პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან..." - ლევან ხაბეიშვილი
"ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან..." - ლევან ხაბეიშვილი

ფაქ­ტობ­რი­ვად და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში მყო­ფი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რუ­სულ გზავ­ნი­ლებს ახ­მო­ვა­ნებ­და ბო­რელ­თან, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ბო­რე­ლი ამ­ბობ­და, რომ რუ­სუ­ლი ფრე­ნე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ "ფან­ტას­ტი­კუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, კარ­გია, წინ მივ­დი­ვართ“.

"რაც შე­ე­ხე­ბა რუსი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ ნა­მოქ­მე­დარს, ეს უმ­ძი­მე­სი სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვი­საც. ჩვენ ვნა­ხეთ ევ­რო­პე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­წრფე­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ ხალ­ხს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს. მე­ო­რე მხრივ, ჩვენ ვნა­ხეთ პუ­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბი­ძი­ნას თა­ნა­შემ­წე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში მყო­ფი რუ­სულ გზავ­ნილს ახ­მო­ვა­ნებ­და ბო­რელ­თან.

იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლოა, ევ­რო­პა­ში არა­ვინ გვე­ლო­დე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო გვაქვს. ბო­რე­ლი ამ­ბობ­და, რომ რუ­სუ­ლი ფრე­ნე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი ამ­ბობ­და, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, კარ­გია, წინ მივ­დი­ვართ. ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი იყო ის, რომ ცუ­დია, როცა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში იღ­ვწის, პა­რა­ლე­ლუ­რად კი რუ­სულ კა­ნონს იღებს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი ამ­ბობ­და, რომ ჩვენ ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი ვართ. ბო­რე­ლი ამ­ბობ­და, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რა ვქნათ, ოპო­ზი­ცი­ის ბრა­ლია. თურ­მე ჩვე­ნი ბრა­ლია, რო­დე­საც სა­პენ­სიო რე­ფორ­მა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით ხალ­ხს და "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“ პა­პუ­ა­სებს მოგ­ვიგ­ზავ­ნის და ქვე­ბით მოგ­ვდე­ვენ. თურ­მე, ეს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­გე­ბით, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტია“,- აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო უნდა იყოს.

"ბო­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლე­ბი არ უნდა იყ­ვნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ტყვე­ო­ბა­ში არ უნდა გვყავ­დეს, მათ შო­რის მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტი, რომ­ლი­საც ეში­ნია რუს ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

ბო­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­მარ­თლო თა­ვი­სუ­ფა­ლი უნდა იყოს, პრო­კუ­რა­ტუ­რაც. მე­ტიც, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოთ და ეს უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბიო. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არა­ფე­რი შე­საც­ვლე­ლი არ გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის“,- აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამაზე
0

უფრო ადეკვატური თავმჯდომარე წარმოუდგენელია ნაცების პარტიისათვის!.. ზუსტად ისეთია, როგორსაც იმსახურებენ!

zura
3

მას რავა ყველგან რუსეთი ელანდება. შემთხვევით ამსა ლინზები ხომ არ უკეთია რუსული დროშის ფერებში?

ავტორი:

"ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან..." - ლევან ხაბეიშვილი

"ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან..." - ლევან ხაბეიშვილი

ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი ღარიბაშვილი რუსულ გზავნილებს ახმოვანებდა ბორელთან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი აღნიშნავდა, რომ "ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ“.

"რაც შეეხება რუსი ღარიბაშვილის დღევანდელ ნამოქმედარს, ეს უმძიმესი საყურებელი იყო საქართველოს მოქალაქისთვისაც. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე, ღარიბაშვილი, რომელიც ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში მყოფი რუსულ გზავნილს ახმოვანებდა ბორელთან.

იმ პირობებში, როდესაც მურუსიძის სასამართლოა, ევროპაში არავინ გველოდება.

ღარიბაშვილი ამბობდა, რომ თავისუფალი სასამართლო გვაქვს. ბორელი ამბობდა, რომ რუსული ფრენები ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ფანტასტიკურია ეს ყველაფერი, კარგია, წინ მივდივართ. ბორელის განცხადებების შინაარსი იყო ის, რომ ცუდია, როცა საქართველო ევროკავშირში იღვწის, პარალელურად კი რუსულ კანონს იღებს. ღარიბაშვილი კი ამბობდა, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატები ვართ. ბორელი ამბობდა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რა ვქნათ, ოპოზიციის ბრალია. თურმე ჩვენი ბრალია, როდესაც საპენსიო რეფორმაზე ვესაუბრებით ხალხს და "რუსული ოცნება“ პაპუასებს მოგვიგზავნის და ქვებით მოგვდევენ. თურმე, ეს, ღარიბაშვილის გაგებით, ევროპული სტანდარტია“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ბორელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თავისუფალი გარემო უნდა იყოს.

"ბორელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ. ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ტყვეობაში არ უნდა გვყავდეს, მათ შორის მთავარი ოპონენტი, რომლისაც ეშინია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს.

ბორელმა აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს, პროკურატურაც. მეტიც, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოთ და ეს უნდა იყოს თავისუფალი არჩევნებიო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ არაფერი შესაცვლელი არ გვაქვს, ყველაფერი კარგად არის“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.