მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაგნერელები" დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"
"ვაგნერელები"  დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"

თვე­ზე მეტი გა­ვი­და, თუმ­ცა რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში "ვაგ­ნე­რის" თემა თა­ვის ტკი­ვი­ლად რჩე­ბა. ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, გა­მოც­დი­ლი "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი" მის არ­მი­ას კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ, ბევ­რს ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა.

პრი­გო­ჟი­ნის სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხის შემ­დეგ, პუ­ტი­ნი და ლუ­კა­შენ­კო პი­რის­პირ ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეხ­ვდნენ.

"ვაგ­ნე­რე­ლე­ბი" ჩვენ ულ­ტი­მა­ტუმს გვი­ყე­ნებ­დნენ - და­სავ­ლეთ­ში გვინ­და, ნება მოგ­ვე­ცით და­სავ­ლეთ­ში წა­ვი­დე­თო... მე კი ვე­კი­თხე­ბო­დი, რად გინ­დათ და­სავ­ლეთ­ში-მეთ­ქი, რა­ზეც მპა­სუ­ხობ­დნენ, ექ­სკურ­სი­ა­ზე გვინ­და წას­ვლა, ვარ­შა­ვა­ში, ჟე­შუვ­შიო" - აღ­ნიშ­ნა ბე­ლა­რუ­სის ლი­დერ­მა ლუ­კა­შენ­კომ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ჟე­შუვ­ში არის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი, სა­დაც პო­ლო­ნეთს ის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და შე­ი­ა­რა­ღე­ბა აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში და­სავ­ლე­თი­დან ჩა­დის.

"ამი­ტო­მაც, ლუ­კა­შენ­კოს მიერ "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის" მხრი­დან ე.წ. ექ­სკურ­სი­ის ხსე­ნე­ბა­ზე პუ­ტინს ჩა­ე­ღი­მა, რაც ვი­თომ უკ­რა­ი­ნის­თვის ირი­ბი მუ­ქა­რაა" - მი­აჩ­ნია გა­მო­ცე­მას.

  • ბე­ლა­რუ­სი დიქ­ტა­ტო­რის ვი­თომ იუ­მო­რით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ჯერ კი­დევ პრი­გო­ჟი­ნის სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხამ­დე და­სავ­ლეთ­ში გაქ­ცე­ვა­სა და თავ­შე­საფ­რის თხოვ­ნას, უამ­რა­ვი "ვაგ­ნე­რე­ლი" არა­სამ­თავ­რო­ბო და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­და, ახლა კი, მათი რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ი­ზარ­და.

"ისი­ნი ამ­ხე­ლენ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კრემ­ლის და­ვა­ლე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ. ასე­ვე ჰყვე­ბი­ან, რა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში. ისი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად, დრო­ი­სა და საქ­მე­ე­ბის მი­თი­თე­ბით, დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლებს აწ­ვდი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რაც ერ­თგვა­რი გა­რან­ტია, გა­უ­ად­ვი­ლონ მათ და­სავ­ლეთ­ში მოხ­ვედ­რა, შემ­დეგ კი, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. ამი­ტომ მათ­ზე რუ­სულ ეფეს­ბეს ნა­დი­რო­ბა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა.

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რი­სას ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს პრი­გო­ჟი­ნის სამ­ხედ­რო ამ­ბოხზე ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ცდი­ლობს, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, იმა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის ერ­თობ­ლივ გეგ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რა­ზეც ლუ­კა­შენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო ემუქ­რე­ბა მათ, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ პო­ლო­ნეთ­მა ბე­ლა­რუ­სის და­სავ­ლე­თის სა­ზღვარ­ზე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი გა­და­ის­რო­ლა.

"ეს კი ნიშ­ნავს, რომ მათ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბა უნ­დათ, ჩვენ კი ამის უფ­ლე­ბას ვე­რა­ვის მივ­ცემთ... ბე­ლა­რუ­სი და რუ­სე­თი მზად უნდა იყ­ვნენ იმის­თვის, რომ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ნა­ტოს ძა­ლე­ბის ოკუ­პა­ცი­ის­გან და­იც­ვას. ჩვენ მათ უნდა და­ვეხ­მა­როთ, რად­გან ჩვენ­გან დახ­მა­რე­ბას ელი­ან" - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

იგი­ვე გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ პუ­ტინ­მაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ვარ­შა­ვის გეგ­მა­ში შე­დის უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის ანექ­სი­რე­ბა. პო­ლო­ნეთ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუ­ტი­ნი ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნას ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან შე­ი­ტი­ოს ან იმი­ტა­ცია შექ­მნას, თით­ქოს აპი­რებს, რათა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნოს.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის ალექ­სეი გეტ­მა­ნის თქმით, რუ­სეთს უკვე აღარ შეს­წევს რე­სურ­სი კი­დევ ერთი ფრონ­ტი გახ­სნას, თუნ­დაც ბე­ლა­რუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. საქ­მე ის არის, რომ არც თა­ვად ლუ­კა­შენ­კოს სურს პირ­და­პირ სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ა­ში ჩაბ­მა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის შიგ­ნით მი­ჩუ­მე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ხე­ლახ­ლა გამ­წვავ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
2

გარბიან თან როგორ, იციან რომ რუსეთში არ დაედგომებათ... შესაბამისად კალამიც ეწირებათ ხელში... სირიაზე დაწერე, აფრიკაზეც, უკრაინაზეც..

