"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა - უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, აღნიშნავს, რომ ის რჩება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.
როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.
უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან“, - წერს სააკაშვილი.
სათაური სრული ანეკდოტია:). ორივე თავიანთი ქვეყნის და მოსახლეობის უდიდესი მოძულეებია. მიზეზი-ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა და არასრულფასოვნების კომპლექსი.
ზელენსკი არის სწორუპოვარი ვაჟკაცი, უდიდესი ლიდერი და ერთგული მეგობარი.
მისი სულიერება მე მაოცებს.
ბუნებას მისთვის დიდი სინათლე უბოძებია და იგი ასხივებს მას ყველასთვის.