პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი" - თინა ხიდაშელი
"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი" - თინა ხიდაშელი

5%-იანი ბა­რი­ე­რი არის შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ას“ თავ­მჯდო­მა­რემ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტში 1 ან 2-კა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბი ხვდე­ბი­ან.

"მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუ ბა­რი­ერს არ და­წევს, სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვამ­ბობ. მე იმ ადა­მი­ა­ნებს ვე­კუთ­ვნი, რო­მე­ლიც 5%-იან ბა­რი­ერს უყუ­რებს, რო­გორც შანსს ამ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის. 2020-ში რაც მოხ­და, ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა, ეს იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ უკი­დუ­რე­სად ჭკვი­ა­ნუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­საც მან ზუს­ტად იცო­და, რომ ერთ კა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბი ამ თა­ვი­ანთ პა­ტა­რა ამ­ბი­ცი­ებს ვერ გა­და­ლა­ხავ­დნენ, ვერ გა­და­ა­ბი­ჯებ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღებთ 1-2 კა­ცი­ან პარ­ტი­ებს პარ­ლა­მენ­ტში. ყვე­ლას გა­უჩ­ნდა გან­ცდა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში თვი­თონ გახ­დე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და და­ნარ­ჩე­ნის ღელ­ვა აღარ ჰქონ­და. ეს იყო კა­ტას­ტრო­ფა, ხოლო 5%-იანი ბა­რი­ე­რი არის შან­სი სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და "ლე­ლოს“ ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რაც მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრს შექ­მნის სხვა პარ­ტი­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის.

"მე ჩემი ფორ­მუ­ლაც კი მაქვს, რა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­თავ­რე­ბას და ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე რე­ა­ლურ წარ­მა­ტე­ბას. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ხელი უნდა ჩა­მო­არ­თვან ერ­თმა­ნეთს, ერთ მა­გი­დას­თან უნდა დას­ხდნენ და გა­ა­ჩი­ნონ მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი და ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ ქვე­ყა­ნას აქვს შან­სი, რომ 2024 წელს გავ­ძვრეთ და გა­დავ­რჩეთ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მე გარ­წმუ­ნებთ, რომ ან ორი პარ­ტია გვე­ყო­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ან უფრო მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით სამი, მე­სა­მე იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

ამას­თან, თინა ხი­და­შელ­მა გა­და­ცე­მა­ში ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზეც ისა­უბ­რა და რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს "ქოლ-ცენ­ტრებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნო­და.

"ოპო­ნენ­ტის შან­ტა­ჟი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა, ყო­ფი­ლის და დღე­ვან­დე­ლის ხელ­წე­რად იქცა, ამი­ტომ არა­ვი­თა­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბა­ვიც ამ მიზ­ნე­ბით არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი გვა­შო­რებს და უკვე ვხე­დავთ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ ხაზს - კრი­ტი­კუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დას­დე­ვენ იმ "ქოლ-ცენ­ტრებს", რო­მელ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ან ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კვა­ლი იკ­ვე­თე­ბა, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ კვი­რას ხსნის მო­რიგ საქ­მეს, ან გვამ­ცნობს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე მო­რიგ საქ­მე­ზე, სა­დაც ფი­გუ­რი­რებს მათ­თან პო­ლი­ტი­კუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რი საქ­მე აქვს, ეს საქ­მე­ე­ბი რა­ღაც წეს­რი­გის მი­ხედ­ვით და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნელ-ნელა, "პორ­ცია-პორ­ცია“ გა­ი­გებს ამ ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ. ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სუს-ს არ სცოდ­ნო­და“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

წერილი გაასაჯაროვე მამუკ, წერილი! გახარიამ რომ მოგწერა ვითომ! შე თაღლითო შენა!

ნინორე
3

გახარიაც და ხაზარაძეც ორივე ერთნაირი თაღლითია.

ავტორი:

"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი" - თინა ხიდაშელი

"გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი" - თინა ხიდაშელი

5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის განმარტებით, ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში 1 ან 2-კაციანი პარტიები ხვდებიან.

"მადლობას გადავუხდი ხელისუფლებას, თუ ბარიერს არ დაწევს, სრული სერიოზულობით ვამბობ. მე იმ ადამიანებს ვეკუთვნი, რომელიც 5%-იან ბარიერს უყურებს, როგორც შანსს ამ ქვეყნის გადარჩენის. 2020-ში რაც მოხდა, ეს იყო კატასტროფა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ უკიდურესად ჭკვიანურად განხორციელებული სპეცოპერაცია ოპოზიციის წინააღმდეგ, როდესაც მან ზუსტად იცოდა, რომ ერთ კაციანი პარტიები ამ თავიანთ პატარა ამბიციებს ვერ გადალახავდნენ, ვერ გადააბიჯებდნენ, შესაბამისად, მივიღებთ 1-2 კაციან პარტიებს პარლამენტში. ყველას გაუჩნდა განცდა, რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში თვითონ გახდებოდა პარლამენტის წევრი და დანარჩენის ღელვა აღარ ჰქონდა. ეს იყო კატასტროფა, ხოლო 5%-იანი ბარიერი არის შანსი საქართველოს გადარჩენისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, 2024 წლის არჩევნებში წარმატების ფორმულა პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და "ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თანამშრომლობა იქნება, რაც მიზიდულობის ცენტრს შექმნის სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის.

"მე ჩემი ფორმულაც კი მაქვს, რა უზრუნველყოფს საქართველოში "ქართული ოცნების“ დამთავრებას და ოპოზიციურ ფლანგზე რეალურ წარმატებას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი და ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ 2024 წელს გავძვრეთ და გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ან ორი პარტია გვეყოლება პარლამენტში, ან უფრო მაღალი ალბათობით სამი, მესამე იქნება რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამასთან, თინა ხიდაშელმა გადაცემაში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონოდა.

"ოპონენტის შანტაჟი სისხლის სამართლის საქმეებით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებათა, ყოფილის და დღევანდელის ხელწერად იქცა, ამიტომ არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს კონკრეტული ამბავიც ამ მიზნებით არ იქნება გამოყენებული. ჩვენ არჩევნებამდე წელიწად ნახევარი გვაშორებს და უკვე ვხედავთ ძალიან კონკრეტულ ხაზს - კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენლები დასდევენ იმ "ქოლ-ცენტრებს", რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ან ყოფილი წარმომადგენლების კვალი იკვეთება, ხოლო ხელისუფლება ყოველ კვირას ხსნის მორიგ საქმეს, ან გვამცნობს გამოძიების მიმდინარეობაზე მორიგ საქმეზე, სადაც ფიგურირებს მათთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფის წარმომადგენლები და ეს გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას ბევრი საქმე აქვს, ეს საქმეები რაღაც წესრიგის მიხედვით დალაგებული აქვს და პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად საზოგადოება ნელ-ნელა, "პორცია-პორცია“ გაიგებს ამ ამბების შესახებ. ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შეუძლებელია ეს სუს-ს არ სცოდნოდა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.