სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მწვრთნელი, ვინც "ქართული კატენაჩო“ დადგა? - რა უთხრა გამარჯვების შემდეგ შეგირდებს რამაზ სვანაძემ: "ეს მხოლოდ დასაწყისია, არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს"
ვინ არის მწვრთნელი, ვინც "ქართული კატენაჩო“ დადგა? - რა უთხრა გამარჯვების შემდეგ შეგირდებს რამაზ სვანაძემ: "ეს მხოლოდ დასაწყისია, არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს"

21 ივ­ნისს გახ­სნა 21 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც, რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი სწო­რედ მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და რო­გორც პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სწო­რედ რომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზო­ბენ ევ­რო­პა­ში რან­გით მე­ო­რე სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნირ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი რან­გის ტურ­ნირს პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს, მატ­ჩე­ბი კი თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რას 8 ივ­ლისს კი, "ბა­თუ­მი არე­ნა" უმას­პინ­ძლებს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს A ჯგუფ­ში ას­პა­რე­ზობს, მას­თან ერ­თად არი­ან: ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და პორ­ტუ­გა­ლია. სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და სა­ქარ­თვე­ლო და ან­გა­რი­შით 2:0 სძლია. ამ წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი კი გახ­და ქარ­თვე­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მწყობ­რი თა­მა­ში დაც­ვა­ში.

"ქარ­თუ­ლი კა­ტე­ნა­ჩო“ - სა­ფეხ­ბურ­თო კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა უკვე ასე მო­ნათ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის რა­მაზ სვა­ნა­ძის არ­ჩე­უ­ლი სა­თა­მა­შო ტაქ­ტი­კა.

მატ­ჩის შემ­დეგ გავ­რცელ­და ვი­დეო გა­სახ­დე­ლი­დან, რო­მელ­შიც მწვრთნე­ლი შე­გირ­დებს ესა­უბ­რე­ბა:

"ძა­ლი­ან დიდ გუნდს მო­ვუ­გეთ, და კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და, რომ როცა ერ­თად ვართ, როცა ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა და ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია. მაგ­რამ ეს და­სა­წყი­სია, ჩვე­ნი აწე­უ­ლი თა­მა­სა კი­დევ უფრო მაღ­ლა ავ­წი­ეთ, მაგ­რამ კი­დევ უფრო მეტს ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დეგ თა­მაშ­ზე სულ გა­ივ­სე­ბა სტა­დი­ო­ნი. დღეს ვზე­ი­მობთ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. ეს მხო­ლოდ სა­წყი­სია, მხო­ლოდ 3 ქუ­ლაა... თუ მაღ­ლა, მაღ­ლა არ იყუ­რე­ბი, ქვე­ვით დარ­ჩე­ბი, ეს ასეა, ბი­ჭე­ბო. ჯიგ­რე­ბი ხართ, ვზე­ი­მობთ, მაგ­რამ ბელ­გი­ა­ზე ვფიქ­რობთ ხვა­ლი­დან“.

  • ვინ არის რა­მაზ სვა­ნა­ძე?

რა­მაზ სვა­ნა­ძე 1981 წლის 2 მარტს სა­ფეხ­ბურ­თო ტრა­დი­ცი­ე­ბით ცნო­ბილ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი, მა­მუ­კა სვა­ნა­ძე ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს“ ფეხ­ბურ­თლი იყო. ბიძა - ზაურ სვა­ნა­ძე კი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“ თა­მა­შობ­და. ის იყო იმ ოქ­როს გუნ­დის წევ­რი, რო­მელ­მაც 1981 წლის 13 მა­ისს თასე­ბის მფო­ბელ­თა თასი მო­ი­გო. თა­ვის დრო­ზე, ური­გო ფეხ­ბურ­თე­ლი არც თვი­თონ გახ­ლდათ, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია წვრთნის ასა­კობ­რივ გუნ­დებს.

2013-15 წლებ­ში რა­მაზ სვა­ნა­ძე თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტი გახ­ლდათ. 2015/17 წლებ­ში ის ბა­ქოს "ინ­ტერ­ში“, ასე­ვე მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ობ­და. 2019 წლის პირ­ველ მარტს კი ის სა­ქარ­თვე­ლოს 19-წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. 2021 წლის თე­ბერ­ვლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დე სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

  • რა თქვა რა­მაზ სვა­ნა­ძემ მატ­ჩის შემ­დგომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე?

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არა მხო­ლოდ 3 ქულა, არა­მედ ის მუხ­ტი, რაც შეგვძი­ნა ამ გა­მარ­ჯვე­ბამ და ეს გუნდს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვის­გა­ნაც ასე­ვე დიდი მუხ­ტი მო­დი­ო­და... და­ვა­მარ­ცხეთ ევ­რო­პის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვენ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - 3 ქულა ავი­ღეთ. მაგ­რამ ხვალ ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან იწყე­ბა, რად­გან წინ კი­დევ ორი ურ­თუ­ლე­სი მატ­ჩი გვე­ლის...

რის ხარ­ჯზე მო­ვი­გეთ? გუნ­დუ­რო­ბის და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის ხარ­ჯზე. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მა­ჟო­რულ ნოტ­ზე და­ვი­წყეთ, რაც რთუ­ლი იყო, რად­გან პირ­ვე­ლად ვთა­მა­შობთ. მაგ­რამ პირ­ვე­ლად და­ვა­მარ­ცხეთ პორ­ტუ­გა­ლია...

ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, რომ ამ მატჩში "ჩარ­ჩეს". წინ ურ­თუ­ლე­სი თა­მა­შე­ბია. ვი­მე­ო­რებ - წინ ურ­თუ­ლე­სი თა­მა­შე­ბია...

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო თუ არა მზად, რომ პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან ეთა­მა­შა? მათ­თვის ეს რთუ­ლი იყო გლაზ­გოს თა­მა­შის დროს მომ­ხდა­რი­სა და მძი­მე მგზავ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით...

ისი­ნი შუ­ა­დღი­სას შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან მათი და­ყე­ნე­ბა მა­ინც სა­რის­კო იქ­ნე­ბო­და. მათი მო­ტი­ვა­ცია მეს­მის - ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე შენს ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­ში ყვე­ლას სურს. მაგ­რამ ეს მო­ტი­ვა­ცია მა­ი­მე­დებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნა­რი და შან­სიც, სა­ბო­ლო­ოდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ..."კო­მენ­ტა­რი სრუ­ლად იხი­ლეთ აქ

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხო გითხრენ
2

თქვენ ხომ გითხრენ,არავის მივცემ უფლებას ამ თამაშით იცხოვროსო? გუშინ იზეიმე,ეხლა გაიქეცი,იყიდე ბილეთი და მოემზადე ბელგიისთვის.როცა დადგება დრო,როცა ერთი თამაშით რაიმე ღირებულს მოიგებ,მერე იზეიმეთ მთელი წელი. დაეშვით მიწაზე და მოვემზადოთ ბელგიისთვის. ფურცელზე რა წერია არ ვიცი,თუმცა ბელგია კარგი გუნდია თავისი დეკელტლაერით და ახმახი მცველებით,სადაც გაგუას გაუჭირდება თავისი კლასის ჩვენება,არც ჰოლანდია არის ნაკლები გუნდი,თავისი აიაქსის მცველებით და ვანდერვენით,რომელზეც ტაციაობა მიდდის,აიაქსის ცენტრით და თავდასხმით. პორტუგალია ჩვენთან ფავორიტი იყო,თუმცა ტურნირის არ არის. გუშინ ესპანეთი ვნახეთ,ფუნჯი აქვთ ფეხების ნაცვლად,ხატავდნენ და მოიგეს,დღეს ინგლისი ერთვება საქმეში და ფრანგები. არ ვიცი,ვის რა უნდა ან რატო,თუმცა ამ პორტუგალიას ნუ გვასაღებთ უძლეველ გუნდად. ასაკობრივ ნაკრებში წაუგებელი სერია ერთი გუნდის დამსახურება არ არის,გუშინ სხვა იყო და დღეს სხვა არის შემდგენლობაში. ნებისმიერის დამარცხება არის შესაძლებელი,თუ დაიჯერებ და ერთ გუნდად დარჩები,თუ გინდა ბრაზილია იყოს და თუ გინდა საფრანგეთი. მთავარი დაჯერება არის,ოღონ ზდმეტად არ უნდა აიჭრა ცაში,ოცნებამ არ უნდა გაგიტაცოთ,თორე მერე ჩამოვარდნა უფრო მტკივნეულია. მოვიგეთ და ჩაწერეთ სტატისტიკაში,თუმცა ტურნირზე არაფერი გვიქნია ჯერ,ადვილად შესაძლებელია გავდეთ შემდეგ ეტაპზე,თუმცა ჩარჩენაც ადვილია. ამისათვის,ორი თამაშიდან ერთი მაინც არ უნდა წავაგოთ და დიდი ალბათობით გავალთ,თუმცა ფრეზე თამაში იტალიამ იცის(კატენაჩოზე გამახსენდა),0-0 გონიათ რო იგებენ და დცვაში დგანან,ეს ჩემი სიტყვები არ არის,გვარდიოლამ თქვა.ჩვენ ვართ საქართველო და არა იტალია,ნაკრები ქვეყნის ინდენტობის ნაწილი უნდა იყოს. ემოცია,ტექნიკა და ვნება,ასე თამაშობდა ყიფიანი,როცა 100 მეტრზე კენწლით ათრევდა ბურთს.

halagaji
4

ულოცავ ყველას და პირველ რიგში ბიჭებს სამწვრთნელო გუნდს.. მაგრამ არის ერთი მაგრამ ყოველთვის ჩვენ ფეხბურთში ფსიქოლოგია. რასაც ვერ ვერევით ეს ძალოან ცუდია შეშინებული ბიჭები თითქოს წასაგებად გამოსულები უკვე მოედანზე არ მეთანხმებით?! აწიეთ თავი მაღლა და ითამაშეთ შიშის გარეშე. ამოდით დაცვიდან დროზე პრესინგი აუცილებლად და ნახავთ რასაც მიაღწევთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი შიშის გარეშე წინ მხოლოდ წინ აი ესაა ჩვენი წამალი რომ მივღწიოთ წარმატებებს. 

