პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის ზონები" თბილისის ზღვაზე - რატომ იხრჩობა სულ უფრო მეტი ადამიანი ზღვაზე და რა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ სპეციალისტები
"სიკვდილის ზონები" თბილისის ზღვაზე - რატომ იხრჩობა სულ უფრო მეტი ადამიანი ზღვაზე და რა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ სპეციალისტები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად წყლის ობი­ექ­ტებ­ზე 150-დან 200 კა­ცამ­დე იღუ­პე­ბა, მათ შო­რის არი­ან მო­ზარ­დე­ბიც. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი წლე­ბია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ა­გი­რე­ბას სთხო­ვენ, ერთი მათ­გა­ნი იუ­რის­ტი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლია, რომ­ლის დავა მე­რი­ას­თან უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლომ­დეც მი­ვი­და.

ის ხუთი წე­ლია თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას ითხოვს და სწო­რედ ამ მო­ტი­ვით და­ი­წყო დავა მე­რი­ი­სა და "ჯი­ვი­პი"-ს წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის მე­რი­ას ად­გილ­ზე ბა­რი­ე­რე­ბი­სა და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა და­ა­ვა­ლა, მე­რი­ამ კი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა...

სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სის ზღვა­ზე 30-მდე ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო, რო­მელ­თა შო­რის 10 არას­რულ­წლო­ვა­ნია. იქ გა­მო­იკ­ვე­თა ორი წი­თე­ლი ზონა: თემ­ქის მხა­რე ე.წ. ჩანჩქე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია და ვარ­კე­თი­ლის მხა­რე - მდი­ნა­რე იო­რის შე­სარ­თა­ვი. წელს, სა­ბა­ნაო სე­ზონ­ზე, მარ­ტო ორ დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში წყლის ობი­ექ­ტებ­ზე 4 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა: ჩაქვში, სას­ტუმ­რო "ოა­ზი­სის" აუზ­ში 5 წლის და­ნი­ე­ლი და­იხ­რჩო. 19 წლის თორ­ნი­კე მესხს, რო­მე­ლიც 17 ივ­ლისს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სამ­ცვე­რას ჩანჩქე­რი­დან გა­დახ­ტა, მყვინ­თა­ვე­ბი მდი­ნა­რე ძუ­სა­ში სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და 22 წლის ლუკა ლა­ცა­ბი­ძეს, რომ­ლის ცხე­და­რი თბი­ლი­სის ზღვი­დან ამო­იყ­ვა­ნეს. ლუკა ლა­ცა­ბი­ძის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მაშ­ვე­ლებ­მა თბი­ლი­სის ზღვა­ზე კი­დევ ერთი ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სას დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 45 წლამ­დე უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცია.

უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის მო­თხოვ­ნით, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით და­ი­წყო კამ­პა­ნია "იცუ­რე მშვი­დად", რო­მე­ლიც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას და რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­ი­თხოვს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ხში­რად იღუ­პე­ბოდ­ნენ მო­ზარ­დე­ბი, სა­დაც არც გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი იდგა და არც მაშ­ვე­ლე­ბი პატ­რუ­ლი­რე­ბენ.

ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წყლის ობი­ექ­ტებ­ზე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა იყოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რა­საც სჭირ­დე­ბა და­გეგ­მვა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის მო­წეს­რი­გე­ბა, მათ შო­რის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით ჯა­რი­მე­ბის და­წე­სე­ბა და ა.შ. რო­დე­საც წყლის ობი­ექ­ტებ­ზე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ასე­თი მა­ღა­ლი ციფ­რია, ეს პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ჩვენ და­ვი­წყეთ კამ­პა­ნია "იცუ­რე მშვი­დად" და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ჩემი შვი­ლი და­იხ­რჩო, მო­ვა­ხერ­ხეთ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და ამ­კრძა­ლა­ვი ბა­ნე­რე­ბის და წარ­წე­რე­ბის, ასე­ვე, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. ხუ­თწ­ლი­ა­ნი ბრძო­ლა დაგ­ვჭირ­და, რომ იქ ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღაც გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და მას შემ­დეგ იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას, სა­დაც ცოტ­ნე და­ი­ღუ­პა, არც ერთი ადა­მი­ა­ნი აღარ დამ­ხრჩვა­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამას ჩვენ ვხე­დავ­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სარ­ჩე­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­რი­აც და კომ­პა­ნია GჭP-იც არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნობ­დნენ იქამ­დე, სა­ნამ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე ნა­თია ბუს­კა­ძემ თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა, იქ მო­წყო­ბი­ლი­ყო გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და ამ­კრძა­ლა­ვი ბა­ნე­რე­ბი. მად­ლო­ბა ამ მო­სა­მარ­თლეს მა­მა­ცო­ბის­თვის, რომ არა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მერ­სა და მის ჯგუ­ფებს არ შე­ე­ბერ­ტყათ ყური. ჩვენ გავ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია არა მარ­ტო თბი­ლი­სის ზღვა­ზე (სა­დაც 2 ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ლო­კა­ცი­აა ე.წ. ჩანჩქე­რის და მე­ო­რე - ვარ­კე­თი­ლის მხა­რეს ე.წ. კოშ­კის ტე­რი­ტო­რია), არა­მედ რე­გი­ო­ნებ­ში. ვი­ყა­ვით ქა­ლაქ რუს­თავ­ში წყალ­სა­ცა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მის­მა კერ­ძო მე­პატ­რო­ნემ მე­რი­ას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა ეს სა­კი­თხი და ტე­რი­ტო­რია მავ­თულხლარ­თე­ბით შე­მო­ღო­ბა, მე­თევ­ზე­ე­ბის შეს­ვლაც აიკ­რძა­ლა, ბა­ნა­ო­ბაც. მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და, იქ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა აღარ მომ­ხდა­რა. გვქონ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მტკვარ­ზეც, სა­დაც პან­დე­მი­ამ­დელ პე­რი­ოდ­ში, ორი ძმა - 20-22 წლის ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

- რა სა­ხის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- მი­ნი­მა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი და ამ­კრძა­ლა­ვი ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. როცა ამა­ზე ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ვა­კე­თებ­დით, შევ­ხვდით რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, ასე­ვე, პარ­ლა­მენ­ტში გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს - კახა კუ­ჭა­ვა­სა და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის იმ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს თა­მარ ხუ­ლორ­და­ვას. ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად, უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­ა­წეს­რი­გებს ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ ქა­ო­სურ ვი­თა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თით­ქმის 10 წე­ლია შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია და მთავ­რო­ბა ამ­გვა­რი დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ცე­მი­სა და დამ­ტკი­ცე­ბის თა­რიღს ყო­ვე­ლი წლის 1 იან­ვრამ­დე გა­და­ა­ვა­დებს ხოლ­მე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტზე მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რეს. არა­და, სწო­რედ ამ აქ­ტით, კა­ნო­ნის დო­ნე­ზე უნდა მო­წეს­რიგ­დეს წყლის ობი­ექ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა არა მხო­ლოდ ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ვინ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ამა თუ იმ ობი­ექ­ტზე. მაგ. და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქერ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოს­წავ­ლე და­იხ­რჩო. იქაც ვი­ყა­ვით ასუ­ლი და ნაკ­რძა­ლის დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შეხ­ვდა ჩვენს წა­მო­წყე­ბას, რის შემ­დე­გაც მო­წეს­რიგ­და ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი, გაჩ­ნდა ბა­ნე­რე­ბიც...

- სა­შიშ ზო­ნებ­ზე ბა­ნე­რე­ბი და ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბი საკ­მა­რი­სია? შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნებ­მა არც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს ნიშ­ნე­ბი, მა­ინც გა­რის­კონ, რაც სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გეს მათ­თვის...

