პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა თოფით მოუკლავს და ცხედარი პლედში გახვეული წაუღია აგარაკზე... მერე მეზობლებთან ერთად ეძებდა უშანგის" - რას ჰყვებიან მამის მკვლელობაში ბრალდებულზე?
"მამა თოფით მოუკლავს და ცხედარი პლედში გახვეული წაუღია აგარაკზე... მერე მეზობლებთან ერთად ეძებდა უშანგის" - რას ჰყვებიან მამის მკვლელობაში ბრალდებულზე?
  • ფო­ტო­ზე: ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ინა­უ­რი

და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქორდში მოხ­და. ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლევს 28 წლის ბი­ჭის ქმე­დე­ბა, რო­მელ­მაც მამა სა­კუ­თარ სახ­ლში, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა, ამის შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვას შე­ე­ცა­და. მა­მის ცხე­და­რი პლედ­ში გა­ახ­ვია, გვი­ან ღა­მით სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით გო­რი­დან თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლა­ში, აგა­რაკ­ზე მი­ი­ტა­ნა და იქ და­მარ­ხა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სის­ხლი მო­ა­სუფ­თა­ვა და ასე შე­ე­ცა­და კვა­ლის და­ფარ­ვას.

გან­გა­ში მე­ზობ­ლებ­მა მე­ო­რე დღეს, მას შემ­დეგ ატე­ხეს, როცა 68 წლის უშან­გი ინა­უ­რი სახ­ლში ვერ ნა­ხეს. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და შვილს მამა მოკ­ლუ­ლი რომ ჰყავ­და და პირ­ველ რიგ­ში, მა­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბა­ვი შვი­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნეს. დამ­ნა­შა­ვე შვი­ლი სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და, თურ­მე მან მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად და­ი­წყო მა­მის ძებ­ნა. საქ­მე­ში მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­აც ჩარ­თეს, ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს.

  • მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მკვლე­ლო­ბა 28 წლის შვი­ლის - ალექ­სან­დრე ინა­უ­რის ჩა­დე­ნი­ლი იყო.

რო­გორც ჩანს, მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, ძა­ლოვ­ნებს აჩ­ვე­ნა თბი­ლის­ში ის ად­გი­ლიც, სა­დაც მა­მის ცხე­და­რი და­მარ­ხა... იქი­დან ამო­ას­ვე­ნეს, შემ­დეგ კი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს.

მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია მთე­ლი სო­ფე­ლი. მათი თქმით, უშან­გი ინა­ურ­მა შვი­ლებს ყვე­ლა­ნა­ი­ა­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა შე­უქ­მნა - უყი­და ბი­ნე­ბი, აგა­რა­კე­ბი, მან­ქა­ნა და ა.შ. თუმ­ცა უმ­ცროს­მა შვილ­მა მამა სა­დის­ტუ­რად მოკ­ლა...

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­ცის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში გია ჯა­ლა­ბა­ძე:

- ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და. უშან­გი ინა­ურს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უწყი­ნა­რი, მშრო­მე­ლი, არც ეკო­ნო­მი­კუ­რად უჭირ­და და შვი­ლებ­საც შე­უქ­მნა ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი. უშან­გის მე­უღ­ლე შარ­შან გარ­და­ეც­ვა­ლა, შემ­დეგ კი - დე­დი­ნაც­ვა­ლი. კვი­რას დე­დი­ნაც­ვალს წლის­თა­ვი გა­და­უ­ხა­და, სა­დაც ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა მისი 28 წლის შვი­ლი. მე პი­რა­დად არ ვიც­ნობ, რად­გან ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, სო­ფელ­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. რო­გორც ვიცი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ის ამ­ჟა­მად მა­მის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი... რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მო­უკ­ლავს მამა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
22
0

ბიჭო როგორ არ გრცხვენია?

ანდრო
1

მაგ ვაჟბატონმა, ეტყობა, ისიც არ იცოდა, რომ სისხლის მოწმენდა, კვალს უკვალოდ არ აქრობს. ასევე არსებობს დნმ-ის ანალიზი. ისე, რომ კვალის დაფარვა არც ისე ადვილია, როგორც ამ უნამუსო ბიჭს ეგონა. რა მოიგო მამის მოკვლით? ციხეში ჯდომა ძალიან დიდი ხნით, ან სამუდამოდ.

ავტორი:

"მამა თოფით მოუკლავს და ცხედარი პლედში გახვეული წაუღია აგარაკზე... მერე მეზობლებთან ერთად ეძებდა უშანგის" - რას ჰყვებიან მამის მკვლელობაში ბრალდებულზე?

"მამა თოფით მოუკლავს და ცხედარი პლედში გახვეული წაუღია აგარაკზე... მერე მეზობლებთან ერთად ეძებდა უშანგის" - რას ჰყვებიან მამის მკვლელობაში ბრალდებულზე?
  • ფოტოზე: ბრალდებული ალექსანდრე ინაური

დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მოხდა. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს 28 წლის ბიჭის ქმედება, რომელმაც მამა საკუთარ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, ამის შემდეგ კი კვალის დაფარვას შეეცადა. მამის ცხედარი პლედში გაახვია, გვიან ღამით საკუთარი მანქანით გორიდან თბილისში, ავჭალაში, აგარაკზე მიიტანა და იქ დამარხა, შემთხვევის ადგილზე სისხლი მოასუფთავა და ასე შეეცადა კვალის დაფარვას.

განგაში მეზობლებმა მეორე დღეს, მას შემდეგ ატეხეს, როცა 68 წლის უშანგი ინაური სახლში ვერ ნახეს. ვინ წარმოიდგენდა შვილს მამა მოკლული რომ ჰყავდა და პირველ რიგში, მამის გაუჩინარების ამბავი შვილებს შეატყობინეს. დამნაშავე შვილი სოფელში ჩამოვიდა, თურმე მან მეზობლებთან ერთად დაიწყო მამის ძებნა. საქმეში მეზობლებმა პოლიციაც ჩართეს, ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს.

  • მალევე გაირკვა, რომ მკვლელობა 28 წლის შვილის - ალექსანდრე ინაურის ჩადენილი იყო.

როგორც ჩანს, მან დანაშაული აღიარა, ძალოვნებს აჩვენა თბილისში ის ადგილიც, სადაც მამის ცხედარი დამარხა... იქიდან ამოასვენეს, შემდეგ კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარით შეძრულია მთელი სოფელი. მათი თქმით, უშანგი ინაურმა შვილებს ყველანაიარად უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა - უყიდა ბინები, აგარაკები, მანქანა და ა.შ. თუმცა უმცროსმა შვილმა მამა სადისტურად მოკლა...

მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჯალაბაძე:

- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. უშანგი ინაურს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. უწყინარი, მშრომელი, არც ეკონომიკურად უჭირდა და შვილებსაც შეუქმნა ყველანაირი პირობები. უშანგის მეუღლე შარშან გარდაეცვალა, შემდეგ კი - დედინაცვალი. კვირას დედინაცვალს წლისთავი გადაუხადა, სადაც ჩამოსული ყოფილა მისი 28 წლის შვილი. მე პირადად არ ვიცნობ, რადგან ძირითადად თბილისში ცხოვრობდა, სოფელში იშვიათად ჩამოდიოდა. როგორც ვიცი, დაოჯახებულია. ის ამჟამად მამის მკვლელობაშია ბრალდებული... როგორც ამბობენ, სანადირო თოფიდან გასროლით მოუკლავს მამა...წაიკითხეთ სრულად