სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუსტი სქესი მხოლოდ სახელია, რომლის მიღმაც ძალიან დიდი რესურსი იმალება" - ნინო ბაღიაშვილი
"სუსტი სქესი მხოლოდ სახელია, რომლის მიღმაც ძალიან დიდი რესურსი იმალება" - ნინო ბაღიაშვილი

რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ათ? ალ­ბათ, კი, მაგ­რამ ისეთ ადა­მი­ა­ნებს თუ იც­ნობთ, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო და იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბენ და ამას­თან ერ­თად, მღე­რი­ან კი­დეც... და მათ სიმ­ღე­რებს ათი­ა­თა­სო­ბით მსმე­ნე­ლი ჰყავს? ეს ძლი­ერ ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ისე­თებს, რო­გო­რიც ნინო ბა­ღი­აშ­ვი­ლია - თა­ვად ძლი­ე­რი ქალი და ამი­ე­რი­დან უკვე ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ქო­უ­ჩი. ესეც მისი კი­დევ ერთი პრო­ფე­სია...

სა­ერ­თა­შო­რი­სო ქო­უ­ჩიგ­ნის ასო­ცი­ა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი წა­რუდ­გე­ნია, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვაა. მით უმე­ტეს, ბევ­რი თქვენ­გა­ნი ნი­ნოს მისი სიმ­ღე­რე­ბით იც­ნობთ, თუმ­ცა მალე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ის ქო­უ­ჩის რან­გში წარ­დგე­ბა.

-რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ქო­უ­ჩინ­გში?

-რო­გორც ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი, მეც ყო­ველ­თვის თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­კენ ვის­წრაფ­ვი. ეს არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი, რა­მაც ქო­უ­ჩინ­გის შეს­წავ­ლა და ახა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ახ­ლი­დან აღ­მო­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა მსურ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

-რას საქ­მი­ა­ნობ­დით, სა­ნამ ქო­უ­ჩინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მოხ­ვდე­ბო­დით?

-ექთა­ნი ვარ, ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო თარ­ჯი­მა­ნი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან და პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ვარ ჩარ­თუ­ლი; ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან ერ­თად, ვარ იუ­რი­დი­უ­ლი თარ­ჯი­მა­ნი და ვმუ­შა­ობ „დელ­ტას“ მთარ­გმნე­ლო­ბით ჯგუფ­ში, სა­დაც უამ­რავ პრო­ექ­ტში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, ვმუ­შა­ობ თე­ლა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და პრო­ცე­სებს თურ­ქულ ენა­ზე ვთარ­გმნი. გარ­და ამი­სა, ჩემი ჰო­ბია სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მივ­დევ. მის­მენს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რა­დი­ო­ში ხში­რად ტრი­ა­ლებს ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. ამა­საც ისე­თი­ვე მონ­დო­მე­ბით ვე­კი­დე­ბი, რო­გორც სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას. გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მაქვს სა­კუ­თა­რი ალ­ბო­მი და ვმუ­შა­ობ ახალ სიმ­ღე­რებ­ზე.

-რო­მე­ლი კურ­სი გა­ი­ა­რეთ და რო­გო­რი შე­დე­გი მი­ი­ღეთ?

-მე ქო­უ­ჩინ­გის სკო­ლა­ში შე­ვის­წავ­ლე 5 სა­ხის ქო­უ­ჩინ­გი და ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ამ სკო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის აქვს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნა­შიც გეხ­მა­რე­ბი­ან და გას­წავ­ლი­ან, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა რო­გორ შე­უ­ფარ­დო უკვე არ­სე­ბულ პრო­ფე­სი­ას. ერთ-ერთი მო­დუ­ლის მენ­ტო­რი ხა­თუ­ნა მუ­ზაშ­ვი­ლიც იყო. ამ მო­დულ­მა სა­კუ­თა­რი თავი ახ­ლი­დან აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა. ჩემს რე­სურ­სებს სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დე და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნაც გა­ვიმ­ყა­რე.

დღეს, როცა ჩემი კლი­ენ­ტე­ბის მად­ლი­ერ თვა­ლებს ვუ­ყუ­რებ, ქო­უ­ჩინ­გის სწავ­ლე­ბით მი­ღე­ბულ შე­დე­გებს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მა­შინ ვაც­ნო­ბი­ე­რებ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე ამით ვიკ­ვე­ბე­ბი. და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რე­ბი ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს მაძ­ლევს. ქო­უ­ჩინ­გის სკო­ლა­ში მი­ვი­ღე ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­და­ვი­ტა­ნე. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებ, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლო, ტრე­ნე­რო­ბაც მინ­და...

