პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1  დამარცხდა

ევ­რო­პის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, A ჯგუფ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად ნორ­ვე­გი­ას ეთა­მა­შა და 2:1 და­მარ­ცხდა.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ე­დან­ზე.

ნორ­ვე­გია: ნი­ლან­დი, აი­ე­რი, ეს­ტე­გარ­დი, სტრანდბერ­გი, ბერ­გი, აურ­სენ­სი, ოდე­გო­რი, ბი­ორ­კა­ნი, ნუსა, ლარ­სე­ნი, ჰო­ლა­ნი

სა­ქარ­თვე­ლო: მა­მარ­დაშ­ვი­ლი, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, კა­ლან­და­ძე, კა­შია, კვირ­კვე­ლია, აზა­რო­ვი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო თა­მა­ში, ბურ­თის გა­ტა­ნის შან­სი ჰქონ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, თუმ­ცა ეს შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. ნელ-ნელა უპი­რა­ტე­სო­ბა მას­პინ­ძლე­ბის მხა­რეს გა­და­ვი­და, რაც 25-ე წუთ­ზე მა­მარ­დაშ­ვი­ლის კა­რის აღე­ბით დას­რულ­და. გოლი ნორ­ვე­გი­ელ­მა ვარ­სკვლავ­მა ერ­ლინგ ჰო­ლან­მა გა­ი­ტა­ნა.

33-ე წუთ­ზე კი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში გოლი მარ­ტინ ოდე­გორ­მა გა­ი­ტა­ნა პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ან­გა­რი­შით 2:0 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­იმ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ნორ­ვე­გი­ის ნაკ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ბურ­თის კონ­ტროლს ცდი­ლობ­და, თა­მა­შის ტემ­პი და­ბა­ლი იყო, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებს ბურ­თის მო­პო­ვე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. ერ­თა­დერ­თი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბას ცდი­ლობ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გახ­ლდათ, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. თუმ­ცა 90-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­ა­ხერ­ხა ერთი ბურ­თის გაქ­ვით­ვა. გოლი შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ი­ტა­ნა. და­მა­ტე­ბი­თი წუ­თის მი­წუ­რულს ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბის შან­სი მი­ე­ცა, თუმ­ცა მე­კა­რემ მისი დარ­ტყმა აიღო.

შე­გახ­სე­ნებთ, წინა თა­მაშ­ში სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთ­თან ან­გა­რი­შით 1:7 და­მარ­ცხდა. მო­მა­ვალ მატჩს კი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი 15 ოქ­ტომ­ბერს, კვიპ­როს­თან შინ გა­მარ­თავს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუთაშხია
0

ამდენ ლანძღვას ჯობია ვურჩიოთ რამე 

ქეთა
8

ივანიშვილი უნდა ათამაშონ. პელე ვარო, ხო ამბობდა

ავტორი:

ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა

ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამჯერად ნორვეგიასთან ანგარიშით 2:1  დამარცხდა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიას ეთამაშა და 2:1 დამარცხდა.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე.

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ოდეგორი, ბიორკანი, ნუსა, ლარსენი, ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო თამაში, ბურთის გატანის შანსი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ეს შანსი ვერ გამოიყენა. ნელ-ნელა უპირატესობა მასპინძლების მხარეს გადავიდა, რაც 25-ე წუთზე მამარდაშვილის კარის აღებით დასრულდა. გოლი ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ერლინგ ჰოლანმა გაიტანა.

33-ე წუთზე კი საქართველოს კარში გოლი მარტინ ოდეგორმა გაიტანა პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, საინტერესო არაფერი მომხდარა. ნორვეგიის ნაკრები ძირითადად ბურთის კონტროლს ცდილობდა, თამაშის ტემპი დაბალი იყო, თუმცა ქართველებს ბურთის მოპოვება და შენარჩუნება ძალიან უჭირდათ. ერთადერთი, ვინც საქართველოს ნაკრებში თამაშის გამწვავებას ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, თუმცა დახმარების გარეშე არაფერი გამოუვიდა. თუმცა 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა. გოლი შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. დამატებითი წუთის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა მეკარემ მისი დარტყმა აიღო.

შეგახსენებთ, წინა თამაშში საქართველო ესპანეთთან ანგარიშით 1:7 დამარცხდა. მომავალ მატჩს კი ჩვენი ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსთან შინ გამართავს.