სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 რადიოაქტიური ცხოველი დედამიწაზე - "ბუნება არაფერს ივიწყებს"
4 რადიოაქტიური ცხოველი დედამიწაზე - "ბუნება არაფერს ივიწყებს"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია ხში­რად ფურ­ცლებ­ზე იწე­რე­ბა, რათა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა გა­ი­გონ, ხში­რად ბუ­ნე­ბა მას უფრო მეტი სი­ზუს­ტით ინა­ხავს, ვიდ­რე ის­ტო­რი­კო­სი.

ამის მკა­ფიო მა­გა­ლი­თია ოთხი ცხო­ვე­ლი დე­და­მი­წა­ზე, რომ­ლე­ბიც რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. ია­პო­ნი­ის მთე­ბი­დან გერ­მა­ნი­ის ტყე­ე­ბამ­დე, ეს ცხო­ვე­ლე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ ბირ­თვუ­ლი ტეს­ტი­რე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის ხან­გრძლივ გავ­ლე­ნას ფლო­რა­სა და ფა­უ­ნა­ზე.

  • ენე­ვე­ტა­კის ატო­ლის ზღვის კუ­ე­ბი

ავ­სტრა­ლი­ა­სა და ჰა­ვა­ის შო­რის, ენე­ვე­ტა­კის ატო­ლის გარ­შე­მო, ზღვის კუ­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თით­ქოს ერთი შე­ხედ­ვით არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისი­ნი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ი­პყრო ატო­ლი (მარ­ჯნის კუნ­ძუ­ლი) და ამის შემ­დეგ მათ იქ 43-ჯერ გა­მოს­ცა­დეს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი. რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბი და­მარ­ხუ­ლი იყო ბე­ტო­ნის სა­მარხში, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მან მა­ლე­ვე და­ი­წყო გა­ჟონ­ვა.

მეც­ნი­ე­რებ­მა ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი კუ­ე­ბის ბა­ქან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ზღვის კუ ერ­თა­დერ­თი ცხო­ვე­ლი არ არის, რო­მე­ლიც რა­დი­ა­ცი­ის მან­კი­ე­რი კვა­ლის გაგ­რძე­ლე­ბაა. არ­სე­ბობს კი­დევ სამი ცხო­ვე­ლი: ბა­ვა­რი­უ­ლი გა­რე­უ­ლი ღორი, ნორ­ვე­გი­უ­ლი ირე­მი და ია­პო­ნუ­რი მა­კა­კა.

ვე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ქი­მი­კოს­მა, გე­ორგ სტე­ი­ნ­ჰა­უ­ზერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, რად­გან "ბუ­ნე­ბა არა­ფერს ივი­წყებს".

მკვლე­ვა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კუ­ებ­მა ან პირ­და­პირ ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი გა­დაყ­ლა­პეს ან რა­დი­ა­ცია ზღვის წყალმცე­ნა­რე­ე­ბის­გან მი­ი­ღეს, რომ­ლი­თაც ისი­ნი იკ­ვე­ბე­ბი­ან.

მრა­ვა­ლი მოხ­სე­ნე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ზღვის კუს ბა­ქან­ზე ნა­დი­რო­ბის შე­დე­გად, ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სა­ხე­ო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და, რათა ზღვის კუთი ვაჭ­რო­ბა უკა­ნო­ნოდ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ. გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ზღვის კუ­ე­ბის დაც­ვის აქტს 143-მა სა­ხელ­მწი­ფომ მო­ა­წე­რა ხელი.

70-იან წლებ­ში ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­თან­ხმე­ბას შე­უ­ერ­თდა.

  • ბა­ვა­რი­უ­ლი გა­რე­უ­ლი ღორი

გა­რე­უ­ლი ღო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ის ტყე­ებ­ში ბი­ნად­რო­ბენ, იმ­დე­ნად რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, რომ ქვე­ყა­ნამ მათი ხორ­ცის მი­ღე­ბა სა­ხი­ფა­თოდ მი­იჩ­ნია და აკ­რძა­ლა.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დღეს ჩა­ტა­რე­ბულ ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ სხე­ულ­ში არ­სე­ბუ­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც, 60 წელ­ზე მეტი ხნი­საა და ის ატ­მოს­ფე­რო­ში აფეთ­ქე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს.

