სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა
"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"ჩი­ნეთს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ გა­უ­ფორ­მე­ბია. ამ­გვა­რი შე­თან­ხმე­ბა აქვს აშშ-სთან, ევ­რო­კავ­შირ­თან, მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას­თან, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნას­თა­ნაც და ყვე­ლამ უღა­ლა­ტა და­სავ­ლურ გზას? ეს არ არის არ­გუ­მენ­ტი", - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მის­ტმა ლადო პა­პა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში Эბიზ­ნეს პა­ლიტ­რა“ გა­ნა­ცხა­და და სა­ქარ­თვე­ლო-ჩი­ნე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

ეკო­ნო­მის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­შირ­თა­ნაც და ჩი­ნეთ­თა­ნაც გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

"გარ­და ამი­სა, მთა­ვა­რი თემა, რო­მელ­საც ვერ და­ვი­ვი­წყებთ, არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, იწყე­ბა სწო­რედ ამით, რომ ორი­ვე მხა­რე აღი­ა­რებს ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ჩი­ნე­თი არის გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მუდ­მი­ვი წევ­რი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­კი­ნი ცდი­ლობს, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს რუ­სეთ­თან, ის მოს­კო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფხა­ზე­თის და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ არ ცნობს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტია", - ამ­ბობს ლადო პა­პა­ვა.

ლადო პა­პა­ვას აზ­რით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვი­საც.

„ის, თუ რა დახ­ვედ­რა მო­უ­წყევს ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას და უშუ­ა­ლოდ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს როლ­ზე მი­უ­თი­თებს. აქ პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე არაა სა­უ­ბა­რი, ესაა ქვეყ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რაც, რა თქმა უნდა, აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის.

ანაკ­ლი­ის პორ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ გა­ნი­ხი­ლე­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახალ სი­ცო­ცხლეს შე­ი­ძენს. იმე­დია, ამ­ჯე­რად მა­ინც გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა, ის სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტად მი­იჩ­ნი­ოს და 51%-იან წილს მარ­თავ­დეს. ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს უფრო მეტ ბა­ლანსს ორ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს, ჩი­ნეთ­სა და აშშ-ს შო­რი­საც", - თქვა პა­პა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის „სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დო­ნემ­დე ამაღ­ლე­ბის“ შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. პრე­მი­ე­რი აზ­რით, ეს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქოცი
34

აკი არ ვარგა, რად გვინდაოო, წილები დაალაგეს და მოუნდათ?

ავტორი:

"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"ანაკლიის პორტი ახალ სიცოცხლეს შეიძენს" - რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

"ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მხოლოდ საქართველოსთან არ გაუფორმებია. ამგვარი შეთანხმება აქვს აშშ-სთან, ევროკავშირთან, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის, უკრაინასთანაც და ყველამ უღალატა დასავლურ გზას? ეს არ არის არგუმენტი", - ამის შესახებ ეკონომისტმა ლადო პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში Эბიზნეს პალიტრა“ განაცხადა და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.

"გარდა ამისა, მთავარი თემა, რომელსაც ვერ დავივიწყებთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა, იწყება სწორედ ამით, რომ ორივე მხარე აღიარებს ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ის მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არ ცნობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპონენტია", - ამბობს ლადო პაპავა.

ლადო პაპავას აზრით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ მსხვილი პროექტების განხორციელებისთვისაც.

„ის, თუ რა დახვედრა მოუწყევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს როლზე მიუთითებს. აქ პერსონალიებზე არაა საუბარი, ესაა ქვეყნით დაინტერესება, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობას ქმნის მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის.

ანაკლიის პორტი, რომელიც საკმაოდ მწვავედ განიხილება ბოლო წლების განმავლობაში, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. იმედია, ამჯერად მაინც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ის სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნიოს და 51%-იან წილს მართავდეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტ ბალანსს ორ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთსა და აშშ-ს შორისაც", - თქვა პაპავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობის „სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების“ შესახებ გახდა ცნობილი. პრემიერი აზრით, ეს ისტორიული მოვლენაა და საქართველოსთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება. განაგრძეთ კითხვა