პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს" - განათლების სამინისტრო
"რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს" - განათლების სამინისტრო

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სულ-ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­საძ­ლო გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნის მო­თხოვ­ნით სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­ცხა­დე­ბა არ შე­სუ­ლა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­ცხა­დებთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის და­ფი­ნან­სე­ბით იხ­სნე­ბა რუ­სულ-ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

გაც­ნო­ბებთ, რომ რუ­სულ-ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნის მო­თხოვ­ნით სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­ცხა­დე­ბა არ შე­მო­სუ­ლა.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის გა­რე­შე არც ერთ სას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უნდა გა­ი­ა­როს ავ­ტო­რი­ზა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ცე­მად შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტის­თვის.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ მსგავ­სი სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

"რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს" - განათლების სამინისტრო

"რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს" - განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: