სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკეთესო იტალიური "პანეტონე" საირმის საცხობიდან
საუკეთესო იტალიური "პანეტონე" საირმის საცხობიდან

აღ­დგო­მამ­დე სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბა და წი­ნა­სა­დღე­სას­წა­უ­ლო სამ­ზა­დი­სიც უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამ სამ­ზა­დი­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი კი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი სა­აღ­დგო­მო პა­ს­ქი­სა და „პა­ნე­ტო­ნეს“ აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცე­სია.

ბოლო წლე­ბია, რაც „სა­ირ­მის სა­ცხობ­ში“ ტრა­დი­ცი­უ­ლი იტა­ლი­უ­რი „პა­ნე­ტო­ნე“ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მზად­დე­ბა. იტა­ლი­უ­რი რე­ცეპ­ტი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლი­თა და სა­ირ­მის უნი­კა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­თა და თაფ­ლით შე­იქ­მნა გა­მორ­ჩე­უ­ლი გემო, რო­მე­ლიც, გემ­რი­ელ­თან ერ­თად, ჯან­სა­ღი­ცაა.

„სა­ირ­მის სა­ცხობ­ში“ შეფ­მა კახა ვა­ჩე­იშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა „პა­ნე­ტო­ნეს“ პირ­ვე­ლი რე­ცეპ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი წლის წი­ნათ ჩა­მო­ი­ტა­ნეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმ­რობ­დნენ იტა­ლი­ას, სა­დაც კლა­სი­კუ­რი „პა­ნე­ტო­ნეს“ მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მას­ტერკლა­სი გა­ი­ა­რეს და კუ­რორტ სა­ირ­მე­ში მისი სრუ­ლი­ად ნა­ტუ­რა­ლუ­რი რე­ცეპ­ტით დაბ­რუნ­დნენ.

მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნედ­ლე­უ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფუ­ა­რი, რო­მე­ლიც სა­ფუვ­რად არც კი მი­იჩ­ნე­ვა, და არა­ნა­ი­რი ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტი - სწო­რედ ამი­ტომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ით „პა­ნე­ტო­ნეს“ დამ­ზა­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით სამ­კვი­რი­ა­ნი პრო­ცე­სია და სა­ირ­მის სა­ცხო­ბი ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც ეს უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გია და­ამ­კვიდ­რა.

კახა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, სა­ირ­მის სა­ცხო­ბის შეფი: „პირ­ვე­ლი რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, არ იყო უსა­ფუვ­რო ცომ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ახა­ლი რე­ცეპ­ტი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ით კი უსა­ფუვ­რო „პა­ნე­ტო­ნეს“ კლა­სი­კუ­რი ცო­მით ვამ­ზა­დებთ. იდე­ა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გე­მო­სა და ფაქ­ტუ­რის მი­სა­ღე­ბად საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვად და ხან­გრძლივ პრო­ცესს გავ­დი­ვართ. ორი კვი­რა - სა­ფუვ­რის, ხოლო სამი დღე უშუ­ა­ლოდ ცო­მის დამ­ზა­დე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. ახლა, იტა­ლი­ა­ში ყოფ­ნი­სას სწო­რედ ამ სამდღი­ან პრო­ცესს და­ვე­უფ­ლე. ეს დრო იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ „პა­ნე­ტო­ნეს“ მძი­მე ცომი ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფუვ­რის გა­რე­შე მი­ვიყ­ვა­ნოთ ჰა­ე­როვ­ნე­ბამ­დე. ესაა ამ რე­ცეპ­ტი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლოც და გა­მოწ­ვე­ვაც. ად­გი­ლობ­რი­ვი არო­მა­ტუ­ლი თაფ­ლი და სა­ირ­მის წყა­ლი კი ტრა­დი­ცი­ულ „პა­ნე­ტო­ნეს“ უნი­კა­ლურ გე­მო­სა და ფაქ­ტუ­რას სძენს“.

