ლიპკის მამულის გასაყიდად აუქციონის გამართვა იგეგმება. ქონება მოსკოვის ოლქში, მიტიშჩის რაიონში სოფელ ვეშკში მდებარეობს და ის ადრე იოსებ სტალინს ეკუთვნოდა.
კომპლექსის ტერიტორიაზე შენობების საერთო ფართობი დაახლოებით 4 ათასი კვადრატული მეტრია. ნაკვეთი ასევე მოიცავს 38,4 ჰექტარ მიწას. ლოტის საწყისი ფასი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა Vedomosti წერს, რომ იგი 400-500 მილიონ რუბლამდეა შეფასებული.
მამული "ლიპკი“ მე-19 საუკუნეში მოსკოვის მერს, ალექსანდრე ალექსეევს ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორიაზე მოგვიანებით სახლი ააშენა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობა სკოლა-ინტერნატად გადაკეთდა.
სტალინმა იგი 1932 წელს შეიძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მამული ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელში გადავიდა.
1989 წელს კომპლექსში ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი განთავსდა, 2004 წელს კი რეკონსტრუქციისთვის დაიხურა.
ვინ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას აქ?მე როგორ ვიყიდდი 30-ან წლებში ამხელა სასახლეს.ის სახელმწიფოს კუთვნილება იყო.ჩემი სახელის გასვრა აღარ დაამთავრეთ ?მად 1-2 წელი დავდიოდი,სად მეცალა მაგ დროს დასასვენებლად.შემდეგ კუნცევოს სახელმწიფო აგარაკზე გადავედი და მად მაღალი სტუმრების სასტუმრო გვქონდა! დაგხვრიტავთ სუყველას,დამაცადეთ!
''სტალინმა შეიძინა''- რას ნიშნავს. ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო აგარაკები ჰქონდა კავშირის მასშტაბით სადაც მოისურვებდა იქ.