პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"
აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"

სე­ვას­ტო­პო­ლის ნავ­თო­ბის სა­წყობ­ში ხან­ძა­რი 29 აპ­რილს გაჩ­ნდა. და­იწ­ვა ოთხი ცის­ტერ­ნა, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სე­ვას­ტო­პო­ლის რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის თქმით, თავ­დას­ხმა დრო­ნე­ბით მოხ­და. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სე­ვას­ტო­პოლ­ზე თავ­დას­ხმის დღეს თქვა, რომ კონ­ტრშე­ტე­ვი­სას უკ­რა­ი­ნის ჯარი აპი­რებს და­იბ­რუ­ნოს კონ­ტრო­ლი რუ­სე­თის მიერ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მათ შო­რის ყი­რიმ­ზეც. უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თის დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უ­კის გან­ცხა­დე­ბით, საწ­ვა­ვის ავზზე თავ­დას­ხმა კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბის­თვის მზა­დე­ბის ნა­წი­ლია.

იწ­ვის ნავ­თო­ბა­ზა ოკუ­პი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში

გარ­და ამი­სა, 1-ლ მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში, ბრი­ანსკის ოლ­ქში რკინ­გი­ზის ხაზ­ზე აფეთ­ქე­ბის თა­ო­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც მა­ტა­რებ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა ლი­ან­და­გი­დან გა­და­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, ამოქ­მედ­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. რუ­სე­თის ბრი­ანსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სან­დრ ბო­გო­მა­ზის თქმით, მომ­ხდარ­ში უკ­რა­ი­ნაა დამ­ნა­შა­ვე. მი­სი­ვე ცნო­ბით, 2 მა­ი­სის დი­ლით უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სტა­რო­დუბსკის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი კურ­კო­ვი­ჩიც და­ბომ­ბეს.

აფეთ­ქე­ბა რუ­სეთ­ში, ბრი­ანსკის ოლ­ქში

"არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა, არც და­შა­ვე­ბუ­ლა. და­ბომბვის შე­დე­გად ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი“, - აღ­ნიშ­ნა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა.

Sunday Times-ის ცნო­ბით კი, უკ­რა­ი­ნის ჯარ­ში სამ­ხედ­რო მა­სა­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი სწრა­ფად ით­ვი­სე­ბენ 230 ახალ და გა­ნახ­ლე­ბულ და­სავ­ლურ ტანკს, ძი­რი­თა­დი შე­ტე­ვის­თვის სა­ჭი­რო სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის­თვის საკ­მა­რი­სი ია­რა­ღი მა­ინც არ აქვთ. გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, უკ­რა­ი­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია მა­ინც გა­და­ვი­დეს კონ­ტრი­ე­რიშ­ზე.

"და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­საც აქვთ თა­ვი­ან­თი შე­ზღუდ­ვე­ბი. პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხის სირ­თუ­ლე­ე­ბის გარ­და, თავს იჩენს პრობ­ლე­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბის მი­წო­დე­ბა­შიც. უკ­რა­ი­ნას არ აძ­ლე­ვენ "ფან­ტომ-16"-ის (F-16) ტი­პის ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს და 300 კი­ლო­მეტრზე მეტი რა­დი­უ­სის მქო­ნე ATACMS-ის რა­კე­ტებს. გარ­და ამი­სა, ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ერთ თვე­ში უფრო მეტ 155 მმ-იან ჭურვს ხარ­ჯა­ვენ, ვიდ­რე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აწარ­მო­ებს წე­ლი­წად­ში", - წერს Sunday Times-ი.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, და­სავ­ლე­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს ახალ სა­წარ­მოო ობი­ექ­ტებ­ში, მაგ­რამ ამას დრო სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამ თე­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორ ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილს.

- სე­ვას­ტო­პოლ­ში, ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, სულ უფრო მძაფ­რდე­ბა მო­ლო­დი­ნი, რომ უკ­რა­ი­ნა სულ მალე და­ი­წყებს მას­შტა­ბურ კონ­ტრშე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ას...

- რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ზე ღია სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნას მი­ე­ცა სრუ­ლი უფ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბი, რო­გორც რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ასე­ვე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, რად­გან ეს არის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ომი ორ მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის და არა ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, რო­გორც ამას კრემლში ამ­ბო­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან შე­ტე­ვე­ბი გახ­შირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ უკ­რა­ი­ნა წი­ნას­წარ არა­ერ­თხელ და­ა­ნონ­სე­ბულ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე გა­და­ვა.

- და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნას არ აქვს საკ­მა­რი­სი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბა და რომ ევ­რო­პა­საც, რო­მე­ლიც მას სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას აწ­ვდი­და, აქვს თა­ვი­სი ლი­მი­ტი. ამას ემა­ტე­ბა Sunday Times-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "უკ­რა­ი­ნა მზად არ არის დიდი კონ­ტრშე­ტე­ვის და­სა­წყე­ბად, მაგ­რამ კი­ევს სხვა გზა არ აქვს"... თქვე­ნი აზ­რით, ასე­თი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე მა­ინც შეძ­ლებს უკ­რა­ი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

- ის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა, რაც უკ­რა­ი­ნას ამ ეტაპ­ზე აქვს, არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ წა­მო­ი­წყოს სე­რი­ო­ზუ­ლი იე­რი­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, მთა­ვა­რი ისაა, რომ ეს კონ­ტრი­ე­რი­შე­ბი კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და გათ­ვლი­ლი იყოს, რად­გან თუ პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რე მცდე­ლო­ბის­თვის მას არც ძალა და არც სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ დარ­ჩე­ბა. ამი­ტო­მაც, უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი არ ჩქა­რობს და მსგავ­სი კონ­ტრი­ე­რი­შე­ბის და­სა­წყე­ბად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ემ­ზა­დე­ბა.

- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა რუ­სე­თის მხრი­დან მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვა?

- რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ შო­რის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, აქვს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ უკ­რა­ი­ნა აპი­რებს კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე გა­დას­ვლას. ამი­ტომ მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბით ამის შე­ფერ­ხე­ბას ცდი­ლობს და ეს, რა თქმა უნდა, გაგ­რძელ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის სა­რა­კე­ტო და სა­ა­ვი­ა­ციო და­ბომბვე­ბი უფრო და უფრო მო­ი­მა­ტებს.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას ემ­ხრო­ბი­ან. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად დი­დია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის შან­სი და რო­დის შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ?

- უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა ამ ომში შემ­დე­გია: იგი ცდი­ლობს კონ­ტრი­ე­რი­შე­ბით მო­ი­პო­ვოს უპი­რა­ტე­სო­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ტე­რი­ტო­რია, რომ შემ­დგომ, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან მეტი არ­გუ­მენ­ტი ჰქონ­დეს თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

უშუ­ა­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. რო­გორც ეტყო­ბა, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ფრონ­ტის ხაზ­ზე მძი­მე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყე­ბა.

- ომის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა თუ არა რუ­სეთ­ში უფრო მას­შტა­ბუ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა?

- რუ­სეთ­მა გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ნაკ­ლებ 300 000 ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ფაქ­ტია, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად მას ცო­ცხა­ლი ძალა ჰყავს, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უკ­რა­ი­ნა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე გა­და­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სეთ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ერთი თვის წინ რუ­სე­თის დუ­მამ და­ამ­ტკი­ცა კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯარ­ში გაწ­ვე­ვის ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე გა­ეგ­ზავ­ნე­ბათ, ხოლო 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვალ­დე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან გა­მო­ცხად­დნენ კო­მი­სა­რი­ატ­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ჩა­ით­ვლე­ბი­ან დე­ზერ­ტი­რე­ბად, აეკ­რძა­ლე­ბათ მან­ქა­ნის მარ­თვა, და­ებ­ლო­კე­ბათ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ვერ შეძ­ლე­ბენ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას. ასე რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი სწრა­ფად მო­ახ­დენს ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას. თუმ­ცა პრობ­ლე­მა მათი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბაა: რუ­სე­თის­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვა, შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სა­ჭი­რო დო­ნე­ზე გაწ­ვრთნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი ანი შა­ვიშ­ვი­ლი

ავტორი:

აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"

აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე: არის თუ არა ეს უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევის დასაწყისი: "მალე ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება გაჩაღდება"

სევასტოპოლის ნავთობის საწყობში ხანძარი 29 აპრილს გაჩნდა. დაიწვა ოთხი ცისტერნა, არავინ დაშავებულა. სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის თქმით, თავდასხმა დრონებით მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სევასტოპოლზე თავდასხმის დღეს თქვა, რომ კონტრშეტევისას უკრაინის ჯარი აპირებს დაიბრუნოს კონტროლი რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმზეც. უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების წარმომადგენლის ნატალია გუმენიუკის განცხადებით, საწვავის ავზზე თავდასხმა კონტრშეტევის დაწყებისთვის მზადების ნაწილია.

იწვის ნავთობაზა ოკუპირებულ სევასტოპოლში

გარდა ამისა, 1-ლ მაისს გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში, ბრიანსკის ოლქში რკინგიზის ხაზზე აფეთქების თაობაზე, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა. ოფიციალური ცნობით, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, მომხდარში უკრაინაა დამნაშავე. მისივე ცნობით, 2 მაისის დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩიც დაბომბეს.

აფეთქება რუსეთში, ბრიანსკის ოლქში

"არავინ დაღუპულა, არც დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

Sunday Times-ის ცნობით კი, უკრაინის ჯარში სამხედრო მასალების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სწრაფად ითვისებენ 230 ახალ და განახლებულ დასავლურ ტანკს, ძირითადი შეტევისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი იარაღი მაინც არ აქვთ. გამოცემის შეფასებით, უკრაინა იძულებულია მაინც გადავიდეს კონტრიერიშზე.

"დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი შეზღუდვები. პოლიტიკური სახის სირთულეების გარდა, თავს იჩენს პრობლემა შეიარაღების თანამედროვე სისტემების მიწოდებაშიც. უკრაინას არ აძლევენ "ფანტომ-16"-ის (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლებს და 300 კილომეტრზე მეტი რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებს. გარდა ამისა, ამჟამად უკრაინელები ერთ თვეში უფრო მეტ 155 მმ-იან ჭურვს ხარჯავენ, ვიდრე შეერთებული შტატები აწარმოებს წელიწადში", - წერს Sunday Times-ი.

გამოცემის თანახმად, დასავლეთი ინვესტიციას ახორციელებს ახალ საწარმოო ობიექტებში, მაგრამ ამას დრო სჭირდება. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს.

- სევასტოპოლში, ნავთობბაზაზე თავდასხმის შემდეგ, სულ უფრო მძაფრდება მოლოდინი, რომ უკრაინა სულ მალე დაიწყებს მასშტაბურ კონტრშეტევით ოპერაციას...

- რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ღია სამხედრო თავდასხმის შემდეგ, უკრაინას მიეცა სრული უფლება განახორციელოს საპასუხო დარტყმები, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზეც, რადგან ეს არის სრულფასოვანი ომი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის და არა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას კრემლში ამბობენ. აქედან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან შეტევები გახშირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა წინასწარ არაერთხელ დაანონსებულ ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადავა.

- დასავლური მედიის ცნობით, უკრაინას არ აქვს საკმარისი სამხედრო შესაძლებლობა და რომ ევროპასაც, რომელიც მას სამხედრო დახმარებას აწვდიდა, აქვს თავისი ლიმიტი. ამას ემატება Sunday Times-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, "უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დასაწყებად, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს"... თქვენი აზრით, ასეთი ვითარების ფონზე მაინც შეძლებს უკრაინა წარმატებული მასშტაბური შეტევის განხორციელებას?

- ის სამხედრო დახმარება, რაც უკრაინას ამ ეტაპზე აქვს, არის საკმარისი იმისთვის, რომ წამოიწყოს სერიოზული იერიში სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს კონტრიერიშები კარგად გაანალიზებული და გათვლილი იყოს, რადგან თუ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მეორე მცდელობისთვის მას არც ძალა და არც საშუალება აღარ დარჩება. ამიტომაც, უკრაინის გენშტაბი არ ჩქარობს და მსგავსი კონტრიერიშების დასაწყებად საფუძვლიანად ემზადება.

- მოსალოდნელია თუ არა რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევა?

- რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის სამხედრო ხელმძღვანელობას, აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა აპირებს კონტრიერიშებზე გადასვლას. ამიტომ მასიური სარაკეტო დარტყმებით ამის შეფერხებას ცდილობს და ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთის სარაკეტო და საავიაციო დაბომბვები უფრო და უფრო მოიმატებს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია მოლაპარაკებების დაწყების შანსი და როდის შეიძლება ველოდოთ?

- უკრაინის პოლიტიკა ამ ომში შემდეგია: იგი ცდილობს კონტრიერიშებით მოიპოვოს უპირატესობა, გაათავისუფლოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რომ შემდგომ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მოლაპარაკების მაგიდასთან მეტი არგუმენტი ჰქონდეს თავისი პოზიციების გასამყარებლად.

უშუალოდ მოლაპარაკებების დაწყებაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ეტყობა, უახლოეს დღეებში ფრონტის ხაზზე მძიმე სამხედრო დაპირისპირება დაიწყება.

- ომის გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება თუ არა რუსეთში უფრო მასშტაბური მობილიზაციის გამოცხადება?

- რუსეთმა გასული წლის შემოდგომაზე განახორციელა არანაკლებ 300 000 ადამიანის მობილიზება. ფაქტია, რომ მეტ-ნაკლებად მას ცოცხალი ძალა ჰყავს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე გადავა. აქედან გამომდინარე, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება სრულიად მოსალოდნელია. ერთი თვის წინ რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს ჯარში გაწვევის ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნებათ, ხოლო 20 დღის განმავლობაში ვალდებულნი იქნებიან გამოცხადდნენ კომისარიატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩაითვლებიან დეზერტირებად, აეკრძალებათ მანქანის მართვა, დაებლოკებათ საბანკო ანგარიშები და რაც მთავარია, ვერ შეძლებენ ქვეყნის დატოვებას. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სწრაფად მოახდენს ხალხის მობილიზაციას. თუმცა პრობლემა მათი საბრძოლო მოქმედებებისთვის მომზადებაა: რუსეთისთვის რთული იქნება ერთდროულად ამდენი ადამიანის სათანადოდ აღჭურვა, შეიარაღება და საჭირო დონეზე გაწვრთნა.

იხილეთ ასევე:

ავტორი ანი შავიშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"