- რა თქმა უნდა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის დაც­ვა უნდა მოხ­დეს და ასე­თი ად­გი­ლი თბი­ლი­სის ზღვა­ზე არის სულ რამ­დე­ნი­მე. ერთ-ერთი ასე­თი იყო ზღვა­ზე ე.წ. ჩანჩქე­რი, სა­დაც ბა­რი­ე­რე­ბი გა­კეთ­და. ვარ­კე­თი­ლის მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა ბა­რი­ე­რე­ბი ვერ გა­კეთ­დეს იმი­ტომ, რომ ზღვას მთლი­ა­ნად ვერ შე­მო­ღო­ბავ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყოს და­რა­ჯი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­აფრ­თხი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა და­წეს­დეს ჯა­რი­მე­ბიც - რო­დე­საც ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნია და­მაგ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე არ­ღვევს აკ­რძალ­ვას და შე­დის წყალ­ში, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ამოქ­მედ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი. ეს, თა­ვის მხრივ, მო­ი­თხოვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზი გა­ეს­ვას მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, რა­შიც მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა, მათ შო­რის სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში უნდა იყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­ნი. ბავ­შვს ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ასაკ­ში სჭირ­დე­ბა, როცა თავ­გა­და­სავ­ლებს ეძებს. ასე­ვე დავ­სვით სა­კი­თხი, რომ ცურ­ვა იყოს ბავ­შვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი (ფა­სიც). გვქონ­და იდეა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სმს-ებით გაფრ­თხი­ლე­ბი­საც. მა­გა­ლი­თად, თუ შავ ზღვა­ზე შტორ­მია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ან წყალ­დი­დო­ბა - მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი იქ­ნე­ბა, არაგ­ვი თუ რი­ო­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა გა­აფრ­თხი­ლონ, რომ არ შე­ვიდ­ნენ წყალ­ში... გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლებ­ში, მო­ვამ­ზა­დეთ 2 სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილ­მი, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ ორი კვლე­ვა თა­ვი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და ა.შ.

- წყალ­ში დახ­რჩო­ბის სტა­ტის­ტი­კა კლე­ბის­კენ მი­დის თუ ზრდის­კენ?

- ზო­გა­დი დი­ნა­მი­კა შეს­წავ­ლი­ლი გვაქვს და ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ამ­დე ის კლე­ბის­კენ მი­დი­ო­და. ეს იმი­ტომ, რომ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის ზრდას­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნა­წი­ლობ­რივ მო­ა­წეს­რი­გა ვი­თა­რე­ბა - პლა­ჟებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად დგა­ნან მაშ­ვე­ლე­ბი. თუმ­ცა შავი ზღვის პე­რი­მეტრზე არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მაშ­ვე­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან და, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც თბი­ლი­სის ზღვა­ზე, იქაც არის მო­წყო­ბი­ლი კუს­ტა­რუ­ლი რეკ­რი­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი, პლა­ჟე­ბი, სა­დაც ბა­ნა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­და, იქ ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. იქაც უნდა იყოს გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი, ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა აი­ღონ ამ ად­გი­ლებ­ზე კუ­რა­ტო­რო­ბა, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ იქაც იყოს მაშ­ვე­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"სიკვდილის ზონები" თბილისის ზღვაზე - რატომ იხრჩობა სულ უფრო მეტი ადამიანი ზღვაზე და რა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ სპეციალისტები

"სიკვდილის ზონები" თბილისის ზღვაზე - რატომ იხრჩობა სულ უფრო მეტი ადამიანი ზღვაზე და რა რეგულაციების დაწესებას ითხოვენ სპეციალისტები

საქართველოში ყოველწლიურად წყლის ობიექტებზე 150-დან 200 კაცამდე იღუპება, მათ შორის არიან მოზარდებიც. გარდაცვლილების ოჯახები წლებია ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვენ, ერთი მათგანი იურისტი ალეკო ცქიტიშვილია, რომლის დავა მერიასთან უზენაეს სასამართლომდეც მივიდა.

ის ხუთი წელია თბილისის ზღვაზე გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას ითხოვს და სწორედ ამ მოტივით დაიწყო დავა მერიისა და "ჯივიპი"-ს წინააღმდეგ. საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას ადგილზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაავალა, მერიამ კი მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა...

