პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტო ზარქუასთან: მელია ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობის კანდიდატად დარეგისტრირებას, "ოცნებასთან" კოლაბორაციად მიიჩნევს - რას პასუხობს მას ანა წითლიძე?
ფოტო ზარქუასთან: მელია ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობის კანდიდატად დარეგისტრირებას, "ოცნებასთან" კოლაბორაციად მიიჩნევს - რას პასუხობს მას ანა წითლიძე?

მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პოს­ტი ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით ვა­კან­ტუ­რია. ორი დღის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კან­დი­და­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სა­კი­თხი გუ­შინ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე და­რე­გის­ტრირ­და. ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას უახ­ლო­ეს პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე უყ­რი­ან კენ­ჭს.

ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, ენმ-ს ყო­ფილ­მა თავ­ჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ პო­ლი­ტი­კო­სის მხარ­ზე "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუაა დაყ­რდნო­ბი­ლი. მე­ლი­ას თქმით, სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კო­ლა­ბო­რა­ცია დღეს.

"ამ ადა­მი­ან­მა ბი­უ­რო­ზე და­ა­ფიქ­სი­რა სურ­ვი­ლი, გახ­დეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხე­ლით პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი. ირაკ­ლი ზარ­ქუა არ ჩანს წი­ნა­აღ­მდე­გი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კო­ლა­ბო­რა­ცია დღეს! რო­დე­საც იბ­რძვი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, ღიად რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღდმეგ, მას შემ­დეგ რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­უ­ფა­რა­ვად მი­ა­ქა­ნებს ქვე­ყა­ნას გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი ჩი­ხის­კენ; გყავს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლი შე­მად­გებ­ლო­ბით იღებს რუ­სულ კა­ნონს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბო­ბენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და ქვეყ­ნის ღირ­სე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ქარ­თვე­ლის ხალ­ხის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა­ზე, სიმ­ყა­რე­ზე, ღირ­სე­ბა­ზე და ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის პა­ტი­ვი­ცე­მა­ზე გა­დის, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტი, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი კი არა, ქვეყ­ნის მო­მავ­ლის მტე­რია. მტე­რი, რო­მელ­თან გა­მარ­ჯვე­ბაც მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით და ღირ­სე­ბი­თა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არ არის შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა, ეს არის ზუს­ტად ისე­თი­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და პრინ­ცი­პუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა, რო­გო­რიც გვაქვს ყვე­ლა კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტთან!"

მე­ლი­ას პოსტსა და გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ენმ-ს დე­პუ­ტა­ტი ანი წით­ლი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ფოტო კომ­პრო­მა­ტი არ არის და თა­ვა­დაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ზარ­ქუ­ას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო.

ანი წით­ლი­ძე:

"მე ვდებ წი­ნას­წარ და "კომ­პრო­მა­ტად" გა­მო­გად­გე­ბათ. 2015 წელს ზუგ­დიდ­ში მარ­შუტ­კის მძღო­ლე­ბის აქ­ცია იყო. ღა­მე­ებს ათე­ნებ­დნენ. მე ცხა­დია მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ამ აქ­ცი­ა­ზე მო­ვი­და სუს-ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი რე­გი­ონ­ში გოგი ნა­ჭყე­ბია. ვინც აქ­ცი­ა­ზე ვი­დე­ქით (ასე 30 ადა­მი­ა­ნი) ხელი ჩა­მოგ­ვარ­თვა ყვე­ლას. ცხა­დია მეც. ეგ ფოტო სა­დაც მარ­ტო მე და გოგი ვჩან­დით რო­გორ ვარ­თმევ ხელს და მი­ღი­მის, მერე გა­მო­მიქ­ვეყ­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ტექ­სტით რაც ბეჟაშ­ვილ­ზე მოხ­და. ის ადა­მი­ა­ნე­ბი მერე მა­გას რომ და­ათ­რევ­დნენ სად არი­ან აღარ ვი­ტყვი.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ბეჟაშ­ვი­ლის ვიცე-სპი­კე­რო­ბას - ვიცე სპი­კე­რო­ბის კვო­ტა არის ოპო­ზი­ცი­ის. უფრო სწო­რედ ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფრაქ­ცი­ის. წი­ნა­ზე ჩვენ რომ არ ვი­ყა­ვით პარ­ლა­მენ­ტში ამი­ტომ აირ­ჩია ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ოც­ნე­ბამ "ოპო­ზი­ცი­ი­დან ვიცე სპი­კე­რად" რო­მე­ლიც მერე მი­შა­ზე იძახ­და პო­ლიტ პა­ტი­მა­რი არ არი­სო. ახლა ან ჩვენ უნდა წარ­გვედ­გი­ნა ან ჩვენს შემ­დეგ თუ ჩვენ არ წარ­ვად­გენ­დით წა­რად­გენ­და "ხალ­ხის ძალა" ყა­ვე­ლაშ­ვილ/ხუნ­და­ძე.