ბა­ვა­რი­უ­ლი ღო­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბის მი­ზე­ზი, 1986 წელს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რე­აქ­ტო­რის დნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 1300 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და. კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­კა­დი მო­მენ­ტა­ლუ­რად გავ­რცელ­და გა­რე­მო­ზე­სი, რის გა­მოც ტყის ცხო­ვე­ლე­ბი ბა­ვა­რი­ა­ში და არა­მარ­ტო ბა­ვა­რი­ა­ში, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ცე­ზი­უ­მით დას­ხივ­დნენ.

რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბის დონე მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­და, მაგ­რამ არა ბა­ვა­რი­უ­ლი ღო­რე­ბის­თვის. მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია მათი ტრუ­ფე­ლის სო­კო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გამო. რო­დე­საც მო­სუ­ლი ნა­ლე­ქი რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ნა­წი­ლა­კებს ნი­ა­დაგ­ში ატა­რებს, ისი­ნი სწო­რედ ამ სო­კო­ებ­ში გროვ­დე­ბა, რომ­ლებ­საც სა­ბო­ლო­ოდ მში­ე­რი ღო­რე­ბის სა­მიზ­ნე ხდე­ბა.

  • ნორ­ვე­გი­უ­ლი ირე­მი

ჩერ­ნო­ბი­ლის ეფექ­ტი აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ევ­რო­პის ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შიც, მათ შო­რის არის ნორ­ვე­გი­აც, სა­დაც ტრა­გე­დი­ამ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი კვა­ლი და­ტო­ვა - იქ დღემ­დე რა­დი­ა­ცი­უ­ლი ირ­მე­ბი ბი­ნად­რო­ბენ.

ჩერ­ნო­ბი­ლის ავა­რი­ის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი ირ­მის ხორცს რა­დი­ა­ცი­ის დონე კი­ლოგ­რამ­ზე 100 000 ბე­კე­რელ­ზე მეტი ჰქონ­და.

მეც­ნი­ე­რე­ბი გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ დღეს­დღე­ო­ბით ნორ­ვე­გი­უ­ლი ირ­მის უმე­ტე­სო­ბა­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე და­ბა­ლია.

  • ია­პო­ნი­ის მა­კა­კე­ბი

ია­პო­ნი­ა­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი წი­თელ­სა­ხი­ან მა­კა­კებს აწუ­ხებთ. 2011 წელს, ფუ­კუ­ში­მას ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დნო­ბის შემ­დეგ, ცე­ზი­უ­მის კონ­ცენ­ტრა­ცია ახ­ლომ­დე­ბა­რე ია­პო­ნურ მა­კა­კებ­ში კი­ლოგ­რამ­ზე 13 500 ბე­კე­რე­ლამ­დე გა­ი­ზარ­და.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მა­კა­კის უკა­ნა ფე­ხე­ბის ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შებ­ზე, ისი­ნი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ე­ბის კვირ­ტე­ბი­სა და ქერ­ქის ჭა­მით გახ­დნენ. ასე­ვე ისე­თი საკ­ვე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა სოკო და ბამ­ბუ­კის ყლორ­ტე­ბი.

ცე­ზი­უ­მის მა­ღალ­მა კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ, რო­მე­ლიც ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შემ­ცირ­და, აი­ძუ­ლა მეც­ნი­ე­რე­ბი გა­მო­ე­ტა­ნათ დას­კვნა, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ და­ბა­დე­ბულ მა­ი­მუ­ნებს შე­საძ­ლოა, ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა და შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ზო­მის თა­ვე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ.

  • სა­ში­შია თუ არა ეს ცხო­ვე­ლე­ბი?

მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ცხო­ვე­ლებს სწავ­ლო­ბენ, ხაზს უს­ვა­მენ, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მათ­ში შე­მა­ვა­ლი რა­დი­ა­ცია ოდეს­მე საფრ­თხეს შე­უქ­მნის კა­ცობ­რი­ო­ბას, მი­თუ­მე­ტეს, რომ ზო­გი­ერთ მათ­განს ადა­მი­ა­ნე­ბი არც ჭა­მენ, მა­გა­ლი­თად, მა­კა­კებს.

