პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი
"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი

ერა­ყის დე­და­ქა­ლაქ ბაღ­დად­ში, შვე­დე­თის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბა­ში, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იჭ­რა მას შემ­დეგ, რაც შვე­დეთ­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს ყუ­რა­ნი დაწ­ვეს.

შვე­დეთ­ში მცხოვ­რებ­მა ერა­ყელ­მა ლტოლ­ვილ­მა, სალ­ვან მო­მი­კამ, სტოკ­ჰოლმში, მე­ჩე­თის წინ, ის­ლა­მის წმინ­და წიგ­ნის ასლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ყუ­რა­ნის დაწ­ვა ბევ­რმა მუს­ლი­მურ­მა ქვე­ყა­ნამ დაგ­მო. ისი­ნი აკ­რი­ტი­კე­ბენ შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­მი­კას­თვის მსგავ­სი აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა არ უნდა მი­ე­ცა.

ხუთ­შა­ბათს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მიერ პრო­ტეს­ტის­კენ მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, ბაღ­დად­ში, სა­ელ­ჩოს წინ ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა.AFP-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი მცი­რე ხნით შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ და იქ და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ.

ყუ­რა­ნი შვე­დეთ­ში 28 ივ­ნისს დაწ­ვეს მა­შინ, რო­დე­საც მუს­ლი­მე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს, ყურ­ბან-ბა­ი­რამს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ამ მო­მი­კას პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ნე­ბარ­თვა თა­ვად მის­ცა, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სი­ძულ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ ინ­ცი­დენ­ტმა სხვა მუს­ლი­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც გა­მო­იწ­ვია. მათ შო­რი­საა თურ­ქე­თი. თურ­ქეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ "მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი ან­ტი­ის­ლა­მუ­რი ქმე­დე­ბე­ბის დაშ­ვე­ბა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით“.

"ჩვენ სა­ბო­ლო­ოდ ვას­წავ­ლით ამ­პარ­ტა­ვან და­სავ­ლე­ლებს, რომ მუს­ლი­მე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ არის აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის ერა­ყი, ირა­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თი და ეგ­ვიპ­ტე მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ყუ­რა­ნის დაწ­ვას, ხოლო მა­რო­კომ და იორ­და­ნი­ამ თა­ვი­ან­თი ელ­ჩე­ბი გა­იწ­ვი­ეს შვე­დე­თი­დან. ერაყ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტი იყო "სი­ძულ­ვი­ლის აგ­რე­სი­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ასახ­ვა, რო­მელ­საც არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან".

შვე­დე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის ულფ კრის­ტერ­სო­ნის თქმით, ყუ­რა­ნის დაწ­ვა იყო "ლე­გა­ლუ­რი, მაგ­რამ არა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი“.

  • ვინ არის კაცი, რო­მელ­მაც ყუ­რა­ნი დაწ­ვა და რას აპ­რო­ტეს­ტებ­და ის

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი 37 წლის ერა­ყე­ლი ლტოლ­ვი­ლი, სალ­ვან მო­მი­კა ღიად გა­მოთ­ქვამს აზრს ყუ­რა­ნის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით. კაცი ამ­ბობს, რომ მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მუ­სულ­მან­თა წმინ­და წიგნ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და სურს მისი აკ­რძალ­ვა.

სალ­ვა­ნი ერა­ყი­დან შვე­დეთ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იქ­ცა. ის დღემ­დე ერა­ყის მო­ქა­ლა­ქეა.

ყუ­რა­ნის დაწ­ვამ­დე მან "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო მი­მარ­თვა, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ მე­ჩე­თის წინ აპი­რებ­და მუს­ლიმ­თა წმინ­და წიგ­ნის დაწ­ვას. მი­მარ­თავ­და სტოკ­ჰოლმში მყოფ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ში.

მო­მი­კას თქმით, იდეა ის არის, რომ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, რომ სწო­რედ ეს არის დე­მოკ­რა­ტია და მას უნდა ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოთ­ქვას სა­კუ­თა­რი აზრი ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ, მათ შო­რის ყუ­რა­ნის შე­სა­ხე­ბაც.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

მერე მიგეღო ლტოლვილებატ...

გოგა
0

პროვოკაციაა აᲨკარად. მიკვირს, მᲗავრობა როგორ ვერ მიხვდა. იმ ერაყელს ალბაᲗ გადაუხადეს. სავარაუდოდ კვალი რუსეᲗᲨი მიდის.

ავტორი:

"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი

"ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ ეს არ არის აზრის თავისუფლება“- ერდოღანის მუქარა და პროტესტი მუსლიმურ ქვეყნებში: რატომ დაწვა შვედეთში ერაყელმა კაცმა ყურანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, შვედეთის საელჩოს შენობაში, ათობით ადამიანი შეიჭრა მას შემდეგ, რაც შვედეთში, საპროტესტო აქციის დროს ყურანი დაწვეს.

შვედეთში მცხოვრებმა ერაყელმა ლტოლვილმა, სალვან მომიკამ, სტოკჰოლმში, მეჩეთის წინ, ისლამის წმინდა წიგნის ასლს ცეცხლი წაუკიდა. ყურანის დაწვა ბევრმა მუსლიმურმა ქვეყანამ დაგმო. ისინი აკრიტიკებენ შვედეთის ხელისუფლებას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მომიკასთვის მსგავსი აქციის ჩატარების ნებართვა არ უნდა მიეცა.

ხუთშაბათს, სასულიერო პირის მიერ პროტესტისკენ მოწოდების შემდეგ, ბაღდადში, საელჩოს წინ ხალხი შეიკრიბა.AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ისინი მცირე ხნით შენობაში შეიჭრნენ და იქ დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში იყვნენ.

ყურანი შვედეთში 28 ივნისს დაწვეს მაშინ, როდესაც მუსლიმები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს აღნიშნავდნენ.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის პოლიციამ მომიკას პროტესტის გამოხატვის ნებართვა თავად მისცა, სიტყვის თავისუფლების კანონების შესაბამისად. მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სიძულვილის წაქეზებისთვის მიმდინარეობს.

ამ ინციდენტმა სხვა მუსლიმური ქვეყნების გაღიზიანებაც გამოიწვია. მათ შორისაა თურქეთი. თურქეთში აცხადებენ, რომ "მიუღებელია ასეთი ანტიისლამური ქმედებების დაშვება გამოხატვის თავისუფლების სახელით“.

"ჩვენ საბოლოოდ ვასწავლით ამპარტავან დასავლელებს, რომ მუსლიმების შეურაცხყოფა არ არის აზრის თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის ერაყი, ირანი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე მკაცრად აკრიტიკებენ ყურანის დაწვას, ხოლო მაროკომ და იორდანიამ თავიანთი ელჩები გაიწვიეს შვედეთიდან. ერაყში განაცხადეს, რომ ინციდენტი იყო "სიძულვილის აგრესიული სულისკვეთების ასახვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან".

შვედეთის პრემიერ მინისტრის ულფ კრისტერსონის თქმით, ყურანის დაწვა იყო "ლეგალური, მაგრამ არა მიზანშეწონილი“.

  • ვინ არის კაცი, რომელმაც ყურანი დაწვა და რას აპროტესტებდა ის

შვედეთში მცხოვრები 37 წლის ერაყელი ლტოლვილი, სალვან მომიკა ღიად გამოთქვამს აზრს ყურანის შინაარსთან დაკავშირებით. კაცი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია მუსულმანთა წმინდა წიგნში გადმოცემული მოსაზრებები და სურს მისი აკრძალვა.

სალვანი ერაყიდან შვედეთში რამდენიმე წლის წინ გაიქცა. ის დღემდე ერაყის მოქალაქეა.

ყურანის დაწვამდე მან "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მეჩეთის წინ აპირებდა მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვას. მიმართავდა სტოკჰოლმში მყოფ თანამოაზრეებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ დემონსტრაციაში.

მომიკას თქმით, იდეა ის არის, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, რომ სწორედ ეს არის დემოკრატია და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი აზრი ყველაფრის შესახებ, მათ შორის ყურანის შესახებაც.