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღებ­დით იმას, რომ ვიცე - სპი­კე­რი ოპო­ზო­ცი­ი­დან ან კო­ლექ­ტი­უ­რი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და ან ფრი­დონ ინ­ჯია. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან სწო­რად მო­ვი­ქე­ცით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ გა­რან­ტია აირ­ჩე­ვა თუ არა ჩვე­ნი წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი არ არ­სე­ბობს. ჩა­აგ­დე­ბენ, კი­დევ და­ვა­ყე­ნებთ, კი­დევ ჩა­აგ­დე­ბენ კი­დევ - მაგ­რამ კო­ლექ­ტი­უ­რი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლე­ბის არ­ჩე­ვის მარ­ტი­ვად სა­შუ­ა­ლე­ბას არ მივ­ცემთ.

კა­ნონ­ში და რეგ­ლა­მენ­ტში პირ­და­პირ წე­რია, რომ ეგ კვო­ტა არის მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის. ამი­ტომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მის კე­თილ ნე­ბა­ზე ეს არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ან მო­უ­წევს მხა­რი და­უ­ჭი­როს ან ჩა­აგ­დებს და აირ­ჩევს სა­ტე­ლიტ კო­ლექ­ტი­ურ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლებს.

ახლა იმა­ზე რაც იკად­რეთ: შუბ­ლის­ძარ­ღვს თუ გა­ი­წყვი­ტავთ - რა თქმა უნდა ყვე­ლაფ­რის კად­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. უბ­რა­ლოდ ამის ფასს გა­და­იხ­დით ამომ­რჩე­ველ­თან.ჩემი და ზარ­ქუ­ას ფო­ტო­საც გი­დებთ "კომ­პრო­მა­ტად." თქვენს პო­ლი­ტი­კუ­რად გა­კოტ­რე­ბულ ამ­ბავს იქ­ნებ ესეც გა­მო­გად­გეთ და რამე ნი­უ­სი შექ­მნათ.

აქ წა­ლენ­ჯი­ხა­ზე ვკა­მა­თობთ, ამის შემ­დეგ გა­რეთ გა­ვაგ­რძე­ლეთ კა­მა­თი. ისე ქო­ცებ­თან უფრო ახლო ფო­ტო­ე­ბიც არ­სე­ბობს თქვე­ნი ვიწ­რო გუნ­დი­დან ეროვ­ნულ თუ მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე. ფო­კუ­სის გამ­სწო­რე­ბელს არ გავ­ხართ, სამ­წუ­ხა­როდ.რო­გორ ას­რუ­ლე­ბენ ასეთ დროს მი­ნა­ხავს. ასე­ვე სამ­წუ­ხა­როდ.კო­მენ­ტა­რებს ამ სა­ღა­მოს ვერ წა­ვი­კი­თხავ, მძი­მე დღე მქონ­და და ვი­თი­შე­ბი დრო ისე ცხა­დად ანა­ხებს ყვე­ლა­ფერს რო­გორც და­გი­ბა­რე­ბი­ათ და რო­გორც არა­სო­დეს. ვი­საც არ ეხე­ბა ეს სტა­ტუ­სი ბო­დი­ში. ვი­საც ეხე­ბა თავს ამო­იც­ნობს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორდე
1

თქვენ ერთმანეთს რაც გინდათ ის უქენით მეცოცხეებო, მაგრამ ნაცი არანაირ თანამდებობაზე არ დაინიშნება არანაირი კვოტითო, გარკვევით ითქვა გუშინ 18 მაისს!

......
0

მელია-ზარქუა😆 ერთი აწყობს საქმეებს, მეორე ამხელს, მაგრები ხართ მეგრელებო❤

ავტორი:

ფოტო ზარქუასთან: მელია ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობის კანდიდატად დარეგისტრირებას, "ოცნებასთან" კოლაბორაციად მიიჩნევს - რას პასუხობს მას ანა წითლიძე?

ფოტო ზარქუასთან: მელია ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობის კანდიდატად დარეგისტრირებას, "ოცნებასთან" კოლაბორაციად მიიჩნევს - რას პასუხობს მას ანა წითლიძე?

მას შემდეგ, რაც ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის პოსტი დაიკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციის კვოტით ვაკანტურია. ორი დღის გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კანდიდატი სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი იქნება. საკითხი გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას უახლოეს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის დარეგისტრირების შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკოსის მხარზე "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუაა დაყრდნობილი. მელიას თქმით, სწორედ ასე გამოიყურება კოლაბორაცია დღეს.

