას, მათ შორის ბულგარეთიდან და უკრაინიდან, ხშირად ამას შუამავლების მეშვეობით აკეთებენ.

  • როგორია ნეო-მელოდური მუსიკალური სტილი

ეს ჟანრი დაიბადა 1980-იან წლებში და მიიჩნევა ტრადიციული ნეაპოლიტანური სიმღერის canzone napoletana-ს თანამედროვე ადაპტაციად. იგი აერთიანებს ტრადიციულ შესრულებას თანამედროვე პოპ კულტურასთან.