პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­აძ­ლი­ე­როს ზე­წო­ლა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად - ამავდრო­უ­ლად, ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­როს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის დი­ა­ლო­გის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ,- ამის შე­სა­ხებ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 15 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გებს დღემ­დე მწვა­ვედ გა­ნიც­დის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი და გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა.

„რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 15 წელი გა­ვი­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გებს დღემ­დე მწვა­ვედ გა­ნიც­დის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი და გამ­ყო­ფი ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა. 2008 წლის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 27 582 იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან და­ი­ღუ­პა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 170 მო­სამ­სა­ხუ­რე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, 224 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. დაჭ­რილ/და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ შე­ად­გენს 2 232-ს.

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი დღემ­დე და­უს­ჯელს ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი მო­ქა­ლა­ქის - და­ვით ბა­შა­რუ­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ პი­რებს.

კვლავ გრძელ­დე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის პირ­თა უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2008 წლი­დან დღემ­დე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის­თვის უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა 3 439 ადა­მი­ა­ნი მათ­გან, 1 935 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის, ხოლო 1 504 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია, ე.წ. სა­ზღვრის კვე­თის­თვის ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა 9 მო­ქა­ლა­ქე.

უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ით, გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა ყო­ველ­დღი­ურ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი ცდი­ლობს, ეს უკა­ნო­ნო პრო­ცე­სი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მო­წყო­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნოს და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ სუ­ბი­ექ­ტე­ბად და­ამ­კვიდ­როს. 2008 წლი­დან დღემ­დე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგ­რძის მავ­თულხლარ­თე­ბი, ღო­ბე­ე­ბი და სხვა­დას­ხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რია გავ­ლე­ბუ­ლი, ხოლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის სიგ­რძე 49 კმ-ს აღე­მა­ტე­ბა.

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კვლავ ფიქ­სირ­დე­ბა ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცია და სხვა­დას­ხვა უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თა შო­რი­საა, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის აკ­რძალ­ვა, დე ფაქ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ცე­მის შე­ზღუდ­ვა, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა, ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სებ­ზე და სხვა სა­არ­სე­ბო წყა­რო­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­აძ­ლი­ე­როს ზე­წო­ლა სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­ზე ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­როს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის დი­ა­ლო­გის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ.

ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩა­დე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 21 იან­ვარს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ II , რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის და აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში, რუ­სე­თის მიერ გან­გრძო­ბა­დად ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტი და­ად­გი­ნა. ასე­ვე, 2023 წლის 28 აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა , რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სა­მარ­თლი­ა­ნი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თან­ხის გა­დახ­და და­ე­კის­რა“,- ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი-2
5

კიდევ ერთი სოროსის ლეკვი!

Dima
6

დღეს ,7-ში, რატომ აცხადებ-აყევი უკვე ნაცების ყალბ ნარატივს?!((( ევროკავშირის ანგარიშები მაინც ნახე,ჩვენო ნაცპროდვინუტო!(((

ავტორი:

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად - ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ,- ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს.

საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს.

კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი მათგან, 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.

განსაკუთრებით ყურადსაღებია, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის ბოლო წლების განმავლობაში გახშირებული უკანონო პატიმრობები. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა. აღნიშნულთა შორისაა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვა, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II , რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება , რომლითაც რუსეთის ფედერაციას სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში საქართველოსთვის თანხის გადახდა დაეკისრა“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.