მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე
უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში რუ­სე­თის მხა­რეს მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი, ნო­დარ ბახ­ტუ­რი­ძე, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ტყვე­ო­ბა­შია, ამ­ბობს, რომ სურს, სა­ქარ­თვე­ლოს, ან რო­მე­ლი­მე სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვოს. ამის შე­სა­ხებ ბახ­ტუ­რი­ძე უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არხ FREEДOM-თან სა­უბ­რობს.

ბახ­ტუ­რის თქმით, ის რუ­სეთ­ში კო­ლო­ნი­ა­ში სას­ჯელს იხ­დი­და, სა­ი­და­ნაც და­ნარ­ჩენ პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის, "ვაგ­ნე­რის" რი­გებ­ში და უკ­რა­ი­ნა­ში, ომში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც ომის და­წყე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე უკ­რა­ი­ნე­ლებს ტყვედ ჩა­ბარ­და.

ბახ­ტუ­რი­ძე ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე, რო­გორც ირ­წმუ­ნე­ბა, ფრონტზე გაგ­ზავ­ნამ­დე ორი კვი­რა გა­ა­ტა­რა ლუ­განსკთან ახ­ლოს წვრთნე­ბის­თვის.

მისი თქმით, გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბას სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მოჰ­ყვე­ბო­და.

ამ­ბობს, რომ დიდი ხა­ნია თვალს ადევ­ნებს უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნებს და გულ­შე­მატ­კივ­რობს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, რად­გან იგი­ვე უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა მის სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

მისი აზ­რით, რუ­სეთ­ში არის ნამ­დვი­ლი ფა­შიზ­მი, რო­მელ­საც პრო­პა­გან­და ხელს უწყობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სებს მო­ნის ფსი­ქო­ლო­გია აქვთ, ხალ­ხი მორ­ჩი­ლია და რე­ვო­ლუ­ცი­ის გან­წყო­ბა არ აქვთ. ბახ­ტუ­რი­ძის აზ­რით, რუ­სეთ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს მხო­ლოდ მა­შინ, როცა ომის შე­დე­გე­ბი ყვე­ლას შე­ე­ხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tamari
0

Megobrebo aravin ar ibrzoda arsad is chabarda image dges

ელი
0

ვინც იცნობს იციან რომ.კაცი რომელიც იბრძოდა რუსეთის წინააგმდეგ ის არ ივრზოლებს არავითარ შემთხვევაში უკრაინის წინააგმდეგ მან ხომ წინასწარ გააფრხილა მეომრებიც და საქმის კუფსში იყო კონსულიც 

ავტორი:

უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე

უკრაინაში ტყვეობაში მყოფ ქართველს სურს, რომ თავშესაფარი საქართველოს სთხოვოს - რას ამბობს ნოდარ ბახტურიძე

რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართველი, ნოდარ ბახტურიძე, რომელიც უკრაინელების ტყვეობაშია, ამბობს, რომ სურს, საქართველოს, ან რომელიმე სხვა დემოკრატიულ ქვეყანას თავშესაფარი სთხოვოს. ამის შესახებ ბახტურიძე უკრაინულ ტელეარხ FREEДOM-თან საუბრობს.

ბახტურის თქმით, ის რუსეთში კოლონიაში სასჯელს იხდიდა, საიდანაც დანარჩენ პატიმრებთან ერთად, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" რიგებში და უკრაინაში, ომში აღმოჩნდა, სადაც ომის დაწყების მეორე დღესვე უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.

ბახტურიძე ამბობს, რომ რუსეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ასევე, როგორც ირწმუნება, ფრონტზე გაგზავნამდე ორი კვირა გაატარა ლუგანსკთან ახლოს წვრთნებისთვის.

მისი თქმით, გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი გაქცევის მცდელობას სიკვდილით დასჯა მოჰყვებოდა.

ამბობს, რომ დიდი ხანია თვალს ადევნებს უკრაინის მოვლენებს და გულშემატკივრობს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან იგივე უბედურება ხდება მის სამშობლოში, საქართველოშიც.

მისი აზრით, რუსეთში არის ნამდვილი ფაშიზმი, რომელსაც პროპაგანდა ხელს უწყობს. დარწმუნებულია, რომ რუსებს მონის ფსიქოლოგია აქვთ, ხალხი მორჩილია და რევოლუციის განწყობა არ აქვთ. ბახტურიძის აზრით, რუსეთში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მაშინ, როცა ომის შედეგები ყველას შეეხება.