-რა არის თქვენ­თვის ქო­უ­ჩინ­გი?

-რო­გორც მომ­ღე­რალს, მი­მაჩ­ნია, რომ ქო­უ­ჩინ­გი არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც შენი სუ­ლი­ე­რი და გო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით უკ­რავს. ის ზუს­ტად ისე ჟღერს, რო­გო­რი გან­წყო­ბაც გაქვს.

-რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, გამ­ხდა­რი­ყა­ვით ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ქო­უ­ჩი და რა სპე­ცი­ფი­კა აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას?

-ადა­მი­ა­ნებს ის გვინ­და ხოლ­მე ვურ­ჩი­ოთ სხვას, რაც ჩვენ უკვე წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ. სხვის­თვის რჩე­ვის მი­ცე­მა, ჩემი აზ­რით, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა. მე ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. უკვე 10 წე­ლია, მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ და ჩემს შვილს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვზრდი. ამას ძა­ლი­ან დიდი ძალა და რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და ვიყო მა­გა­ლი­თი იმ ქა­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც რთუ­ლი ეტა­პი დგას. სო­ცი­ა­ლუ­რი ყოფა იმ­დე­ნად რთუ­ლია, ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ქა­ლე­ბი ვართ და ბევრ რა­მეს ვიმ­სა­ხუ­რებთ. ეს შემ­დეგ თვით­შე­ფა­სე­ბა­ზეც მოქ­მე­დებს. და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის მქო­ნე ქალი მე­უღ­ლის­თვი­საც აღარ ხდე­ბა სა­სურ­ვე­ლი და შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­შიც სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ ერ­თვე­ბა.

სიძ­ლი­ე­რე იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და­ვაკ­ნი­ნოთ. პი­რი­ქით, ჩვენ უნდა გა­მოვ­კვე­თოთ ერ­თმა­ნე­თის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი, შე­ვავ­სოთ ერ­თმა­ნე­თი, გა­და­ვი­ნა­წი­ლოთ ფუნ­ქცი­ე­ბი და შევ­ქმნათ მყა­რი, ძლი­ე­რი ოჯა­ხი.

-რა შე­გიძ­ლი­ათ, გვი­თხრათ ქო­უ­ჩინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვენს ამ­ჟა­მინ­დელ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე?

-ჯერ­ჯე­რო­ბით პერ­სო­ნა­ლურ სე­სი­ებს ვა­ტა­რებ და ვი­დე­ო­მი­მარ­თვებს ვავ­რცე­ლებ. ჩემი კლი­ენ­ტე­ბი კარ­გად მიც­ნო­ბენ, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ქო­უ­ჩინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახლა გა­მიც­ნობს.

ქალს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს დღე­საც ასეა. რო­დე­საც ამ ქალ­ბა­ტო­ნებს ვუს­მენ, მათ გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვთ. მე სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ - მინ­და, ისი­ნი გა­ვაძ­ლი­ე­რო და ამ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო.

-ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ქო­უ­ჩი მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლად შემ­დგარ და უკვე წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლებს ეხ­მა­რე­ბა?

-რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა. მე მჯე­რა, რომ რო­დე­საც ქალი იბა­დე­ბა, ის ძა­ლი­ან დიდ ძა­ლას ატა­რებს. სუს­ტი სქე­სი მხო­ლოდ სა­ხე­ლია, რომ­ლის მიღ­მაც ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი იმა­ლე­ბა. ჩემს ოჯახ­ში და ჩემ გარ­შე­მო სულ ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა ქალ­შია ძალა. მთა­ვა­რია, ვი­პო­ვოთ ის და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ.

გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ემიგ­რან­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა. მე ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ვიცი, რომ მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. სწო­რედ ამი­ტომ, ონ­ლა­ინ სე­სი­ე­ბის აქ­ტი­უ­რად და­წყე­ბას ვა­პი­რებ, რომ­ლე­ბიც რო­გორც ემიგ­რან­ტე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რა­დად შეხ­ვედ­რა და სე­სი­ე­ბის ცო­ცხლად ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც ჯგუ­ფურ, ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ და­მი­ა­ნონ­სე­ბია, უკვე ძა­ლი­ან ბევრ კლი­ენტს ვე­ლო­დე­ბი.

-გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­სა, რა მოგ­ცათ ქო­უ­ჩინ­გის სკო­ლამ?

-ქო­უ­ჩინ­გის სკო­ლა­ში მოს­ვლა მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის­თვი­საც ღირ­და, ვინც ეს მო­დუ­ლე­ბი ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. ჩვენ ერთ ტალ­ღა­ზე ვართ. ყვე­ლა, ვინც სე­სი­ებს ატა­რებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას და­დე­ბი­თის­კენ ცვლის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი დიდი გუნ­დი და მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­სი­ე­ბი... აქ გათ­ვლა ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან დიდ მა­სა­ზეა. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სხვა ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვი­ღებთ.

-რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მელ­თაც სე­სი­ებს უტა­რებთ? რას გაძ­ლევთ ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ?

-ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე ჩვენ მე­გობ­რებს ვი­ძენთ: ბაღ­ში, სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხურ­ში და ა.შ. ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩვენ­ზე გარ­კვე­ულ კვალს ტო­ვებს. სე­სი­ე­ბიც ასეა. უკ­ვა­ლოდ არ­ცერთ მათ­განს არ ჩა­უვ­ლია. ეს გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნი­სა და ენერ­გე­ტი­კის გაც­ვლის ორ­მხრი­ვი პრო­ცე­სია, რა დრო­საც ორი­ვე მხა­რე სწავ­ლობს, ვი­თარ­დე­ბა და რა­ღაც ახალს აღ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი და უწყვე­ტი ჯაჭ­ვია, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე უნდა მიჰ­ყვე.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
0

ქოუჩი როგორც პროფესია, ხშირად ისმის კრიტიკა, თუ რატომ არ ითარგმენა ეს სიტყვა ქართულად…

ეს ტერმინი დამკვიდრებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ. ხშირად ქოუჩს თარგმნიან როგორც მწვრთნელს, თუმცა ეს ასე არ არის. ვინაიდან პროფესიით ქოუჩი, განსხვავდება მწვრთნელისგან და მას აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციები აქვს. მწვრთელი ორიენტირებული წვრთნაზე, ხოლო პროფესია ქოუჩი დაფუძნებულია არა წვრთნაზე, არამედ პარტნიორულ ურთიერობაზე. არსებობს მრავალნაირი მიმართულება ქოუჩინგში: ბიზნეს ქოუჩინგი, ლიდერობის, პიროვნული განვითარების, ემოციური ინტელექტის, ურთიერთობების, კარიერული და სხვ. თითოეული ადამიანი კი მის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე შეარჩევს ქოუჩს. მაგალითად, თუ ადამიანს სურს თავისი ბიზნესი ახალი განვითარების დონეზე აიყვანოს, საჭიროა მიმართოს ბიზნეს ქოუჩს. თუ გამოწვევას წარმოადგენს მეუღლესთან ურთიერთობების ჰარმონიზება, აქ ურთიერთობების ქოუჩი იქნება საჭირო. თქვენ გაქვთ მიზანი, მიდიხართ ქოუჩთან და მისი კითხვების დახმარებით იგებთ რომელია სწორი გზა თქვენ მიზნამდე.

არ მიკვირს საზოგადოების რეაქციის, ვინაიდან, ეს არის შედარებით ახალი სფერო და ბუნებრივია კითხვები არსებობს. ქოუჩი არც ერთ ენაზე არ ითარგმენა, ისევე როგორც მაგალითად “ფსიქოლოგია”.

123
1

"ქოუჩი" რომ მწვრთნელს ნიშნავს ქართულად, ჯერ არ გაგიგიათ?!!!

ავტორი:

"სუსტი სქესი მხოლოდ სახელია, რომლის მიღმაც ძალიან დიდი რესურსი იმალება" - ნინო ბაღიაშვილი

"სუსტი სქესი მხოლოდ სახელია, რომლის მიღმაც ძალიან დიდი რესურსი იმალება" - ნინო ბაღიაშვილი

რამდენიმე პროფესიის მქონე ადამიანების შესახებ თუ გსმენიათ? ალბათ, კი, მაგრამ ისეთ ადამიანებს თუ იცნობთ, რომლებიც ერთდროულად სამედიცინო და იურიდიულ სფეროში წარმატებით საქმიანობენ და ამასთან ერთად, მღერიან კიდეც... და მათ სიმღერებს ათიათასობით მსმენელი ჰყავს? ეს ძლიერ ქალებს შეუძლიათ, ისეთებს, როგორიც ნინო ბაღიაშვილია - თავად ძლიერი ქალი და ამიერიდან უკვე ძლიერი ქალების ქოუჩი. ესეც მისი კიდევ ერთი პროფესია...

