პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთს "ვაგნერის“ მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, საჯარისო ნაწილები ბელარუსთან ახლოს გადაჰყავს
პოლონეთს "ვაგნერის“ მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, საჯარისო ნაწილები ბელარუსთან ახლოს გადაჰყავს

პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, "ვაგ­ნე­რის“ დაჯ­გუ­ფე­ბის ბე­ლა­რუს­ში და­გეგ­მილ წვრთნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლო საფრ­თხის გამო, ჯა­რე­ბის ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლი­დან აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­დაყ­ვა­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

"წვრთნე­ბი, ან ბე­ლა­რუ­სის არ­მი­ას­თან ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი უდა­ვოდ პრო­ვო­კა­ცი­აა“, - გა­ნა­ცხა­და პო­ლო­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის მდი­ვან­მა, ზბიგ­ნევ გოფ­მან­მა.

მისი თქმით, ოთხშა­ბათს პო­ლო­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზე­დაც, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, "ვაგ­ნე­რის“ ჯგუ­ფის და­ნა­ყო­ფე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის სა­კი­თხი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს.

"ამი­ტომ ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­უშ ბლაშ­ჩაკ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბის და­სავ­ლე­თი­დან პო­ლო­ნე­თის აღ­მო­სავ­ლე­თით გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ამო­ცა­ნაა მომ­ზა­დე­ბა, ასე­ვე პო­ტენ­ცი­უ­რი აგ­რე­სო­რის შე­კა­ვე­ბა“, - აღ­ნიშ­მა გოფ­მან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ბე­ლა­რუ­სის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლო­ნე­თის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სას­წავ­ლო პო­ლი­გონ­ზე "ვაგ­ნე­რის“ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და ბე­ლა­რუ­სი სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

პოლონეთზე წასვლას ვერ გაბედავენ რუსები, ეს უკვე სუიციდი იქნება!

პოლსკა
14

პუტინი ვარშავასაც მალე აიღებს კიევივით. გერხევათ პოლონელებო

ავტორი:

პოლონეთს "ვაგნერის“ მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, საჯარისო ნაწილები ბელარუსთან ახლოს გადაჰყავს

პოლონეთს "ვაგნერის“ მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, საჯარისო ნაწილები ბელარუსთან ახლოს გადაჰყავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, "ვაგნერის“ დაჯგუფების ბელარუსში დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის გამო, ჯარების ქვეყნის დასავლეთ ნაწილიდან აღმოსავლეთ ნაწილში გადაყვანის განკარგულება გასცა.

"წვრთნები, ან ბელარუსის არმიასთან ერთობლივი წვრთნები უდავოდ პროვოკაციაა“, - განაცხადა პოლონეთის უშიშროების კომიტეტის მდივანმა, ზბიგნევ გოფმანმა.

მისი თქმით, ოთხშაბათს პოლონეთის უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლო საფრთხეები, მაგალითად, "ვაგნერის“ ჯგუფის დანაყოფების დისლოკაციის საკითხი გააანალიზეს.

"ამიტომ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, კომიტეტის ხელმძღვანელმა მარიუშ ბლაშჩაკმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი სამხედრო ფორმირებების დასავლეთიდან პოლონეთის აღმოსავლეთით გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ქვედანაყოფების ამოცანაა მომზადება, ასევე პოტენციური აგრესორის შეკავება“, - აღნიშმა გოფმანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთის მახლობლად მდებარე სასწავლო პოლიგონზე "ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცებისა და ბელარუსი სპეცრაზმელების ერთობლივი წვრთნები გაიმართება.