პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას
"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას

"ჩემ­თვის ის­ტო­რი­უ­ლი ვი­ზი­ტია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი­სა და სი­კე­თე­ე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა", - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჩი­ნეთ­ში ვი­ზიტს. თა­ვად ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნის თქმით, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ჩი­ნე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ შე­იც­ვლე­ბა.

  • იმ ფონ­ზე, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სი­ტუ­ა­ცია შეც­ვლი­ლია, რო­გორ შე­ა­ფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის ამ ნა­ბი­ჯებს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ექ­სპერ­ტი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტია და უფრო და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ ამ ნა­ბიჯს, ვიდ­რე - უარ­ყო­ფი­თად. თუმ­ცა ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს, ის­ტო­რი­უ­ლი ვი­ზი­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა თუ არა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, უნდა ვნა­ხოთ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მარ­თლაც იყოს ის­ტო­რი­უ­ლი ვი­ზი­ტი, მაგ­რამ ამა­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე - უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. ერთი რამ აშ­კა­რად ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფოდ და ცალ­სა­ხად უარ­ყოფს და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებს, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხს ით­რევს რო­გორც ნა­ტო­ში, ასე­ვე - ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე. ვხე­დავთ, ლან­ძღა­ვენ და აგი­ნე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ელ­ჩებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქმნი­ან უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­მართ. აშ­კა­რად ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ტრი­ალ­დე­ბა ზურ­გით ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ. მე არ ვთვლი, რომ ჩი­ნეთ­ში ჩას­ვლა რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბაა, მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად არის ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა.

- ამ­ბობთ, რომ ვშორ­დე­ბით ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზას?

- ამას უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მთა­ვა­რი ის არის, თუ რაზე შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი ჩი­ნეთ­ში. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეშ­მა­კი დე­ტა­ლებ­ში იმა­ლე­ბა. არ იყო ანონ­სი­რე­ბუ­ლი ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რა და უცებ იგებ ამის შე­სა­ხებ. არა­და, მსგავ­სი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წარ უნდა გავ­რცელ­დეს.

შე­საძ­ლოა, მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ანაკ­ლი­ის პორ­ტიც. როცა პომ­პეო (აშშ-ს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი - რედ.) ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ უკვე წა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და არ­ჩევ­ნე­ბი ტრამპს და ძა­ლი­ან მკაც­რად და მკა­ფი­ოდ გაგ­ვაფრ­თხი­ლა, ანაკ­ლი­ის პორ­ტი ჩი­ნე­თის არ უნდა იყო­სო. ჩემი აზ­რით, ერ­თა­დერ­თი რაც აინ­ტე­რე­სებს ჩი­ნეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ანაკ­ლია და თუ ჩვენ მას გა­და­ვე­ცით ეს პორ­ტი, მა­შინ გა­მო­დის, ახა­ლი ეპო­ქა იწყე­ბა და ახლა უნდა და­ვე­ლო­დით ამე­რი­კის რე­აქ­ცი­ას... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა სააკოვი
12

არც ჩინეთი, არც დასავლეთ ევროპა, არც რუსეთი და არც თურქეთი! საქართველოსთვის ერთად-ერთი ძმაც, და სტრატეგიული პარტნიორიც გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ჰაესტანი! გაიხსენეთ ჰაოსისა და ქართლოსის ძმობა!!!🤓

ომარი
12

მზე არც ჩრდილოეთიდან და, მითუმეტეს, არც დასავლეთიდან ამოდის, ამოდის აღმოსავლეთიდან - დროა ეს გავაცნობიეროთ! ასევე, რუსთა მიერ "მართვადიდებილობის" გარდა, ღმერთთან მისასვლელი სხვა გზებიც არსებობს, თუნდაც ჩვენი წინაპრების რწმენა - მართლმადიდებლობა, რომლისთვისაც ტფილელმა აბომ, შუშანიკ და ქეთევან დედოფლებმა სიცოცხლე გაწირეს!

ავტორი:

"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას

"არ ვთვლი, რომ რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება" - როგორ აფასებს ექსპერტი ღარიბაშვილისა და სი ძინპინის შეხვედრას

"ჩემთვის ისტორიული ვიზიტია, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტს. თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობაში არ შეიცვლება.

  • იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია შეცვლილია, როგორ შეაფასებენ საქართველოს პრემიერის ამ ნაბიჯებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გვესაუბრება:

- მართლა მნიშვნელოვანი ვიზიტია და უფრო დადებითად ვაფასებ ამ ნაბიჯს, ვიდრე - უარყოფითად. თუმცა ბევრი კითხვა არსებობს, ისტორიული ვიზიტი აღმოჩნდება თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, უნდა ვნახოთ. არ არის გამორიცხული, მართლაც იყოს ისტორიული ვიზიტი, მაგრამ ამასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარე. ერთი რამ აშკარად ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მკაფოდ და ცალსახად უარყოფს დასავლურ ინსტიტუტებს, ევროატლანტიკურ ღირებულებებს. ფაქტობრივად, ფეხს ითრევს როგორც ნატოში, ასევე - ევროკავშირში შესვლაზე. ვხედავთ, ლანძღავენ და აგინებენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით - ელჩებს. საზოგადოებაში ქმნიან უარყოფით დამოკიდებულებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. აშკარად ჩანს, რომ საქართველო ტრიალდება ზურგით ევროატლანტიკური ღირებულებებისკენ. მე არ ვთვლი, რომ ჩინეთში ჩასვლა რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება.

- ამბობთ, რომ ვშორდებით ევროატლანტიკურ გზას?

- ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მთავარი ის არის, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები ჩინეთში. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება. არ იყო ანონსირებული ასეთი მაღალი დონის შეხვედრა და უცებ იგებ ამის შესახებ. არადა, მსგავსი დონის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გავრცელდეს.

შესაძლოა, მხარეებმა განიხილეს ანაკლიის პორტიც. როცა პომპეო (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი - რედ.) ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ უკვე წაგებული ჰქონდა არჩევნები ტრამპს და ძალიან მკაცრად და მკაფიოდ გაგვაფრთხილა, ანაკლიის პორტი ჩინეთის არ უნდა იყოსო. ჩემი აზრით, ერთადერთი რაც აინტერესებს ჩინეთს საქართველოში, ეს არის ანაკლია და თუ ჩვენ მას გადავეცით ეს პორტი, მაშინ გამოდის, ახალი ეპოქა იწყება და ახლა უნდა დაველოდით ამერიკის რეაქციას... წაიკითხეთ ვრცლად