საერთაშორისო ქოუჩიგნის ასოციაციას საზოგადოებისთვის არაერთი საინტერესო ადამიანი წარუდგენია, მაგრამ ეს განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევაა. მით უმეტეს, ბევრი თქვენგანი ნინოს მისი სიმღერებით იცნობთ, თუმცა მალე ფართო საზოგადოების წინაშე ის ქოუჩის რანგში წარდგება.

-როგორ აღმოჩნდით ქოუჩინგში?

-როგორც ყველა წარმატებული ქალი, მეც ყოველთვის თვითგანვითარებისკენ ვისწრაფვი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც ქოუჩინგის შესწავლა და ახალი პროფესიის დაუფლება გადამაწყვეტინა. პირველყოვლისა, საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენა და განვითარება მსურდა. გადაწყვეტილება ძალიან სპონტანურად მივიღე, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.

-რას საქმიანობდით, სანამ ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციაში მოხვდებოდით?

-ექთანი ვარ, ასევე სამედიცინო თარჯიმანი. წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიასთან და პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროცესში ვარ ჩართული; ყველაფერი ჩემი ჩართულობით მიმდინარეობს. ამასთან ერთად, ვარ იურიდიული თარჯიმანი და ვმუშაობ „დელტას“ მთარგმნელობით ჯგუფში, სადაც უამრავ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. ამ პროექტების ფარგლებში, ვმუშაობ თელავის საქალაქო სასამართლოში და პროცესებს თურქულ ენაზე ვთარგმნი. გარდა ამისა, ჩემი ჰობია სიმღერა, რომელსაც ასევე ძალიან აქტიურად მივდევ. მისმენს უამრავი ადამიანი, რადიოში ხშირად ტრიალებს ჩემი სიმღერები. ამასაც ისეთივე მონდომებით ვეკიდები, როგორც სხვა საქმიანობას. გამოშვებული მაქვს საკუთარი ალბომი და ვმუშაობ ახალ სიმღერებზე.

-რომელი კურსი გაიარეთ და როგორი შედეგი მიიღეთ?

-მე ქოუჩინგის სკოლაში შევისწავლე 5 სახის ქოუჩინგი და ფსიქოლოგიის საფუძვლები. ამ სკოლას განსაკუთრებული ის აქვს, რომ საკუთარი თავის აღმოჩენაშიც გეხმარებიან და გასწავლიან, მიღებული ცოდნა როგორ შეუფარდო უკვე არსებულ პროფესიას. ერთ-ერთი მოდულის მენტორი ხათუნა მუზაშვილიც იყო. ამ მოდულმა საკუთარი თავი ახლიდან აღმომაჩენინა. ჩემს რესურსებს სხვაგვარად შევხედე და საკუთარი თავის რწმენაც გავიმყარე.

დღეს, როცა ჩემი კლიენტების მადლიერ თვალებს ვუყურებ, ქოუჩინგის სწავლებით მიღებულ შედეგებს ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვაცნობიერებ. შეიძლება ითქვას, რომ მე ამით ვიკვებები. დადებითი უკუკავშირები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ქოუჩინგის სკოლაში მივიღე ცოდნა, რომელიც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში გადავიტანე. სამომავლოდ ვაპირებ, სხვა მიმართულებები შევისწავლო, ტრენერობაც მინდა...

-რა არის თქვენთვის ქოუჩინგი?

-როგორც მომღერალს, მიმაჩნია, რომ ქოუჩინგი არის ინსტრუმენტი, რომელიც შენი სულიერი და გონებრივი მდგომარეობის მიხედვით უკრავს. ის ზუსტად ისე ჟღერს, როგორი განწყობაც გაქვს.

-რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ძლიერი ქალების ქოუჩი და რა სპეციფიკა აქვს ამ მიმართულებას?

