პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო" - ბათუმში მომხდარი საზარელი დანაშაული: 13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის მამა დააკავეს
"გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო" - ბათუმში მომხდარი საზარელი დანაშაული: 13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის მამა დააკავეს

ბა­თუმ­ში 13 წლის შვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა და­ა­კა­ვეს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 137-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “იალ­ქან­ში" აცხა­დე­ბენ, რომ მო­ზარდს ექ­სპერ­ტი­ზა თბი­ლის­ში უტარ­დე­ბა. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თიკო აბა­ში­ძე ამ­ბობს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გო­გო­ნამ მე­გო­ბარს უამ­ბო, რის შემ­დე­გაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აც­ნო­ბეს. თიკო აბა­ში­ძის თქმით, 13 წლის გო­გო­ნა ბე­ბი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

“მო­ზარ­დის კლა­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა გვთხო­ვა, რომ სა­ჯა­როს სკო­ლო­დან აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიგ­ვე­ღო. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და და მას­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­ნი­ტორ­ნიგს ახორ­ცი­ე­ლებ­და. გო­გო­ნას რვა თვეა ჩვე­ნი სერ­ვი­სი შე­წყვე­ტი­ლი აქვს, მზურნ­ვე­ლო­ბას ბე­ბია უწევ­და, იგი მა­მის დე­დას­თან ცხოვ­რობ­და. მამა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბია და მამა სის­ტე­მა­ტი­უ­რად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სახ­ლი­დან ხმა­უ­რი ის­მო­და. ერთჯე­რა­დი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ გო­გო­ნამ მე­გო­ბარს უამ­ბო, რის შემ­დე­გაც შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, მას სხვა ოჯა­ხი ჰყავს და ბავ­შვს მი­ნი­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და დე­დას­თან, ასე ვი­ცით, რომ მას­თან სტუმ­რად თუ მი­დი­ო­და. ბავ­შვს ამ დრო­ი­სათ­ვის თბი­ლის­ში ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა”, - აცხა­დებს თიკო აბა­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცო
1

სააკაშვილის დროს რომ აპატიმრებდნენ ,მაშინ მქონდა ძალიან დიდი პროტესტი და თურმე ტყუილად არავინ არ დაუპატიმრებიათ.ამისთანებს ციხე კი არა სახალხოდ მიხვრეტა სჭირდება

 

დგ
9

არ მგონია ვფიქრობ ოჯახურ კომფლიქტთან უნდა გვქონდეს საქმე

ავტორი:

"გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო" - ბათუმში მომხდარი საზარელი დანაშაული: 13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის მამა დააკავეს

"გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო" - ბათუმში მომხდარი საზარელი დანაშაული: 13 წლის მოზარდზე ძალადობისთვის მამა დააკავეს

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარის გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

მომხდართან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანში" აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს. თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

“მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ საჯაროს სკოლოდან აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორნიგს ახორციელებდა. გოგონას რვა თვეა ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზურნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატიურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. ერთჯერადი გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც შევატყობინეთ შესაბამის სამსახურს. რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, რომ მასთან სტუმრად თუ მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება”, - აცხადებს თიკო აბაშიძე.