გუშინ, გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 1976 წელს დაბადებულ მამაკაცს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
თუმცა amebebi.ge -ს ადგილობრივმა უთხრა, რომ დამნაშავე არა ყოფილი, არამედ მოქმედი პოლიციელი თემურ ოთინაშვილია.
ვცადეთ ინფორმაცია შსს-ში გადაგვემოწმებინა, თუმცა გვითხრეს, რომ მკვლელობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ჩვენ ამ უწყებასაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ყველაფერს ბრიფინგზე იტყვიან.
ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა ბრალდებული.
ადგილობრივების თქმით, სოფლის ეკლესიის ეზოში გაშლილ სუფრაზე რამდენიმე შეზარხოშებულ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რასაც ჩხუბი და შემდეგ მკვლელობა მოჰყვა.
"როგორც ამბობენ, ეკლესიის ეზოში ქეიფობდნენ თურემ და იქ მოუვიდათ უთანხმოება, მერე იქიდან წასულან... იარაღიდან უსვრია და მოუკლავს", - ამბობს ერთ-ერთი ჭიკაანელი.
დაპირისპირების დროს დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე იხილეთ:
ჩამოერთვას პოლიციას იარაღი!!!! იარაღი შექმნილია მკვლელობისთვის და არა დაცვისთვის, არსებობს ტრამვული, რეზინის ყვიები, ელექტრო შოკი, ცრემლსადენი
ვყვები ნამდვილ ამბავს და ვაი პატრიოტები ნურც დაწერთ და ნურც იფიქრებთ თითქოს მიუღებელი პიროვნება ვიყო. თუმცა მეორეს მხრივ ვგონებ და ვგრძნობ რომ, ამ ველური სლენგზე რომ ვთქვა ( არასწორი) სასტავისთვის მიუღებელი ვარ....ჩავირე უბანში მიხმეს ბიჭებმა სასმელს სვავდნენ ... ერთ სიტყვაზე ისე გამომეკიდა ერთი ჰომოსაპიენსი პატარა შვილის თვალწინ არაფრის გამო.... ყველა დედის მამის კისერზე მჯოდმი იჯდა იქ 89% მორალი თქვენთვის მომინდვია. სათაური ტრაგიკომედიაა. "ეკლესიის ეზოში ქეიფობდნენ"....