ზღვის კუ­ე­ბი, რო­მელ­თა ბა­ქა­ნის­გან სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ, იმ­დე­ნად მცი­რე რა­დი­ა­ცი­ას შე­ი­ცავს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის საფრ­თხეს არც ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ვა­რი­ულ ღორ­სა და ნორ­ვე­გი­ულ ირემს, ისი­ნი მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, რათა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე უვ­ნე­ბე­ლი ხორ­ცი მი­ვი­დეს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა თუ იმ ად­გილ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ჩვენს ახ­ლოს არ მომ­ხდა­რა, გვარ­წმუ­ნებს, რომ ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვენ­თან იმა­ზე ახ­ლოს, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია და გვე­ხე­ბო­დეს იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე გვგო­ნია... წყა­რო

  • მო­მა­ზა­და: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდ
2

ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი დნება

ასდ
2

"ფუ­კუ­ში­მას ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დნო­ბის"

ავტორი:

4 რადიოაქტიური ცხოველი დედამიწაზე - "ბუნება არაფერს ივიწყებს"

4 რადიოაქტიური ცხოველი დედამიწაზე - "ბუნება არაფერს ივიწყებს"

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორია ხშირად ფურცლებზე იწერება, რათა მომავალმა თაობებმა გაიგონ, ხშირად ბუნება მას უფრო მეტი სიზუსტით ინახავს, ვიდრე ისტორიკოსი.

ამის მკაფიო მაგალითია ოთხი ცხოველი დედამიწაზე, რომლებიც რადიოაქტიურები არიან. იაპონიის მთებიდან გერმანიის ტყეებამდე, ეს ცხოველები აჩვენებენ ბირთვული ტესტირებისა და კატასტროფების ხანგრძლივ გავლენას ფლორასა და ფაუნაზე.

  • ენევეტაკის ატოლის ზღვის კუები

ავსტრალიასა და ჰავაის შორის, ენევეტაკის ატოლის გარშემო, ზღვის კუები ცხოვრობენ. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ისინი რადიოაქტიურები არიან. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიპყრო ატოლი (მარჯნის კუნძული) და ამის შემდეგ მათ იქ 43-ჯერ გამოსცადეს ბირთვული იარაღი. რადიოაქტიური ნარჩენები დამარხული იყო ბეტონის სამარხში, მაგრამ, სამწუხაროდ, მან მალევე დაიწყო გაჟონვა.

მეცნიერებმა ბირთვული ნარჩენები კუების ბაქანში აღმოაჩინეს.

სამწუხაროდ, ზღვის კუ ერთადერთი ცხოველი არ არის, რომელიც რადიაციის მანკიერი კვალის გაგრძელებაა. არსებობს კიდევ სამი ცხოველი: ბავარიული გარეული ღორი, ნორვეგიული ირემი და იაპონური მაკაკა.

ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რადიოქიმიკოსმა, გეორგ სტეინჰაუზერმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გამაფრთხილებელი ამბავია, რადგან "ბუნება არაფერს ივიწყებს".

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ კუებმა ან პირდაპირ ბირთვული ნარჩენები გადაყლაპეს ან რადიაცია ზღვის წყალმცენარეებისგან მიიღეს, რომლითაც ისინი იკვებებიან.

მრავალი მოხსენება აჩვენებს, რომ ზღვის კუს ბაქანზე ნადირობის შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს სახეობა მკვეთრად შემცირდა. შედეგად, რამდენიმე ქვეყნის მთავრობა გააქტიურდა, რათა ზღვის კუთი ვაჭრობა უკანონოდ გამოეცხადებინათ. გადაშენების პირას მყოფი ზღვის კუების დაცვის აქტს 143-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი.

70-იან წლებში ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმებას შეუერთდა.

  • ბავარიული გარეული ღორი

გარეული ღორები, რომლებიც გერმანიის ტყეებში ბინადრობენ, იმდენად რადიოაქტიურები არიან, რომ ქვეყანამ მათი ხორცის მიღება სახიფათოდ მიიჩნია და აკრძალა.