ავტორი:

ვინ არის მწვრთნელი, ვინც "ქართული კატენაჩო“ დადგა? - რა უთხრა გამარჯვების შემდეგ შეგირდებს რამაზ სვანაძემ: "ეს მხოლოდ დასაწყისია, არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს"

ვინ არის მწვრთნელი, ვინც "ქართული კატენაჩო“ დადგა? - რა უთხრა გამარჯვების შემდეგ შეგირდებს რამაზ სვანაძემ: "ეს მხოლოდ დასაწყისია, არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს"

21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე და როგორც პირველივე თამაშში გამოჩნდა, ქართველი ფეხბურთელები სწორედ რომ დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ასეთი რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს, მატჩები კი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს კი, "ბათუმი არენა" უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში ასპარეზობს, მასთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო და ანგარიშით 2:0 სძლია. ამ წარმატების საფუძველი კი გახდა ქართველების თანმიმდევრული და მწყობრი თამაში დაცვაში.

"ქართული კატენაჩო“ - საფეხბურთო კომენტატორებმა უკვე ასე მონათლეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის რამაზ სვანაძის არჩეული სათამაშო ტაქტიკა.

მატჩის შემდეგ გავრცელდა ვიდეო გასახდელიდან, რომელშიც მწვრთნელი შეგირდებს ესაუბრება:

"ძალიან დიდ გუნდს მოვუგეთ, და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ როცა ერთად ვართ, როცა ასეთი ერთიანობა და ასეთი სიყვარული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. მაგრამ ეს დასაწყისია, ჩვენი აწეული თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ელოდება მაყურებელი, დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშზე სულ გაივსება სტადიონი. დღეს ვზეიმობთ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ეს მხოლოდ საწყისია, მხოლოდ 3 ქულაა... თუ მაღლა, მაღლა არ იყურები, ქვევით დარჩები, ეს ასეა, ბიჭებო. ჯიგრები ხართ, ვზეიმობთ, მაგრამ ბელგიაზე ვფიქრობთ ხვალიდან“.

  • ვინ არის რამაზ სვანაძე?

რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს საფეხბურთო ტრადიციებით ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთლი იყო. ბიძა - ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. ის იყო იმ ოქროს გუნდის წევრი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფობელთა თასი მოიგო. თავის დროზე, ურიგო ფეხბურთელი არც თვითონ გახლდათ, უკვე რამდენიმე წელიწადია წვრთნის ასაკობრივ გუნდებს.

2013-15 წლებში რამაზ სვანაძე თბილისის "დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 2015/17 წლებში ის ბაქოს "ინტერში“, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის პირველ მარტს კი ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2021 წლის თებერვლიდან კი საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ხელმძღვანელობს.

  • რა თქვა რამაზ სვანაძემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე?

"მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ 3 ქულა, არამედ ის მუხტი, რაც შეგვძინა ამ გამარჯვებამ და ეს გუნდს ძალიან სჭირდებოდა. მადლობა გულშემატკივარს, ვისგანაც ასევე დიდი მუხტი მოდიოდა... დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. სასიხარულოა, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო - 3 ქულა ავიღეთ. მაგრამ ხვალ ყველაფერი ნულიდან იწყება, რადგან წინ კიდევ ორი ურთულესი მატჩი გველის...

რის ხარჯზე მოვიგეთ? გუნდურობის და ერთსულოვნების ხარჯზე. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ, რაც რთული იყო, რადგან პირველად ვთამაშობთ. მაგრამ პირველად დავამარცხეთ პორტუგალია...

ეს მხოლოდ დასაწყისია და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამ მატჩში "ჩარჩეს". წინ ურთულესი თამაშებია. ვიმეორებ - წინ ურთულესი თამაშებია...

ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული ყველა ფეხბურთელი იყო თუ არა მზად, რომ პირველი წუთებიდან ეთამაშა? მათთვის ეს რთული იყო გლაზგოს თამაშის დროს მომხდარისა და მძიმე მგზავრობის გათვალისწინებით...

ისინი შუადღისას შემოგვიერთდნენ. მაგრამ პირველივე წუთებიდან მათი დაყენება მაინც სარისკო იქნებოდა. მათი მოტივაცია მესმის - ევროპის ჩემპიონატზე შენს ქვეყანაში თამაში ყველას სურს. მაგრამ ეს მოტივაცია მაიმედებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი და შანსიც, საბოლოოდ წარმატებას მივაღწიოთ..." კომენტარი სრულად იხილეთ აქ

იხილეთ ასევე: