პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ღვინის ფესტივალი" 7 ოქტომბერს გაიმართება
"ქართული ღვინის ფესტივალი" 7 ოქტომბერს გაიმართება

7 ოქ­ტომ­ბერს შარ­დენ­ზე „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღვი­ნო­ბის­თვის ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­ხუ­თედ უმას­პინ­ძლებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს. ამ დღეს, ქარ­თუ­ლი გე­მო­ე­ბი, არო­მა­ტე­ბი, ხმე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა ასო­ბით ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ სტუ­მარს ერთ სივ­რცე­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის და­გე­მოვ­ნე­ბა­სა და მათ­თვის უც­ნო­ბი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბი­სა, თუ ახა­ლი მე­წარ­მე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას შეძ­ლე­ბენ. გარ­და ღვი­ნი­სა, ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის ქარ­თუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ცია: პური, ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი, ყვე­ლი, თაფ­ლი და სხვა. ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავს გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და დე­გუს­ტა­ცი­ას.

მიმ­დი­ნა­რე წელს ფეს­ტი­ვალ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლეა შეხ­ვედ­რა სო­მე­ლი­ეს­თან. სო­მე­ლიე, WSET 3, ღვი­ნის ბლო­გე­რი თე­ო­ნა თო­ხა­ძე გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას თე­მა­ზე "დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი".

ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ასე­ვე ბენ­დე­ბის.

სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა და 20:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ავტორი:

"ქართული ღვინის ფესტივალი" 7 ოქტომბერს გაიმართება

"ქართული ღვინის ფესტივალი" 7 ოქტომბერს გაიმართება

7 ოქტომბერს შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული ფესტივალი უკვე მეხუთედ უმასპინძლებს ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს. ამ დღეს, ქართული გემოები, არომატები, ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ქართული ღვინის ფესტივალზე მოსული სტუმრები მაღალი ხარისხის პროდუქტის დაგემოვნებასა და მათთვის უცნობი ღვინის სახეობისა, თუ ახალი მეწარმეების აღმოჩენას შეძლებენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ქართული, ტრადიციული პროდუქცია: პური, ჩურჩხელა, ჩირი, ყველი, თაფლი და სხვა. ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას.

მიმდინარე წელს ფესტივალზე განსაკუთრებული სიახლეა შეხვედრა სომელიესთან. სომელიე, WSET 3, ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე გამართავს შეხვედრას თემაზე "დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი".

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

სიონის ქუჩაზე ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.