სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას" - კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე
"ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას" - კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე

ნამ­დვი­ლად ეტყო­ბა, სხვა ქვე­ყა­ნა­ზე სა­უბ­რობს და მე მგო­ნი, სა­ერ­თოდ აც­დე­ნი­ლია რე­ა­ლო­ბას, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის მიერ ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის (PAC) მე-12 სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის გან­მარ­ტე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­ი­ღალ­ნენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას ცდი­ლო­ბენ“, კა­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "ხში­რია, ქვეყ­ნის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი“.

თბი­ლი­სის მერი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის სხვა გან­ცხა­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კა­ლი­უ­რან­დი აღ­ნიშ­ნავს, რომ 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი არას­რუ­ლი და ხში­რად ზე­და­პი­რუ­ლია. კა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ 12-ვე რე­კო­მენ­და­ცია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს ვის­მენთ ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით. არ იფიქ­როთ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბია, ეს არის ამ ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი და სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, თუ ქვეყ­ნის გა­რეთ, ჩვენს ქვე­ყა­ნას, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ჰყავს მტრე­ბი. ჯერ რას ნიშ­ნავს - ზე­და­პი­რუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რე­კო­მენ­და­ცია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სის­თვის, პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნე­ბის­მი­ე­რი პა­რა­მეტ­რი ავი­ღოთ, უკ­რა­ი­ნა­ზე არ ვსა­უბ­რობ, მეს­მის, რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს და რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ როცა ეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის და სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო მოლ­დო­ვას ჩა­მორ­ჩე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი რბი­ლად რომ ვთქვათ, და­ცინ­ვის ღირ­სია. ავი­ღოთ ნე­ბის­მი­ე­რი პა­რა­მეტ­რი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბია და გა­ვა­კე­თოთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­და­რე­ბე­ბი, ნა­ხავთ თუ რო­გორ არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით წინ. მა­შინ, როცა არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი, როცა სტა­ტუ­სი არ მოგ­ვა­ნი­ჭეს, ესეც ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რის­თვის იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, უნ­დო­დათ, რომ ეს ქვეყ­ნის შიგ­ნით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მინ­და და­ვარ­წმუ­ნო და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ მათ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ იმის­თვის, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ, მო­ახ­დი­ნონ რა­ღაც რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს ატა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის (PAC) მე-12 სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან და სხვა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და­ი­ღალ­ნენ ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას ცდი­ლო­ბენ“. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა 12 რე­კო­მენ­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ პროგ­რე­სი დღემ­დე არას­რუ­ლი და ხში­რად ზე­და­პი­რუ­ლია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
5

კალაძე დრო მოვა და დაგიჭერენ,მხოლოდ სატრანსპორტო კოლაფსი,რომ მოგინიშნოთ, ნაცებო ძალიან ნუ გაიხარებთ თქვენც დასაჭერები ხართ,დანაშაულის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი

კახუჩელას
6

ვაი შენ პატრონს გაიხედ-გამოიხედე იქნებ მართლა დაინახო რა ხდება ამ ქვეყანაზე და იქნებ შეგრცხვეს ცოტათი მაინც,

ავტორი:

"ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას" - კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას" - კალაძე მარინა კალიურანდის განცხადებაზე

ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მარინა კალიურანდის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, "დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“, კალაძე პასუხობს, რომ "ხშირია, ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები“.

თბილისის მერი ევროპარლამენტარის სხვა განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კალიურანდი აღნიშნავს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესი არასრული და ხშირად ზედაპირულია. კალაძე მიიჩნევს, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება.

"სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. ჯერ რას ნიშნავს - ზედაპირულად შესრულებულია. ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ, უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, რამხელა უბედურება ტრიალებს და რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია. ავიღოთ ნებისმიერი პარამეტრი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებია და გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შედარებები, ნახავთ თუ როგორ არის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით წინ. მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული, უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ადამიანები მინდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით დაპირისპირება მოახდინონ, მოახდინონ რაღაც რევოლუციები. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ "ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“. ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მარინა კალიურანდმა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროგრესი დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.

ასევე იხილეთ: