პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს" - ვახუშტი მენაბდე
"პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს" - ვახუშტი მენაბდე

პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი 45 დღე­ში, ახა­ლი წე­სით უნდა აირ­ჩეს, - ამის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი წე­სით პრე­ზი­დენ­ტი სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ უნდა აირ­ჩი­ოს.

"სა­სა­მარ­თლოს­გან პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბას 9-დან 6 ხმა სჭირ­დე­ბო­და. ზუს­ტად 6 ხმა მოგ­როვ­და. მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის არის თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მო­სა­მარ­თლე; პარ­ლა­მენ­ტმა 14 დღე­ში უნდა გა­და­წყვი­ტოს პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს მხარს და­უ­ჭერს თუ არა. ამის­თვის 100 ხმაა სა­ჭი­რო. ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ოც­ნე­ბა“ ამ­დენ მან­დატს ვერ აკონ­ტრო­ლებს; პარ­ლა­მენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ მას იმ­პიჩ­მენ­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­უ­ცხა­დოს. შე­უძ­ლია თქვას, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ყე­ნე­ბას; გა­და­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი 45 დღე­ში უნდა ავირ­ჩი­ოთ; არ­ჩე­ვის წესი ახა­ლია. პრე­ზი­დენტს პირ­და­პი­რი გზით აღარ ავირ­ჩევთ. ამას გა­ა­კე­თებს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია“, - წერს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

ცნო­ბის­თვის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ევ­რო­პა­ში, მთავ­რო­ბის უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. ამას­თან, რო­გორც ტუ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნა, დას­კვნა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ - ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა.

ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა ჰქონ­და. პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

დროზეე

მოქალაქე
3

მე დამაყენეთ და ერთ თვეში დავაწყნარებ ქვეყანას. არც ერთ ყოფილ პოლიტიკოსს არ გავაკარებდი სამთავრობო სამსახურს და ბიუჯეტს. არცერთ ძველ თუ ახალ პოლიტიკოსს არ გავაკარებდი ტელევიზიას და ჟურნალ-გაზეთს. მარტო ამით დავასვენებდი ერს. ხო მართლა თუ ამირჩევთ ხელფასსაც არ ავიღებ.

ავტორი:

"პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს" - ვახუშტი მენაბდე

"პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს" - ვახუშტი მენაბდე

პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალი წესით პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.

"სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე; პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად "ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს; პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"