შაბათს, რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 12:17 დამარცხდა.
მას შემდეგ, რაც ფიჯიმ საქართველო დაამარცხა, ნაკრების წევრი ჯოშუა ტუისოვა მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
თამაშის მიმდინარეობისას და დასასრულს სპორტსმენს არაფერი ეტყობოდა რამხელა ტრაგედია ტრიალებდა მის თავს. ჯოშუამ მატჩის დასასრულს დაარიგა ავტოგრაფები და პოზირებდა თაყვანისმცემლებთან ერთად, თუმცა მის გულშემატკივრებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორი ტკივილი იმალებოდა მისი ღიმილის მიღმა.
მედია წერს, რომ ფიჯელმა სპორტსმენმა სწორედ საქართველოსთან მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაიგო, რომ მისი 7 წლის ვაჟი გარდაიცვალა. თუმცა თამაშზე გამოსვლა მაინც გადაწყვიტა, რათა თავის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დახმარებოდა.
ნახევარდაცვის ძალოვანმა მოთამაშემ, შვილის გარდაცვალების ამბავი მამისგან შეიტყო. 7 წლის ტიტო ხანგრძლივად ავადმყოფობდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. ბოლოს ბავშვი ფიჯის ქალაქ ლაუტოკას კლინიკაში იყო.
ტუისოვას უფლება მიეცა სასწრაფო წესით შინ დაბრუნებულიყო, თუმცა მან ეროვნულ გუნდში დარჩენა არჩია და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მისმა გუნდმა ქართველების დამარცხება მოახერხა.
სამშაბათს, პორტუგალიასთან თამაშის გამო ტუისოვამ, გამოტოვა შვილის დაკრძალვაც. ის საფრანგეთში, ნაკრების დასახმარებლად ტურნირზე დარჩა. რაგბის სამყარომ სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა ჯოსუა ტუისოვას განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფიჯის ვარსკვლავი საფრანგეთში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები 8 ოქტომბერს პორტუგალიას ეთამაშება და თუნდაც 1 ქულის აღების შემთხვევაში, მეოთხედფინალურ ეტაპზე ისტორიაში მესამედ ითამაშებს.
დაბრუნეთ ძველი შესაძლებლობა, მოგვეცით საშუალება კომენტარები დავწეროთ ყველა სტატიაზე!!!!
აკაკი ხორავას ერთადერთი ვაჯი დაკრძალული არ ყავდა და სცენაზე თამაშობდა,ასევე თემურ წიკლაურიც გლოვობდა თავის ვაჟს და სცენაზე მღეროდა.ბელმონდომ სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაიგო რომ მისი ქალიშვილი ავტო ავარიის შედეგად ცოცხლად დაიწვა და ტრაგიკომედია ითამაშა.უამრავი ფაქტი არსებობს,ეს მცირედია.არის პასუხისმგებლობა იმისა რო შენი ყოფნა არ ყოფნით შენი გუნდის რომელიმე წევრი,გუნდი ან ქვეყანა უფრო დაზარალდეს.ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა დაემართოს ადამიანს,მაგრამ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს,ცრემლი მომადგა რომ გავიგე