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში მაგალითად თბილისის ზღვაზე 30-მდე ადამიანი დაიხრჩო, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია. იქ გამოიკვეთა ორი წითელი ზონა: თემქის მხარე ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია და ვარკეთილის მხარე - მდინარე იორის შესართავი. წელს, საბანაო სეზონზე, მარტო ორ დღეში საქართველოში წყლის ობიექტებზე 4 ადამიანი დაიღუპა: ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში 5 წლის დანიელი დაიხრჩო. 19 წლის თორნიკე მესხს, რომელიც 17 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა, მყვინთავები მდინარე ძუსაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ და 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს, რომლის ცხედარი თბილისის ზღვიდან ამოიყვანეს. ლუკა ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოების დროს მაშველებმა თბილისის ზღვაზე კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის იდენტიფიცირებისას დადგინდა, რომ გარდაცვლილი 45 წლამდე უცხოელი მამაკაცია.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნით, ალეკო ცქიტიშვილის თაოსნობით დაიწყო კამპანია "იცურე მშვიდად", რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას და რეგულაციებს მოითხოვს იმ ადგილებში, სადაც ხშირად იღუპებოდნენ მოზარდები, სადაც არც გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა და არც მაშველები პატრულირებენ.

ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი: - ხელისუფლების მხრიდან პრევენციული ღონისძიებები წყლის ობიექტებზე სხვადასხვა მიმართულებით უნდა იყოს ჩატარებული, რასაც სჭირდება დაგეგმვა, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, მათ შორის, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ჯარიმების დაწესება და ა.შ. როდესაც წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის ასეთი მაღალი ციფრია, ეს პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ჩვენ დავიწყეთ კამპანია "იცურე მშვიდად" და იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი დაიხრჩო, მოვახერხეთ გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერების და წარწერების, ასევე, ვიდეოკამერების დამონტაჟება. ხუთწლიანი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ იქ ელემენტარული რაღაც გაკეთებულიყო და მას შემდეგ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ცოტნე დაიღუპა, არც ერთი ადამიანი აღარ დამხრჩვალა. ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ამას ჩვენ ვხედავდით სასამართლო პროცესზე, სადაც ჩემი ადმინისტრაციული სარჩელი განიხილებოდა თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის წინააღმდეგ. მერიაც და კომპანია GჭP-იც არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ იქამდე, სანამ პირველი ინსტანციის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ თავისი გადაწყვეტილებით არ დაავალდებულა, იქ მოწყობილიყო გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერები. მადლობა ამ მოსამართლეს მამაცობისთვის, რომ არა ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, უპასუხისმგებლო მერსა და მის ჯგუფებს არ შეებერტყათ ყური. ჩვენ გავმართეთ რამდენიმე საპროტესტო აქცია არა მარტო თბილისის ზღვაზე (სადაც 2 ყველაზე საშიში ლოკაციაა ე.წ. ჩანჩქერის და მეორე - ვარკეთილის მხარეს ე.წ. კოშკის ტერიტორია), არამედ რეგიონებში. ვიყავით ქალაქ რუსთავში წყალსაცავის ტერიტორიაზე, სადაც მისმა კერძო მეპატრონემ მერიასთან ერთად განიხილა ეს საკითხი და ტერიტორია მავთულხლართებით შემოღობა, მეთევზეების შესვლაც აიკრძალა, ბანაობაც. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იქ უბედური შემთხვევა აღარ მომხდარა. გვქონდა საპროტესტო აქცია მტკვარზეც, სადაც პანდემიამდელ პერიოდში, ორი ძმა - 20-22 წლის ბიჭები დაიღუპნენ.