გარემოსდაცვითი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დღეს ჩატარებულ ახალ კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ სხეულში არსებული რადიოაქტიური ელემენტების ნაწილი მაინც, 60 წელზე მეტი ხნისაა და ის ატმოსფეროში აფეთქებული ატომური ბომბების შედეგს წარმოადგენს.

ბავარიული ღორების გრძელვადიანი რადიოაქტიურობის მიზეზი, 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროენერგიის რეაქტორის დნობას უკავშირდება, რაც დაახლოებით 1300 კილომეტრის დაშორებით მოხდა. კატასტროფის შემდეგ, რადიოაქტიური ნაკადი მომენტალურად გავრცელდა გარემოზესი, რის გამოც ტყის ცხოველები ბავარიაში და არამარტო ბავარიაში, რადიოაქტიური ცეზიუმით დასხივდნენ.

რადიოაქტიურობის დონე მომდევნო წლების განმავლობაში შემცირდა, მაგრამ არა ბავარიული ღორებისთვის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გამოწვეულია მათი ტრუფელის სოკოსადმი სიყვარულის გამო. როდესაც მოსული ნალექი რადიოაქტიურ ნაწილაკებს ნიადაგში ატარებს, ისინი სწორედ ამ სოკოებში გროვდება, რომლებსაც საბოლოოდ მშიერი ღორების სამიზნე ხდება.

  • ნორვეგიული ირემი

ჩერნობილის ეფექტი აშკარად შეინიშნება ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის არის ნორვეგიაც, სადაც ტრაგედიამ რადიოაქტიური კვალი დატოვა - იქ დღემდე რადიაციული ირმები ბინადრობენ.

ჩერნობილის ავარიის შემდეგ, ზოგიერთი ირმის ხორცს რადიაციის დონე კილოგრამზე 100 000 ბეკერელზე მეტი ჰქონდა.

მეცნიერები გვაიმედებენ, რომ დღესდღეობით ნორვეგიული ირმის უმეტესობაში რადიოაქტიურობა უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებზე დაბალია.

  • იაპონიის მაკაკები

იაპონიაში მსგავსი პრობლემები წითელსახიან მაკაკებს აწუხებთ. 2011 წელს, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფული დნობის შემდეგ, ცეზიუმის კონცენტრაცია ახლომდებარე იაპონურ მაკაკებში კილოგრამზე 13 500 ბეკერელამდე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იყო მაკაკის უკანა ფეხების ქსოვილის ნიმუშებზე, ისინი რადიოაქტიურები, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხეების კვირტებისა და ქერქის ჭამით გახდნენ. ასევე ისეთი საკვებიდან, როგორიცაა სოკო და ბამბუკის ყლორტები.

ცეზიუმის მაღალმა კონცენტრაციამ, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შემცირდა, აიძულა მეცნიერები გამოეტანათ დასკვნა, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ დაბადებულ მაიმუნებს შესაძლოა, ზრდაში ჩამორჩენა და შედარებით პატარა ზომის თავები განუვითარდეთ.

  • საშიშია თუ არა ეს ცხოველები?

მეცნიერები, რომლებიც რადიოაქტიურ ცხოველებს სწავლობენ, ხაზს უსვამენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათში შემავალი რადიაცია ოდესმე საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას, მითუმეტეს, რომ ზოგიერთ მათგანს ადამიანები არც ჭამენ, მაგალითად, მაკაკებს.

ზღვის კუები, რომელთა ბაქანისგან სამკაულებს ამზადებენ, იმდენად მცირე რადიაციას შეიცავს, რომ ადამიანებისთვის საფრთხეს არც ისინი წარმოადგენენ.

რაც შეეხება ბავარიულ ღორსა და ნორვეგიულ ირემს, ისინი მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარებიან, რათა მომხმარებლამდე უვნებელი ხორცი მივიდეს.

წლების განმავლობაში, ამა თუ იმ ადგილში მომხდარი უბედური შემთხვევები, რომლებიც თითქოს ჩვენს ახლოს არ მომხდარა, გვარწმუნებს, რომ ის შეიძლება იყოს ჩვენთან იმაზე ახლოს, ვიდრე წარმოგვიდგენია და გვეხებოდეს იმაზე მეტად, ვიდრე გვგონია... წყარო

  • მომაზადა: ეკა დარჩიაშვილი