პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი კვლევები შავი ზღვის წყლის ხარისხზე - რა შედეგი აჩვენა მონიტორინგმა: გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კვლევები შავი ზღვის წყლის ხარისხზე - რა შედეგი აჩვენა მონიტორინგმა: გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ, 16 და 20 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბი­სას გა­ნი­სა­ზღვრა ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი, მათ შო­რის 13 მძი­მე მე­ტა­ლი, ნავ­თო­ბის ჯა­მუ­რი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი, 16 პო­ლი­ა­ორ­მა­ტუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დი­სა და სხვა ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რის კონ­ცენ­ტრა­ცია.

„რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს უკვე 10 დღე­ში ერთხელ, 9 სად­გურ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და, ხოლო 10 ივ­ლი­სი­დან სად­გუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და და­ე­მა­ტა ანაკ­ლია- გან­მუ­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 წერ­ტი­ლი. აღე­ბულ სინ­ჯებ­ში ისა­ზღვრე­ბა 59 პა­რა­მეტ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი.

სინ­ჯე­ბი სა­ა­ნა­ლი­ზოდ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის მქო­ნე ანა­ლი­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და სტან­დარ­ტებს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­ცე­მე­ბი არის სა­ჯა­რო და გამჭვირ­ვა­ლე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ბიოლოგიურ დაბინძურებას არც კი ამოწმებთ?

!!!!!!!!!!
1

თურქეთში სასტუმროშიც კი 12 საათზე იკეტება კლუბი და ღამის თევის მსურველები ღამის კლუბში მიჰყავთ ქალაქგარეთ, რომ ხალხმა მართლა დაისვენოს და გართობის მოყვარულებმა არ შეაწუხონ. ბათუმში ვერც გამრთობი ერთობა წესიერად და არც დამსვენებელს აცდიან დასვენებას. კურორტი არა შუშუ! არ შეცდეთ და არ ჩამოხვიდეთ. მშენებლებოოო!!!!! თუ ბათუმს არ მიხედეთ, აშენებული ჩონჩხები დაგრჩებად ცარიელი.

ავტორი:

ახალი კვლევები შავი ზღვის წყლის ხარისხზე - რა შედეგი აჩვენა მონიტორინგმა: გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ახალი კვლევები შავი ზღვის წყლის ხარისხზე - რა შედეგი აჩვენა მონიტორინგმა: გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

„როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.