პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: სემეკი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია "Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს
დავით ნარმანია: სემეკი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია "Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და სე­მე­კის წევ­რებ­მა "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის” ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის - "Aqualia“-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის, რუს­თა­ვი­სა და მცხე­თის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. "Aqualia“-ს სა­თაო ოფის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე მხა­რე­ებ­მა იმ­სჯე­ლეს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც უზ­რუნ­ველ­ყოფს წყალ­მო­მა­რა­გე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრას.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის, მცხე­თი­სა და რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, სე­მე­კი "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის” ინ­ვეს­ტორ კომ­პა­ნია "Aqualia“-სთან აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს.

"სე­მე­კის მი­ზა­ნია მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ჩვე­ნი რე­გუ­ლი­რე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია მომ­ხმა­რე­ბელ­მა მი­ი­ღოს უწყვე­ტი, სა­ი­მე­დო და ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა. სე­მე­კის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ვე­ცა­ნით უმ­სხვი­ლე­სი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტის კომ­პა­ნი­ის "Aqualia“-ს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბი. თბი­ლი­სის, მცხე­თი­სა და რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც სა­ჭი­რო­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს. "Aqualia“ გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მსხვი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

"Aqualia“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც 2022 წელს GGU ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, მათ შო­რის "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი­სა“ და "რუს­თა­ვის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. "Aqualia“ 2022 წელს მსოფ­ლი­ო­ში წყლის მე­ნე­ჯმენ­ტის სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ად და­სა­ხელ­და. მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ "Aqualia“ ევ­რო­პა­ში სი­დი­დით მე­ო­თხე, ხოლო მსოფ­ლი­ო­ში - მე­ცხრე წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­აა. იგი ამ­ჟა­მად მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს 17 ქვეყ­ნის 30 მლნ-მდე მომ­ხმა­რე­ბელს.

ალექს
0

რას გვიპიარებთ რაჟდენ სანტექნიკელეკქტრიკთა ბრიგადირს ? პარლამენტში რა უნდა ? 

ავტორი:

დავით ნარმანია: სემეკი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია "Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

დავით ნარმანია: სემეკი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია "Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სემეკის წევრებმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორი კომპანიის - "Aqualia“-ს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს. "Aqualia“-ს სათაო ოფისში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინვესტორ კომპანია "Aqualia“-სთან აქტიურად ითანამშრომლებს.

"სემეკის მიზანია მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგების სისტემებში არსებული პრობლემები. ჩვენი რეგულირების მთავარი პრინციპია მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომსახურება. სემეკის წევრებთან ერთად გავეცანით უმსხვილესი წყალმომარაგების მენეჯმენტის კომპანიის "Aqualia“-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სხვადასხვა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემები. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია სისტემების რეაბილიტაცია, რაც საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. "Aqualia“ გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"Aqualia“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, რომელმაც 2022 წელს GGU ჯგუფში შემავალი კომპანიების, მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და "რუსთავის წყლის“ 80%-იანი წილი 180 მილიონ დოლარად შეიძინა. "Aqualia“ 2022 წელს მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ "Aqualia“ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრე წყალმომარაგების კომპანიაა. იგი ამჟამად მომსახურებას უწევს 17 ქვეყნის 30 მლნ-მდე მომხმარებელს.