პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა" - შალვა პაპუაშვილი
"ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ სუ­ლაც არ ვა­წარ­მო­ებთ დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას რუ­სეთ­თან, ეს დათ­მო­ბის კი არა, სტრა­ტე­გი­უ­ლი, მოთ­მე­ნის პო­ლი­ტი­კაა - რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი არც გა­ნი­ხი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ აწარ­მო­ებ­და.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ სუ­ლაც არ ვა­წარ­მო­ებთ დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას რუ­სეთ­თან. დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებ­დნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", რო­დე­საც 2008 წლის ომი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში რუ­სებს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. დათ­მო­ბა იყო სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მი­ყიდ­ვა, დათ­მო­ბა იყო რუ­სე­თის­თვის სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ჩვენ­თვის უპირ­ვე­ლე­სია ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სია ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა. ბოლო წლე­ბის სხვა­დას­ხვა ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბამ, კონ­ფლიქ­ტებ­მა, ომებ­მა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზი­ა­ნა, ათწლე­უ­ლე­ბით დაგ­ვხია უკან. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი უმუ­შევ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ლარი გამ­ყა­რე­ბუ­ლია, რე­ზერ­ვე­ბი ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზეა... რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ჩვენ შევ­ძე­ლით ათწ­ლი­ა­ნი მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ეს დათ­მო­ბის კი არა, სტრა­ტე­გი­უ­ლი, მოთ­მე­ნის პო­ლი­ტი­კაა. ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ გვერ­დი ავუ­ა­როთ პრო­ვო­კა­ცი­ებ­სა და სხვა­დას­ხვა საფრ­თხეს, მათ შო­რის რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე­საც. ჩვენ არც არა­ვის არა­ფერს ვუთ­მობთ, არც არა­ვის არა­ფერ­ზე ვე­ვაჭ­რე­ბით, მხო­ლოდ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებთ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. სწო­რედ ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სიმ­შვი­დე და ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა. თუ ეკო­ნო­მი­კუ­რად არ ვიქ­ნე­ბით ძლი­ე­რი და შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა გვექ­ნე­ბა, ვერც ქვე­ყა­ნას გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ და არც ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის კარს გაგ­ვი­ღე­ბენ. ღა­რი­ბი და და­სუს­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არც აფხა­ზე­ბის და ოსე­ბის­თვის არის სა­ინ­ტე­რე­სო და არც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის“,- აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც შე­ა­ფა­სა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბი­სა და ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ. რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკან დგას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ რთუ­ლია გან­სა­ზღვრო, რა არის ამ მო­ტი­ვა­ცი­ის მი­ზა­ნი“.

"ამი­ტომ ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ტი­ვა­ცი­ი­თა და მიზ­ნე­ბით. ვფიქ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს რაც მეტ ქვე­ყა­ნა­ში ექ­ნე­ბა უვი­ზოდ მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა, მით უფრო კარ­გია. თუ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რუ­სე­თის მიერ ცალ­მხრი­ვად სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფერს ცვლის. ვი­საც არ უნდა, არ წავა რუ­სეთ­ში.

რო­დე­საც პუ­ტინ­მა თქვა, რომ ქარ­თვე­ლებ­მა თა­ვად და­ვა­ყე­ნეთ ვი­ზე­ბის გა­უქ­მე­ბი­სა და ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი, იგუ­ლის­ხმა, რომ 2019 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლა შე­წყდა, არა­თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, არა­მედ ჩვენ­მა სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რებ­მა, ამე­რი­კე­ლებ­მა და ევ­რო­პე­ლებ­მა მი­მარ­თეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცია მო­ეხ­სნათ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟიმს, ეს ის სა­კი­თხია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გან­სჯის ინ­ტე­რე­სი არ არის“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა არ უგუ­ლე­ბელ­ყოფს რუ­სე­ბის შე­მოს­ვლით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო საფრ­თხე­ებს.

"სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა არ იყო საფრ­თხე და ომს გა­მოქ­ცე­უ­ლი რუ­სია საფრ­თხე?! ჩვენ არ უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ, რუ­სე­ბის შე­მოს­ვლით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო საფრ­თხე­ებს. სწო­რედ ამის­თვის არ­სე­ბობს უშიშ­რო­ე­ბი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. საფრ­თხე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თვის სი­ტუ­ა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა. ის, რომ არც ერთი საფრ­თხის რე­ა­ლი­ზე­ბა არ მოხ­და, სწო­რედ ჩვე­ნი კარ­გი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია“,- აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს, პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს არც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, ეს ნამ­დვი­ლად არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნა ოღონდ სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში. ჩვენ საქ­მი­თაც ვაჩ­ვე­ნებთ, რომ სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კა გვაქვს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თა­ნა­მოძ­მე­ებ­ში ნდო­ბის აღ­დგე­ნა და მე­ო­რე მხრივ, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, რომ ერთი სა­ხელ­მწი­ფოს ქოლ­გის ქვეშ ცხოვ­რე­ბა მათ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს. ამას არც ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას­თან აქვს კავ­ში­რი და არც უვი­ზო რე­ჟიმ­თან. ცუდი ის არის, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ი­სა და "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ნა­წილ­მა და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, რომ სი­ტუ­ა­ცი­ით უნდა გვე­სარ­გებ­ლა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი სამ­ხედ­რო გზით მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა. ჩვენ მა­შინ­ვე ვთქვით, რომ პრობ­ლე­მის სამ­ხედ­რო გზით მოგ­ვა­რე­ბა და­უშ­ვებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია. ჩვენ არ ვსა­უბ­რობთ ცა­რი­ელ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინ გაკავებთ???
0

წადით და იომეთ უკრაინაში ოკუპანტთან თუ რამის თავი გაქვთ, თუ არადა დიახაც თმენის სტრატეგიაა ყველაზე სწორი. და ამ დროს ნებისმიერი პროვოკაცია ოპოზიციიას მხრიდან დიახაც რომ სამშობლოს მტრობა და ღალატია. 

ნამუსი
6

მიცემა და თმენა ვერ გაგირჩევიათ :) 

ავტორი:

"ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა" - შალვა პაპუაშვილი

"ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი არც განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დათმობის პოლიტიკას "ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა.

"სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ "ნაციონალები", როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა... რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება. ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც შეაფასა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, "პუტინის გადაწყვეტილების უკან დგას პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ რთულია განსაზღვრო, რა არის ამ მოტივაციის მიზანი“.

"ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საკუთარი ქვეყნის მოტივაციითა და მიზნებით. ვფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეს რაც მეტ ქვეყანაში ექნება უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, მით უფრო კარგია. თუ უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ, რუსეთის მიერ ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ მიმართულებით არაფერს ცვლის. ვისაც არ უნდა, არ წავა რუსეთში.

როდესაც პუტინმა თქვა, რომ ქართველებმა თავად დავაყენეთ ვიზების გაუქმებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, იგულისხმა, რომ 2019 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა, არათუ საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა მიმართეს, რომ საქართველოსთვის დაწესებული სანქცია მოეხსნათ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ეს ის საკითხია, რომელიც ჩვენი განსჯის ინტერესი არ არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არ უგულებელყოფს რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს.

"საოკუპაციო რეჟიმის მოქალაქეების შემოსვლა არ იყო საფრთხე და ომს გამოქცეული რუსია საფრთხე?! ჩვენ არ უგულებელვყოფთ, რუსების შემოსვლით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს. სწორედ ამისთვის არსებობს უშიშროებისა და სხვა შესაბამისი სამსახურები. საფრთხეების გამოვლენისთვის სიტუაციას სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება. ის, რომ არც ერთი საფრთხის რეალიზება არ მოხდა, სწორედ ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, პაპუაშვილის განცხადებით, ეს არც განიხილება.

"რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს ნამდვილად არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ოღონდ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენ საქმითაც ვაჩვენებთ, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზ და ოს თანამოძმეებში ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომ ერთი სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ცხოვრება მათთვის მიმზიდველი იყოს. ამას არც ავიამიმოსვლის აღდგენასთან აქვს კავშირი და არც უვიზო რეჟიმთან. ცუდი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენი ოპოზიციისა და "ენჯეოების“ ნაწილმა დაიწყეს საუბარი, რომ სიტუაციით უნდა გვესარგებლა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო გზით მოგვეგვარებინა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება დაუშვებლად მიგვაჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ცარიელ ტერიტორიებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ნდობის დაბრუნება“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.