ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან ხმები არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია.
მომღერლის თქმით, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია. როგორც ნუცა ამბობს, მთავარი სურვილი, რაც ბავშვობიდან ჰქონდა, აისრულა.
"ახლა გავხსენი ტელეფონი და ძალიან ბევრი წერილი და ზარი მივიღე, ზუსტად ვიცი, როგორც განიცდით, როგორც მგულშემატკივრობდით. რადგან წინა ლაივში ჟიურიმ შემარჩია, იმიტომ შევარჩიე ეს სიმღერა Show must go on (შოუ უნდა გაგრძელდეს), მინდოდა ჩემი მესიჯი დამეტოვებინა. რომ ვიყავი ტოპ 12 კონკურსანტს შორის, ეს ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა და სულ არ მაქვს ის განცდა, რომ თუ ტოპ 10 კონკურსანტში ვერ მოვხვდი, ამით დამთავრდა ყველაფერი - პირიქით დილიდან ძალიან ბედნიერი ვარ. მე ამას ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდა. აქაურებისგან, ზოგისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ზოგსაც ძალიან დიდი აგრესია ჰქონდა, რაც მესმის. ცხადია, რომ ჩამოდიხარ "ამერიკის ვარსკვლავში", არ არის მარტივი. უნდათ თავიანთი ჟანრი გაიყვანონ ფინალში, რასაც უსმენენ. ქანთრის 6 მომღერალია დარჩენილი შოუში.
მე ვიცი, რომ მთელი საქართველო მგულშემატკივრობდა, ყველა ქართველი ემიგრანტი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, თქვენ კარგად იცით ჩემი ხასიათი. რადგან აქ ჩამოვედი, ე.ი მაქვს გეგმები და იმაზე არ ინერვიულოთ, თუ ბოღმიანი ხალხის კომენტარებს ნახავთ, ნუცა გავარდა, რა კარგია და ა.შ. ამით არაფერი დასრულებულა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, გულისწყვეტა არის იმ მხრივ, რომ 5 თვე ამ ადამიანებთან ვცხოვრობდი და ალბათ, ეს მომენატრება. თუმცა როცა გადადიხარ ტოპ 12 -ში, გიწვევენ ფინალში და გამღერებენ ძალიან ცნობილ მომღერალთან. გულისწყვეტა მაქვს ერთადერთი იმაზე, თუმცა გულისწყვეტაც არ არის, უბრალოდ, გინდა, რომ მალე დაინახონ ის მომენტი, რომ ძალიან ცდებოდნენ, ვინც ცუდ კომენტარებს წერდა. რასაც მე არ ვკითხულობდი, თუმცა ვიცოდი," - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
ასევე იხილეთ:
ნუციკო, რას ნიშნავს არავის გაუკეთებია, ეს შენი სოფლიდან არ გაუკეთებიათ. აბა, იქ ვინც დარჩა, შენზე ნაკლები გააკეთა?
რეალობა - წინა კვირას 26 წლის ნუცა, 10 წლიანი (მეტი) სცენიური გამოცდილებით გადაარჩინა რომ მოხვედრილიყო ტოპ 12 ში, რომლეშიც, მართლაც დამსახურებულად გადავიდნენ 15-20 წლისები არანაირი გამოცდილებით. გუშინ კი ნუცა გამოეთიშა და ვერ გადავიდა ტოპ 10ში. ხმები დააკლდა არა იმიტომ, რომ "ცოტანი ვართ", არა - ამერიკელებიც აძლევდნენ ხმებს, მაგრამ ნუჩა ვერც მოვა იმათთან , ვინც დარჩნენ ტოპ 10 ში. მოუსმინეთ ვე ანის, მეგან დანიელს, ჰევენ მადისონს, ზაქარაია სმიტს... და ნახავთ, რომ ძალიან ჩამორჩება ნუცა. ნუცა რუსეთისთვის, თურქეთისთვის და არაბული სამყაროსთვის არის რაღაც ცოტა ოდნავ დასავლური და ამიტომ მოსწონთ. ნამდვილი დასავლური სამყაროსთვის კი ნუცას ნაირები და უკეთესებიც ქუჩაში იპოვნი იმდენია. არც ისეთი ძლიერი ხმა აქვს, როგორც ქართველებს ჰგონიათ, ბევრი ვოკალის მასწავლებელი "she is too much, she is too fake, she made my ears bled all the time" დიდად არც ხმა მოეწონათ და არც შესრულება, გადაჭარბებული მანერულობა, არც ადამ ლამბერტს მოეწონა დიდად და შენიშვნაც უთხრა. ამერიქან აიდოლისთვის, მე თუ მკითხავთ ზაზარაშვილი და შერმადინი უფრო გამოდგება, ვიდრე ნუცა. მარა ნუუუ ამხელა აჟიოტაჟი - პირველად მსოფლიოში და ჰაი და ჰუი, კარგით რა ხალხო შეეშვით თავის მოტყუებას და მიხვდით კიდევ ვინ გატყუებთ რაა და საერთოდ არ არის ამერიქან აიდოლი რაღაც დონე, რაც გგონიათ. რაღაცა ტეენეიჯერები უყურებენ და არა ზრდასრული ხალხი. ზოგმა არც იცის ამ შოუს შესახებ.