-ადამიანებს ის გვინდა ხოლმე ვურჩიოთ სხვას, რაც ჩვენ უკვე წარმატებით გავიარეთ. სხვისთვის რჩევის მიცემა, ჩემი აზრით, სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება. მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. უკვე 10 წელია, მარტოხელა დედა ვარ და ჩემს შვილს დამოუკიდებლად ვზრდი. ამას ძალიან დიდი ძალა და რესურსი სჭირდება. აქედან გამომდინარე, მინდა ვიყო მაგალითი იმ ქალებისთვის, რომელთა ცხოვრებაშიც რთული ეტაპი დგას. სოციალური ყოფა იმდენად რთულია, ხშირად გვავიწყდება, რომ ქალები ვართ და ბევრ რამეს ვიმსახურებთ. ეს შემდეგ თვითშეფასებაზეც მოქმედებს. დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი მეუღლისთვისაც აღარ ხდება სასურველი და შვილების განათლება-განვითარებაშიც სათანადოდ ვეღარ ერთვება.

სიძლიერე იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში მამაკაცების მნიშვნელობა დავაკნინოთ. პირიქით, ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ერთმანეთის მნიშვნელობები, შევავსოთ ერთმანეთი, გადავინაწილოთ ფუნქციები და შევქმნათ მყარი, ძლიერი ოჯახი.

-რა შეგიძლიათ, გვითხრათ ქოუჩინგის მიმართულებით თქვენს ამჟამინდელ აქტივობებზე?

-ჯერჯერობით პერსონალურ სესიებს ვატარებ და ვიდეომიმართვებს ვავრცელებ. ჩემი კლიენტები კარგად მიცნობენ, თუმცა ფართო საზოგადოება, ქოუჩინგის მიმართულებით, ახლა გამიცნობს.

ქალს კაცობრიობის ისტორიაში ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რასაკვირველია, ეს დღესაც ასეა. როდესაც ამ ქალბატონებს ვუსმენ, მათ გრანდიოზული გეგმები აქვთ. მე სოციალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - მინდა, ისინი გავაძლიერო და ამ გეგმების განხორციელებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

-ძლიერი ქალების ქოუჩი მხოლოდ კარიერულად შემდგარ და უკვე წარმატებულ ქალებს ეხმარება?

-რასაკვირველია, არა. მე მჯერა, რომ როდესაც ქალი იბადება, ის ძალიან დიდ ძალას ატარებს. სუსტი სქესი მხოლოდ სახელია, რომლის მიღმაც ძალიან დიდი რესურსი იმალება. ჩემს ოჯახში და ჩემ გარშემო სულ ძლიერი ქალები იყვნენ. ყველა ქალშია ძალა. მთავარია, ვიპოვოთ ის და სწორი მიმართულება მივცეთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ემიგრანტებთან მუშაობა. მე ხშირი ურთიერთობა მაქვს მათთან და ვიცი, რომ მხარდაჭერა და გაძლიერება მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ონლაინ სესიების აქტიურად დაწყებას ვაპირებ, რომლებიც როგორც ემიგრანტებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პირადად შეხვედრა და სესიების ცოცხლად ჩატარება როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არ დამიანონსებია, უკვე ძალიან ბევრ კლიენტს ველოდები.

-გარდა პროფესიული ცოდნისა, რა მოგცათ ქოუჩინგის სკოლამ?

-ქოუჩინგის სკოლაში მოსვლა მხოლოდ იმ ადამიანების გაცნობისთვისაც ღირდა, ვინც ეს მოდულები ჩემთან ერთად გაიარა. ჩვენ ერთ ტალღაზე ვართ. ყველა, ვინც სესიებს ატარებს, დარწმუნებული ვარ, ადამიანების ცხოვრებას დადებითისკენ ცვლის. წარმოიდგინეთ ამ სპეციალისტებისგან შემდგარი დიდი გუნდი და მათ მიერ ჩატარებული სესიები... აქ გათვლა ადამიანების ძალიან დიდ მასაზეა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ სხვა ცნობიერების საზოგადოებას მივიღებთ.

-როგორ შეაფასებდით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც სესიებს უტარებთ? რას გაძლევთ ეს ყველაფერი თქვენ?

-ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენ მეგობრებს ვიძენთ: ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და ა.შ. ყველა მათგანი ჩვენზე გარკვეულ კვალს ტოვებს. სესიებიც ასეა. უკვალოდ არცერთ მათგანს არ ჩაუვლია. ეს გარკვეული ცოდნისა და ენერგეტიკის გაცვლის ორმხრივი პროცესია, რა დროსაც ორივე მხარე სწავლობს, ვითარდება და რაღაც ახალს აღმოაჩენს საკუთარ თავში. ეს ყველაფერი ცოცხალი პროცესი და უწყვეტი ჯაჭვია, რომელსაც ბოლომდე უნდა მიჰყვე.

NS