- რა სახის რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

- მინიმალური ღონისძიებებია გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება. როცა ამაზე ადვოკატირებას ვაკეთებდით, შევხვდით როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ასევე, პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს - კახა კუჭავასა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის იმჟამინდელ ხელმძღვანელს თამარ ხულორდავას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, კონკრეტულად, უნდა იყოს მიღებული მთავრობის დადგენილება, რომელიც მოაწესრიგებს ამ სფეროში არსებულ ქაოსურ ვითარებას. სამწუხაროდ, ეს ვალდებულება თითქმის 10 წელია შეუსრულებელია და მთავრობა ამგვარი დადგენილების გამოცემისა და დამტკიცების თარიღს ყოველი წლის 1 იანვრამდე გადაავადებს ხოლმე. ფაქტობრივად, ამ ნორმატიულ აქტზე მუშაობა შეაჩერეს. არადა, სწორედ ამ აქტით, კანონის დონეზე უნდა მოწესრიგდეს წყლის ობიექტებზე არსებული ვითარება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბანერების დამონტაჟება, არამედ პოლიტიკის განხორციელება, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ ობიექტზე. მაგ. დაცულ ტერიტორიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში გურგენიანის ჩანჩქერში, რამდენიმე წლის წინ მოსწავლე დაიხრჩო. იქაც ვიყავით ასული და ნაკრძალის დირექტორი პასუხისმგებლობით შეხვდა ჩვენს წამოწყებას, რის შემდეგაც მოწესრიგდა ტურისტული ბილიკი, გაჩნდა ბანერებიც...

- საშიშ ზონებზე ბანერები და ამკრძალავი ნიშნები საკმარისია? შესაძლოა ადამიანებმა არც გაითვალისწინონ ეს ნიშნები, მაინც გარისკონ, რაც საბედისწერო გამოდგეს მათთვის...

- რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული ადგილების დაცვა უნდა მოხდეს და ასეთი ადგილი თბილისის ზღვაზე არის სულ რამდენიმე. ერთ-ერთი ასეთი იყო ზღვაზე ე.წ. ჩანჩქერი, სადაც ბარიერები გაკეთდა. ვარკეთილის მხარეს შეიძლება ბარიერები ვერ გაკეთდეს იმიტომ, რომ ზღვას მთლიანად ვერ შემოღობავ, მაგრამ შეიძლება გამოიყოს დარაჯი, რომელიც მოქალაქეებს გააფრთხილებს. შეიძლება დაწესდეს ჯარიმებიც - როდესაც ამკრძალავი ნიშანია დამაგრებული, მაგრამ მოქალაქე არღვევს აკრძალვას და შედის წყალში, სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს ადმინისტრაციული ჯარიმები. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანას. ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, რაშიც მთელი რიგი ღონისძიებები იგულისხმება, მათ შორის სასკოლო განათლებაში უნდა იყოს სპეციალური საგანი. ბავშვს ეს განსაკუთრებით იმ ასაკში სჭირდება, როცა თავგადასავლებს ეძებს. ასევე დავსვით საკითხი, რომ ცურვა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი (ფასიც). გვქონდა იდეა მოქალაქეების სმს-ებით გაფრთხილებისაც. მაგალითად, თუ შავ ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი, ან წყალდიდობა - მდინარე ალაზანი იქნება, არაგვი თუ რიონი, მოქალაქეები უნდა გააფრთხილონ, რომ არ შევიდნენ წყალში... გვქონდა შეხვედრები სკოლებში, მოვამზადეთ 2 საგამოძიებო ფილმი, გამოვაქვეყნეთ ორი კვლევა თავისი რეკომენდაციებით და ა.შ.

- წყალში დახრჩობის სტატისტიკა კლებისკენ მიდის თუ ზრდისკენ?

- ზოგადი დინამიკა შესწავლილი გვაქვს და ჯერ კიდევ პანდემიამდე ის კლებისკენ მიდიოდა. ეს იმიტომ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ხელისუფლებამ ნაწილობრივ მოაწესრიგა ვითარება - პლაჟებზე სისტემატურად დგანან მაშველები. თუმცა შავი ზღვის პერიმეტრზე არის ადგილები, სადაც მაშველები არ იმყოფებიან და, სამწუხაროდ, როგორც თბილისის ზღვაზე, იქაც არის მოწყობილი კუსტარული რეკრიაციული ზონები, პლაჟები, სადაც ბანაობენ ადამიანები, არადა, იქ ბანაობა არ შეიძლება. იქაც უნდა იყოს გამაფრთხილებელი ბანერები, ან მუნიციპალიტეტებმა აიღონ ამ ადგილებზე კურატორობა, რაც იმას გულისხმობს, რომ იქაც იყოს მაშველი. განაგრძეთ კითხვა