"გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
ძაან ცოტამ თუ იცის 2012 წ. ზაფხულში ერთმა საშუალო დონის წვიმამ რა ტრაგედია დაატრიალა დედაქალაქში,ორთაჭალაში და კრწანისის რაიონში საკუთარ ბინებში წვიმის წყალით ადამიანები დაიხრჩო...ხმის ამოღება ვინც გაბედა ისანი სამგორის გამგებელმა სასტიკად დაარბია,წიხლებით. სცემა რამოდენიმე მოქალაქე და სულ უმადურები ეძახა იმის გამო რომ სტიქიას სასწაულებრივადვგადაურჩნენ...,ეს ის დროა როცა ნაცხროვა მართავდა ქვეყანას და კორუმპირებული უგულავა მერიაში გულაობდა... არუნდა იყო ბოროტი და ღვარძლიანი
ნალექმა კი არ გადააჭარბა, რაც დრო გადის შენი თამადობით მით მეტი ჩაკვეხებული, კორუფციული მშენებლობებია, რაც მოქმედებს ნალექი წყლის გამტარიანობაზე. ყველაფერი შენდება კორუფციულად პროფესიონალების გარეშე. შედეგიც სახეზეა.