მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის" - გიორგი ვაშაძე
"პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის" - გიორგი ვაშაძე

სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტურ­მა ერ­თი­ა­ნო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ბო­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლებს,- ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ვა­შა­ძის თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­ა­ცხა­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი ომი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლია. ამ ფონ­ზე, ვა­შა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­წყოს მზა­დე­ბა პრო­ტეს­ტის­თვის, რად­გან მხო­ლოდ ამ დროს იხევს მმარ­თვე­ლი ძალა უკან.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არა უბ­რა­ლოდ „კლანს“ მფარ­ვე­ლობს, არა­მედ მათ აღი­ა­რეს ამა თუ იმ ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნე­ბა მოგ­ვცეს ამ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ თვი­თონ არი­ან „კლა­ნი“, თვი­თონ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რად მი­კერ­ძო­ე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში, ძარ­ცვა­ვენ ბიზ­ნესს და ინ­ვეს­ტო­რებს, სწო­რედ ამ „კლა­ნის“ მეშ­ვე­ო­ბით და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ეს ძარ­ცვის მე­ქა­ნიზ­მი ქვე­ყა­ნა­ში. ისი­ნი ხელს აფა­რე­ბენ „კლანს“.

რა არის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია - ხალ­ხის სამ­სჯავ­რო­ზე უნდა მო­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის მი­მარ­თაც არის კი­თხვე­ბი და გას­ცენ პა­სუ­ხე­ბი, რაც არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე „კლა­ნის“ არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სწო­რედ აბ­სო­ლუ­ტურ­მა ერ­თი­ა­ნო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პირ­და­პირ არის „კლა­ნი“ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და მო­დით პირ­და­პირ ვთქვათ, რისი ეში­ნი­ათ - ეში­ნი­ათ იმის, რომ ჩა­მო­იშ­ლე­ბა ეს „კლა­ნი“ იმი­ტომ, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­ჯა­როდ არ მო­ა­წერს ხელს ამ „კლა­ნის“ წევ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სა­მოქ­მე­დო გეგ­მას - ოპო­ზი­ცი­ამ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­მარ­თო, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უკან იხევს მა­შინ, როცა ხე­დავს ხალ­ხს, როცა ხე­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას.

ამი­ტომ, აქვე უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, ხომ არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­მე­ლიც გაგ­ვი­მარ­თეს პარ­ლა­მენ­ტში და პარ­ლა­მენ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მე­ბუ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­წყოს მზა­დე­ბა პრო­ტეს­ტის­თვის, რად­გან სწო­რედ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა, ოპო­ზი­ცი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, ახალ­გაზ­რდე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა წრე­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, არის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი, რომ მი­ვი­ღოთ წლის ბო­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აღარ უნდა იყ­ვნენ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში და უფრო მე­ტიც, „კლან­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, ამას ითხოვს 12 პუნ­ქტი და ამის სა­ბო­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლებს ახლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ჩვენ­მა ერ­თი­ა­ნო­ბამ გა­ა­შიშ­ვლა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, მე­დი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თად დგო­მა“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოო
0

ზუსტად ხალხის ეგ პროტესტი მოგიღებთ ბოლოს ოპოზიციას, ამბიციებით რომ ხართ დატვირთული.

ლევანი
0

ეს საერთოდ გაუშვით პარლამენტიდან

ავტორი:

"პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის" - გიორგი ვაშაძე

"პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის" - გიორგი ვაშაძე

სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახორციელებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გამოაცხადა პროცედურული ომი და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, გაუქმებულია. ამ ფონზე, ვაშაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან მხოლოდ ამ დროს იხევს მმართველი ძალა უკან.

"ქართული ოცნება“ არა უბრალოდ „კლანს“ მფარველობს, არამედ მათ აღიარეს ამა თუ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, ჩვენება მოგვცეს ამ სამი დღის განმავლობაში, რომ თვითონ არიან „კლანი“, თვითონ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოში, ძარცვავენ ბიზნესს და ინვესტორებს, სწორედ ამ „კლანის“ მეშვეობით და მათთვის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ეს ძარცვის მექანიზმი ქვეყანაში. ისინი ხელს აფარებენ „კლანს“.

რა არის საგამოძიებო კომისია - ხალხის სამსჯავროზე უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვის მიმართაც არის კითხვები და გასცენ პასუხები, რაც არის მტკიცებულებებზე „კლანის“ არსებობასთან დაკავშირებით. სწორედ აბსოლუტურმა ერთიანობამ საზოგადოებას აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის „კლანი“ თავიდან ბოლომდე და მოდით პირდაპირ ვთქვათ, რისი ეშინიათ - ეშინიათ იმის, რომ ჩამოიშლება ეს „კლანი“ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი საჯაროდ არ მოაწერს ხელს ამ „კლანის“ წევრობას. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას - ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ეს პროცესი, მაგრამ მინდა საზოგადოებას მივმართო, „ქართული ოცნება“ უკან იხევს მაშინ, როცა ხედავს ხალხს, როცა ხედავს საზოგადოების ერთიანობას.

ამიტომ, აქვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურული ომის პარალელურად, რომელიც გაგვიმართეს პარლამენტში და პარლამენტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია, საზოგადოებამ დაიწყოს მზადება პროტესტისთვის, რადგან სწორედ ჩვენი პროტესტი, ჩვენი ერთიანობა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდების, საზოგადოების სხვადასხვა წრეების ერთიანობა, არის ერთადერთი გარანტი, რომ მივიღოთ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სანქცირებული მოსამართლეები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში და უფრო მეტიც, „კლანთან“ დაკავშირებული ყველა ადამიანისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა, ამას ითხოვს 12 პუნქტი და ამის საბოტაჟს ახორციელებს ახლა „ქართული ოცნება“. ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის გამარჯვებისთვის, აუცილებელია ოპოზიციასთან ერთად საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, მედიის ერთიანობა და ერთად დგომა“,- განაცხადა ვაშაძემ.