პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და სადაც მუსიკა გაითიშება, იქ სხდებიან" - მელია "ნაცმოძრაობაზე"
"ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და სადაც მუსიკა გაითიშება, იქ სხდებიან" - მელია "ნაცმოძრაობაზე"

დღეს რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ხდე­ბა, მხო­ლოდ იმას აჩ­ვე­ნებს, რომ პრინ­ცი­პუ­ლო­ბას არ ჰქო­ნია მნიშ­ვნე­ლო­ბა - ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლიც ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­რან­ტია.

„სა­ნამ არ გა­ი­აზ­რებ, რა­ტომ წა­ა­გე 2012 წელს და რა უნდა შეც­ვა­ლო, ვერ მო­ი­გებ - მე­რა­ბიშ­ვი­ლის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოპო­ზი­ცი­ა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბო­ბა არის გა­რან­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის. ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის მე-11 წელ­საც კი, ისი­ნი უფრო მი­უ­ღებ­ლე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი „ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, იწყე­ბა მისი აღი­ა­რე­ბით და არა და­მალ­ვით. ის რომ „ოც­ნე­ბა“ ცუ­დია, რუ­სე­თი ცუ­დია, ხალ­ხმა გა­ი­გო და იცის. რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის შექ­მნა არის სა­ჭი­რო, ევ­რო­პა­ზე არა ლა­პა­რა­კი, არა­მედ ჩვე­ნე­ბა, აქე­დან­ვე რომ ხარ ევ­რო­პუ­ლი მო­წყო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის. მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა შე­ი­ძი­ნო „ოც­ნე­ბა­ზე“ სი­მარ­თლით. არ­ჩე­ვა­ნი უნდა მის­ცე არა ცუდ­სა და უა­რესს შო­რის, არა­მედ ცუდ­სა და კარგ შო­რის.

ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა ხდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო მხარ­და­ჭე­რის არ­სე­ბო­ბით პირ­ველ რიგ­ში, ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმ­ში კი ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა 2 და 3%-იანი, არა­მედ მხო­ლოდ დიდი ელექ­ტო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბით. დიდი ელექ­ტო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა კი მხო­ლოდ დიდ მო­რა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას, რე­ა­ლურ სი­ახ­ლეს და ცვლი­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვას მო­აქვს. იმა­ვეს კე­თე­ბით და იგი­ვე წრე­ზე სი­ა­რუ­ლით გან­სხვა­ვე­ბულ შე­დეგს ვერ მი­ი­ღებ, ეს უნდა გა­ვი­აზ­როთ პირ­ველ რიგ­ში.

ყვე­ლა ის შეც­დო­მა უნდა გა­ვი­აზ­როთ, რო­მე­ლიც დაგ­ვიშ­ვია, თუნ­დაც ერ­თო­ბის სა­ხე­ლით მან­კი­ე­რე­ბე­ბის და­ფარ­ვი­სა და შე­გუ­ე­ბის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და ინ­ტე­რე­სი უნდა ავ­სა­ხოთ სწო­რად პო­ლი­ტი­კა­ში, სი­ტყვას ფასი და­ვუბ­რუ­ნოთ და ნდო­ბა აღ­ვად­გი­ნოთ. სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ეცო­დი­ნე­ბა, რომ, რა­საც ვამ­ბობთ იმას ვგუ­ლის­ხმობთ, იმა­ზე ვა­გებთ პა­სუხს და იმას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ცვლი­ლე­ბა არ მოვა.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლიც ერთ წრე­ზე ტრი­ა­ლია, ანუ რა ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ სკა­მე­ბის გარ­შე­მო რომ დარ­ბი­ან და მუ­სი­კა, სა­დაც გა­ი­თი­შე­ბა, იქ რომ სხდე­ბი­ან, ეგ ხდე­ბა ოღონდ პო­ლი­ტი­კა­ში.

დღეს რაც ხდე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, მხო­ლოდ იმას აჩ­ვე­ნებს რომ პრინ­ცი­პუ­ლო­ბას არ ჰქო­ნია მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზურა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი უნდა იყოს გა­რეთ და ზურა ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი შიგ­ნით (აქ სა­ხე­ლე­ბი პი­რო­ბი­თია და მოვ­ლე­ნე­ბის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ არის მოყ­ვა­ნი­ლი, კი­დევ ბევ­რის ჩა­მოთ­ვლა შე­იძ­ლე­ბა), რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­ნამ­დე რა ხდე­ბო­და. ჰოდა მანდ იკარ­გე­ბა სი­ტყვი­სა და პრინ­ცი­პის ფასი, რო­დის მა­ტყუ­ებ­დი, მა­შინ თუ ახლა,“ - წერს ნიკა მე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ დაბ­რუნ­და და ის პარ­ტი­ის სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თალარე
2

ჭიაბერა ვის რად უნდოდა,ნაფტალინის სუნი ასდის.

კ ო მ ბ ლ ე
2

შენ თუ კაი კაცი ხარ, მაგ ხალხთან რა გინდა?

მითხარი ვისთან მეგობრობ და გეტყვი იდი ნა...იო! წადი ცხვარი მწყემსე, რა ჩაიციკლე ნაცბანდით? მარა არა, შენც ეგეთი ნაცი ხარ, სხვაგან ვერ იგალობებ..

ავტორი:

"ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და სადაც მუსიკა გაითიშება, იქ სხდებიან" - მელია "ნაცმოძრაობაზე"

"ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და სადაც მუსიკა გაითიშება, იქ სხდებიან" - მელია "ნაცმოძრაობაზე"

დღეს რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა - ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში არსებობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია.

„სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ - მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი „ოცნების“ ხელისუფლება. პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით. ის რომ „ოცნება“ ცუდია, რუსეთი ცუდია, ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი, არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების. მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო „ოცნებაზე“ სიმართლით. არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის.

ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3%-იანი, არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით. დიდი ელექტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს. იმავეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში.

ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ, რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების. საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ. სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა.

ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება, უბრალოდ სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა, სადაც გაითიშება, იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება ოღონდ პოლიტიკაში.

დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ იმას აჩვენებს რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა. ჰოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი, მაშინ თუ ახლა,“ - წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა და ის პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.