"ამ ადამიანმა ბიუროზე დააფიქსირა სურვილი, გახდეს ქართული ოცნების ხელით პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ირაკლი ზარქუა არ ჩანს წინააღმდეგი, ასე გამოიყურება კოლაბორაცია დღეს! როდესაც იბრძვი ავტორიტარული, ღიად რუსული რეჟიმის წინააღდმეგ, მას შემდეგ რაც ხელისუფლება დაუფარავად მიაქანებს ქვეყანას გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური ჩიხისკენ; გყავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც სრული შემადგებლობით იღებს რუსულ კანონს, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები და ქვეყნის ღირსებისა და ევროპული კურსის შენარჩუნება ქართველის ხალხის პრინციპულობაზე, სიმყარეზე, ღირსებაზე და ისტორიული არჩევანის პატივიცემაზე გადის, ქართული ოცნების დეპუტატი, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი კი არა, ქვეყნის მომავლის მტერია. მტერი, რომელთან გამარჯვებაც მხოლოდ მორალური უპირატესობით და ღირსებითა და პრინციპულობით შეიძლება. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის ზუსტად ისეთივე ღირებულებითი და პრინციპული შეუთავსებლობა, როგორიც გვაქვს ყველა კოლაბორაციონისტთან!"

მელიას პოსტსა და გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ფოტო კომპრომატი არ არის და თავადაც გამოაქვეყნა ზარქუასთან გადაღებული ფოტო.

ანი წითლიძე:

"მე ვდებ წინასწარ და "კომპრომატად" გამოგადგებათ. 2015 წელს ზუგდიდში მარშუტკის მძღოლების აქცია იყო. ღამეებს ათენებდნენ. მე ცხადია მათთან ერთად ვიყავი. ამ აქციაზე მოვიდა სუს-ის მაშინდელი უფროსი რეგიონში გოგი ნაჭყებია. ვინც აქციაზე ვიდექით (ასე 30 ადამიანი) ხელი ჩამოგვართვა ყველას. ცხადია მეც. ეგ ფოტო სადაც მარტო მე და გოგი ვჩანდით როგორ ვართმევ ხელს და მიღიმის, მერე გამომიქვეყნეს დაახლოებით იგივე ტექსტით რაც ბეჟაშვილზე მოხდა. ის ადამიანები მერე მაგას რომ დაათრევდნენ სად არიან აღარ ვიტყვი.

ახლა რაც შეეხება ბეჟაშვილის ვიცე-სპიკერობას - ვიცე სპიკერობის კვოტა არის ოპოზიციის. უფრო სწორედ ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის. წინაზე ჩვენ რომ არ ვიყავით პარლამენტში ამიტომ აირჩია ლევან იოსელიანი ოცნებამ "ოპოზიციიდან ვიცე სპიკერად" რომელიც მერე მიშაზე იძახდა პოლიტ პატიმარი არ არისო. ახლა ან ჩვენ უნდა წარგვედგინა ან ჩვენს შემდეგ თუ ჩვენ არ წარვადგენდით წარადგენდა "ხალხის ძალა" ყაველაშვილ/ხუნდაძე.

შესაბამისად, მივიღებდით იმას, რომ ვიცე - სპიკერი ოპოზოციიდან ან კოლექტიური ყაველაშვილი გვეყოლებოდა ან ფრიდონ ინჯია. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოვიქეცით, მიუხედავად იმისა რომ გარანტია აირჩევა თუ არა ჩვენი წარდგენილი კანდიდატი არ არსებობს. ჩააგდებენ, კიდევ დავაყენებთ, კიდევ ჩააგდებენ კიდევ - მაგრამ კოლექტიური ყაველაშვილების არჩევის მარტივად საშუალებას არ მივცემთ.

კანონში და რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ ეგ კვოტა არის მხოლოდ ოპოზიციის. ამიტომ ქართული ოცნების ხმების მიუხედავად მის კეთილ ნებაზე ეს არ არის დამოკიდებული. ან მოუწევს მხარი დაუჭიროს ან ჩააგდებს და აირჩევს სატელიტ კოლექტიურ ყაველაშვილებს.

ახლა იმაზე რაც იკადრეთ: შუბლისძარღვს თუ გაიწყვიტავთ - რა თქმა უნდა ყველაფრის კადრება შეგიძლიათ. უბრალოდ ამის ფასს გადაიხდით ამომრჩეველთან.ჩემი და ზარქუას ფოტოსაც გიდებთ "კომპრომატად." თქვენს პოლიტიკურად გაკოტრებულ ამბავს იქნებ ესეც გამოგადგეთ და რამე ნიუსი შექმნათ.

აქ წალენჯიხაზე ვკამათობთ, ამის შემდეგ გარეთ გავაგრძელეთ კამათი. ისე ქოცებთან უფრო ახლო ფოტოებიც არსებობს თქვენი ვიწრო გუნდიდან ეროვნულ თუ მუნიციპალურ დონეზე. ფოკუსის გამსწორებელს არ გავხართ, სამწუხაროდ.როგორ ასრულებენ ასეთ დროს მინახავს. ასევე სამწუხაროდ.კომენტარებს ამ საღამოს ვერ წავიკითხავ, მძიმე დღე მქონდა და ვითიშები დრო ისე ცხადად ანახებს ყველაფერს როგორც დაგიბარებიათ და როგორც არასოდეს. ვისაც არ ეხება ეს სტატუსი ბოდიში. ვისაც ეხება თავს ამოიცნობს".