პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1-ელ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო ბრუ­ნო მარსს უმას­პინ­ძლებს. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვი, კამ­პა­ნია „Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე „დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ წარ­დგე­ბა.

ბი­ლე­თე­ბი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ვებგ­ვერ­დზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასე­ვე Super App-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. მათი ფასი 125 ლა­რი­დან 1450 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა Starring Georgia -ს, თი­ბი­სი­სა და Visa-ს პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ტი­პის ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს:

  • თი­ბი­სი მოს­წავ­ლის ან სტუ­დენ­ტის Visa ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას Star Ring- ის კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლე­თებ­ზე 30% - იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებთ;
  • თი­ბი­სი Visa ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლეთ­ზე 20% ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებთ;
  • თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის Visa ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას ORBIT და VIP კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლე­თებ­ზე 30%- იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1 მომ­ხმა­რე­ბელს მაქ­სი­მუმ 4 ბი­ლე­თის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია. TKT.ge- ზე ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლე­თის ყიდ­ვას შეძ­ლებთ, Super App- ში - Star Ring- ისა და ORBIT- ის ბი­ლე­თე­ბი დაგ­ხვდე­ბათ, ხოლო BSA.ge- ზე მხო­ლოდ Star Ring- ის. BSA.ge - ზე არ იმოქ­მე­დებს თი­ბი­სის ფას­დაკ­ლე­ბა.

„Starring Georgia“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ორ­წლი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო მთე­ლი „თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის“ მას­პინ­ძე­ლი გახ­დე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ­ტის­ტე­ბი ეწ­ვე­ვი­ან, რო­მელ­თა მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ქარ­თველ მე­ლო­მა­ნებს აქამ­დე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნი­ათ. მათ შო­რი­საა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახა­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „Black Sea Arena-ს“ სცე­ნის გარ­და, კონ­ცერ­ტე­ბი შეკ­ვე­თილ­ში, თბი­ლის­სა და სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიკირტუმ
2

რას ვერ ხვდებით გმჟვრაცუების მატრაკვეცობას? წადით მამული ჩაალომბარდეთ და ბილეთი იყიდეთ.....ჰამ მელომანობასაც გამოჰკრამ ხელსა....ტყლარჭ.

თავადი ლევანი
0

რა ვიცი ,რა გითხრათ , მთავარ არხს და ტვ პირველს რომ უყურო გაგიჟდები სიღარიბის ზღვარს არის მოსახლეობის 80%. მანდ ჩასვლამდე იქნება კიდევ პრიუსების და ელანტრების საშინელი საცობი ... მოკლედ არ მივდივარ და არც ბილეთს ვყიდულობ , აქეთ მნახოს ბრუნომ :) .

ავტორი:

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს:

  • თიბისი მოსწავლის ან სტუდენტის Visa ბარათით გადახდისას Star Ring- ის კატეგორიის ბილეთებზე 30% - იან ფასდაკლებას მიიღებთ;
  • თიბისი Visa ბარათით გადახდისას ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე 20% ფასდაკლებას მიიღებთ;
  • თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ORBIT და VIP კატეგორიის ბილეთებზე 30%- იან ფასდაკლებას მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge- ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, Super App- ში - Star Ring- ისა და ORBIT- ის ბილეთები დაგხვდებათ, ხოლო BSA.ge- ზე მხოლოდ Star Ring- ის. BSA.ge - ზე არ იმოქმედებს თიბისის ფასდაკლება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

R