ბხვზვ
31

საიდან ოიგონებთ ესეთ ტყუილებს?😀😀😀😀😀😀

ავტორი:

"ვაგნერელები" დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"

"ვაგნერელები"  დასავლეთში გარბიან?: რას წერს რუსული მედია - "ფიქრობენ, რომ აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ"

თვეზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთსა და ბელარუსში "ვაგნერის" თემა თავის ტკივილად რჩება. ლუკაშენკოს განცხადება, რომლის თქმითაც, გამოცდილი "ვაგნერელები" მის არმიას კიდევ უფრო გააძლიერებენ, ბევრს ნაკლებად დამაჯერებელი ეჩვენება.

პრიგოჟინის სამხედრო ამბოხის შემდეგ, პუტინი და ლუკაშენკო პირისპირ ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ.

"ვაგნერელები" ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებდნენ - დასავლეთში გვინდა, ნება მოგვეცით დასავლეთში წავიდეთო... მე კი ვეკითხებოდი, რად გინდათ დასავლეთში-მეთქი, რაზეც მპასუხობდნენ, ექსკურსიაზე გვინდა წასვლა, ვარშავაში, ჟეშუვშიო" - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

გამოცემა ekhokavkaza.com-ის ცნობით, ჟეშუვში არის სამხედრო აეროდრომი, სადაც პოლონეთს ის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება აქვს განთავსებული, რომელიც უკრაინაში დასავლეთიდან ჩადის.

"ამიტომაც, ლუკაშენკოს მიერ "ვაგნერელების" მხრიდან ე.წ. ექსკურსიის ხსენებაზე პუტინს ჩაეღიმა, რაც ვითომ უკრაინისთვის ირიბი მუქარაა" - მიაჩნია გამოცემას.

  • ბელარუსი დიქტატორის ვითომ იუმორით გამოთქმული მოსაზრების პარალელურად, ანტიკრემლისტური რუსული მედია წერს, რომ ჯერ კიდევ პრიგოჟინის სამხედრო ამბოხამდე დასავლეთში გაქცევასა და თავშესაფრის თხოვნას, უამრავი "ვაგნერელი" არასამთავრობო და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დახმარებით ცდილობდა, ახლა კი, მათი რაოდენობა რამდენიმეჯერ გაიზარდა.

"ისინი ამხელენ რუსეთის ხელისუფლებას იმ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელსაც ჯერ კიდევ წლების წინ სხვადასხვა ქვეყანაში კრემლის დავალებით ასრულებდნენ. ასევე ჰყვებიან, რა დანაშაულებრივ დავალებებს აძლევდნენ უკრაინაში. ისინი თავდაპირველად, დროისა და საქმეების მითითებით, დოკუმენტურ მასალებს აწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც ერთგვარი გარანტია, გაუადვილონ მათ დასავლეთში მოხვედრა, შემდეგ კი, აღიარებითი ჩვენება თავშესაფრის ძიებაში დაეხმარებათ. ამიტომ მათზე რუსულ ეფესბეს ნადირობა აქვს გამოცხადებული" - წერს რუსული გამოცემა.

სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს პრიგოჟინის სამხედრო ამბოხზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ცდილობს, საუკეთესო გამოსავალი იპოვოს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, იმავე შეხვედრაზე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ გეგმებზე მუშაობენ, რაზეც ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნატო ემუქრება მათ, რაც იმაში გამოიხატება, რომ პოლონეთმა ბელარუსის დასავლეთის საზღვარზე სამხედრო ძალები გადაისროლა.

"ეს კი ნიშნავს, რომ მათ დასავლეთ უკრაინის ოკუპირება უნდათ, ჩვენ კი ამის უფლებას ვერავის მივცემთ... ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დასავლეთ უკრაინის მოსახლეობა ნატოს ძალების ოკუპაციისგან დაიცვას. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რადგან ჩვენგან დახმარებას ელიან" - განაცხადა ლუკაშენკომ.

იგივე განცხადება რამდენიმე დღის წინ პუტინმაც გააკეთა. მისი თქმით, ვარშავის გეგმაში შედის უკრაინის დასავლეთ ნაწილის ანექსირება. პოლონეთში განაცხადეს, რომ პუტინი ცდილობს, უკრაინას ბელარუსის მხრიდან შეიტიოს ან იმიტაცია შექმნას, თითქოს აპირებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაბნეულობა შეიტანოს.

სამხედრო ექსპერტის ალექსეი გეტმანის თქმით, რუსეთს უკვე აღარ შესწევს რესურსი კიდევ ერთი ფრონტი გახსნას, თუნდაც ბელარუსის მიმართულებით. საქმე ის არის, რომ არც თავად ლუკაშენკოს სურს პირდაპირ სამხედრო აგრესიაში ჩაბმა, რადგან ამ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მიჩუმებული სიტუაცია ხელახლა გამწვავდება...