დღემდე ვერ გამოვასწორეთ უწყების ფინანსური ანგარიშგება, რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა, ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რაიმე რისკს ვერ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, თუმცა მხოლოდ ეს 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც გაძარცვეს სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა.
კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით იყოს კიდევ ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება", - თქვა ბურჭულაძემ.
დაიჭირეთ მერე, რატომ არ იჭერთ, 11 წელია გვესმის მარტო ჭორაობა, რისი დამჭერები ხართ ლონდრეებო, ვინც უნდა დაგეჭირათ გვერდში ამოიყენეთ
მართლა ამ უნიჭო ოპოზიციის დედა ვატირე, თორემ თქვენა ხართ გასაჩერებელი? 11 წელია ხელისუფლებაში ხართ და ახლა ამბობთ, რომ კეზერას ასეული მილიონები "ჰაერში დაკიდებული?"