პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მსიამოვნებს საქართველოში ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან" - ბექა დავითულიანი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე
"არ მსიამოვნებს საქართველოში ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან" - ბექა დავითულიანი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე

არ მსი­ა­მოვ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღე­ბით სუ­რა­თებს იღე­ბენ ძვი­რი­ან მან­ქა­ნებ­თან, მაგ­რამ ჩემს სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ არის? - რად­გან შე­მო­უშ­ვეს, საფრ­თხე­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს და ვნა­ხეთ კი­დეც, ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხოდ დას­რულ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა და­ვი­თუ­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩეჩ­ნე­თი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს იმის შე­სა­ხებ, არი­ან თუ არა ჩეჩ­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ე.წ. კა­დი­რო­ვე­ლე­ბი, და­ვი­თუ­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ „მა­მა­სის­ხლად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი“ რომ იყ­ვნენ კა­დი­როვ­თან, რუ­სეთ­ში ვერ იცხოვ­რე­ბენ.

"არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს ისე­თი ძა­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და ყო­ფი­ლი მე­რის ნახ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გო­რიც ვი­ხი­ლეთ თა­ვი­სი ეს­კორ­ტით. თუ მე­კი­თხე­ბით, არ მსი­ა­მოვ­ნებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნახ­ვა, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღე­ბით სუ­რა­თებს იღე­ბენ ძვი­რი­ან მან­ქა­ნებ­თან, მაგ­რამ ჩემს სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ არის? ალ­ბათ, ვვა­რა­უ­დობ, სა­ზღვარ­ზე ამ ადა­მი­ა­ნებს ისე­თი ფორ­მა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი არ ჰქონ­დათ, რაც მე­სა­ზღვრეს მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ მათი არ­შე­მოშ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გა­აჩ­ნდათ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, არი­ან თუ არა ისი­ნი „კა­დი­რო­ვე­ლე­ბი“ - კი, რო­გორც ვი­ცით, ერთი არის ყო­ფი­ლი მერი, რო­მე­ლიც მოხ­სნა კა­დი­როვ­მა, მე­ო­რე ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც და­ჭე­რი­ლი იყო. თუ შე­მე­კი­თხე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი არი­ან თუ არა კა­დი­როვ­თან, ისი­ნი მა­მა­სის­ხლად რომ იყ­ვნენ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, ალ­ბათ, რუ­სეთ­ში ვერ იცხოვ­რე­ბენ, ალ­ბათ, არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია რომ აღარ არის რუ­სე­თის სა­ზღვრებ­ში, ყვე­ლამ ვი­ცით.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, არა­ფე­რი ისე­თი მი­ზა­ნი არ ჰქონ­დათ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ ნა­კა­დებს და თუ რა­ი­მე გა­უ­ჭირ­დე­ბათ, იტყვი­ან, რომ რა­ღაც შე­საც­ვლე­ლია, მა­გა­ლი­თად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე. ვი­ნა­ი­დან ასე არ ხდე­ბა, სა­ზღვარ­ზე ამ ხალ­ხის შე­მოშ­ვე­ბა მოხ­და, ესე იგი საფრ­თხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნდათ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს და ვნა­ხეთ კი­დეც, რომ ყვე­ლა­ფე­რი უსაფრ­თხოდ დას­რულ­და,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
2

Მალე დიდი ამბები მოხდება. Ოცნება მაი ეუსები შეგირისირავთ და დროზე მოეგეთ გონს

 

მიხო
2

ზოგი თვითმფრინავის დანახვაზე ფორთხავს და მიწას ცხვირით თხრის, ზოგიც რუსული ბლატნოი ნომრიანი ჯიპის მერსედესების დანახვაზე, ლაჩრები ქვეყანას ვერ ააშენებს.

ავტორი:

"არ მსიამოვნებს საქართველოში ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან" - ბექა დავითულიანი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე

"არ მსიამოვნებს საქართველოში ისეთი ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან" - ბექა დავითულიანი ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებზე

არ მსიამოვნებს საქართველოში ადამიანების ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან, მაგრამ ჩემს სიამოვნებაზე ხომ არ არის? - რადგან შემოუშვეს, საფრთხეზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ძალოვან სტრუქტურებს და ვნახეთ კიდეც, ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას ჩეჩნეთიდან შემოსული პირების შესახებ.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, არიან თუ არა ჩეჩნეთიდან ჩამოსულები ე.წ. კადიროველები, დავითულიანი ამბობს, რომ „მამასისხლად დაპირისპირებულები“ რომ იყვნენ კადიროვთან, რუსეთში ვერ იცხოვრებენ.

"არავის სიამოვნებს ისეთი ძალოვანი აქცენტების მქონე ბიზნესმენების და ყოფილი მერის ნახვა საქართველოში, როგორიც ვიხილეთ თავისი ესკორტით. თუ მეკითხებით, არ მსიამოვნებს ისეთი ადამიანების საქართველოში ნახვა, რომლებიც იარაღებით სურათებს იღებენ ძვირიან მანქანებთან, მაგრამ ჩემს სიამოვნებაზე ხომ არ არის? ალბათ, ვვარაუდობ, საზღვარზე ამ ადამიანებს ისეთი ფორმალური დარღვევები არ ჰქონდათ, რაც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი არშემოშვების საფუძველი გააჩნდათ. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ისინი „კადიროველები“ - კი, როგორც ვიცით, ერთი არის ყოფილი მერი, რომელიც მოხსნა კადიროვმა, მეორე ბიზნესმენი, რომელიც დაჭერილი იყო. თუ შემეკითხებით, დაპირისპირებული არიან თუ არა კადიროვთან, ისინი მამასისხლად რომ იყვნენ დაპირისპირებული, ალბათ, რუსეთში ვერ იცხოვრებენ, ალბათ, არაკეთილგანწყობილები არიან, მაგრამ რეალური ოპოზიცია რომ აღარ არის რუსეთის საზღვრებში, ყველამ ვიცით.

რამდენადაც ვიცი, არაფერი ისეთი მიზანი არ ჰქონდათ. ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენ რუსეთიდან შემოსულ ნაკადებს და თუ რაიმე გაუჭირდებათ, იტყვიან, რომ რაღაც შესაცვლელია, მაგალითად, საკანონმდებლო დონეზე. ვინაიდან ასე არ ხდება, საზღვარზე ამ ხალხის შემოშვება მოხდა, ესე იგი საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ ძალოვან სტრუქტურებს და ვნახეთ კიდეც, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ დასრულდა,“ - განაცხადა დავითულიანმა.