პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ზე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გა.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მა, ვინც ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ყვე­ლა ერ­თად, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლე­ბი ვიბ­რძო­ლებთ, პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლამ, ვინც ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა. მათ უნდა და­ტო­ვონ თა­ნამ­დე­ბო­ბა და მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ და ბე­ნი­ე­რი ვარ, რომ აღ­მოჩ­ნდნენ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც უკვე და­ტო­ვეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მათი რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ შე­ე­გუ­ე­ბა რუ­სებ­თან ასეთ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას", - გა­ნა­ცხა­და მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე არ დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თა­დერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვდა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
^^^^^^^^
35

აუუუუუუუ რამდენნი ხართ!!!!! ნემსი არ ჩავარდება რუსთაველზე!!!!!

ჟუჟუნა
10

მომეცით 20-ლარი და მანდა ვარ ! ვიყვირებ რასაც დამავალებთ.

ავტორი:

"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

"ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ" - აქცია პარლამენტთან: პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

"ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.