კახა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი ამ სფე­რო­ში 2002 წლი­დან მუ­შა­ობს. ფრანგ, იტა­ლი­ელ და გერ­მა­ნელ მცხო­ბე­ლებ­თან და ფრანგ კონ­დიტ­რებ­თან რამ­დე­ნი­მე დიდ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი კუ­რორტ სა­ირ­მის სა­ცხობს 2018 წელს და­უ­კავ­ში­რა. კუ­რორ­ტის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და სი­ჯან­სა­ღის პო­ლი­ტი­კა - ამ ყვე­ლაფ­რის გამო გახ­და კუ­რორ­ტი სა­ირ­მე გა­მოც­დი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ფის სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ტრა­დი­ცი­უ­ლი იტა­ლი­უ­რი „პა­ნე­ტო­ნეს“ რე­ცეპ­ტი კი მისი კა­რი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნა­ძე­ნად იქცა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ირ­მის სა­ცხო­ბი პირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც კლა­სი­კურ ნა­ტუ­რა­ლურ „პა­ნე­ტო­ნეს“ სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს.

კახა ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, სა­ირ­მის სა­ცხო­ბის შეფი: „ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი­სა და მა­დის აღ­მძვრე­ლი გე­მო­ე­ბის თან­ხვედ­რა­ში მოქ­ცე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დია. როცა ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტით ვამ­ზა­დებთ, ოთხმა­გად რთუ­ლია ერთი და იმა­ვე გე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტს, ქარ­ხნუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ვის­თა­ვად არ აქვს ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე გემო. ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შე­დე­გი ამად ღირს.

სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ შიგ­თავ­სე­ბით მის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა გე­მოს და­მა­ტე­ბას. გარ­და ამი­სა, უკვე დი­დია მო­თხოვ­ნა, რომ „სა­ირ­მის სა­ცხო­ბი“ არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში და სა­მო­მავ­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბაც იგეგ­მე­ბა“.

სა­ირ­მის სა­ცხო­ბი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი „პა­ნე­ტო­ნეს“ გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს დი­ა­ბე­ტურ და უგ­ლუ­ტე­ნო პრო­დუქ­ცი­ა­საც სთა­ვა­ზობს. თი­თო­ე­უ­ლი ნა­წარ­მი სა­ირ­მის წყალ­ზე მზად­დე­ბა, რი­თაც კი­დევ უფრო გა­მორ­ჩე­ულ თვი­სე­ბებ­სა და გე­მოს იძენს. სწო­რედ სი­ჯან­სა­ღეა რო­გორც კუ­რორ­ტის, ისე სა­ცხო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

NS

***
0

თბილისსში არ იყიდება???

ავტორი:

საუკეთესო იტალიური "პანეტონე" საირმის საცხობიდან

საუკეთესო იტალიური "პანეტონე" საირმის საცხობიდან

აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია. ამ სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი ყველაზე გემრიელი სააღდგომო პასქისა და „პანეტონეს“ აღმოჩენის პროცესია.

ბოლო წლებია, რაც „საირმის საცხობში“ ტრადიციული იტალიური „პანეტონე“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება. იტალიური რეცეპტითა და ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და საირმის უნიკალური მინერალური წყაროებითა და თაფლით შეიქმნა გამორჩეული გემო, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა.

„საირმის საცხობში“ შეფმა კახა ვაჩეიშვილმა და მისმა გუნდმა „პანეტონეს“ პირველი რეცეპტი საქართველოში ორი წლის წინათ ჩამოიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმრობდნენ იტალიას, სადაც კლასიკური „პანეტონეს“ მომზადების ტექნოლოგიის მასტერკლასი გაიარეს და კურორტ საირმეში მისი სრულიად ნატურალური რეცეპტით დაბრუნდნენ.

მხოლოდ ნატურალური ნედლეული, ბუნებრივი საფუარი, რომელიც საფუვრად არც კი მიიჩნევა, და არანაირი ქიმიური დანამატი - სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიით „პანეტონეს“ დამზადება დაახლოებით სამკვირიანი პროცესია და საირმის საცხობი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელმაც ეს უნიკალური ტექნოლოგია დაამკვიდრა.

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „პირველი რეცეპტი, რომელიც ჩამოვიტანეთ, არ იყო უსაფუვრო ცომზე დაფუძნებული. ახალი რეცეპტითა და ტექნოლოგიით კი უსაფუვრო „პანეტონეს“ კლასიკური ცომით ვამზადებთ. იდეალურად დაბალანსებული გემოსა და ფაქტურის მისაღებად საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. ორი კვირა - საფუვრის, ხოლო სამი დღე უშუალოდ ცომის დამზადებისთვისაა საჭირო. ახლა, იტალიაში ყოფნისას სწორედ ამ სამდღიან პროცესს დავეუფლე. ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ „პანეტონეს“ მძიმე ცომი ხელოვნური საფუვრის გარეშე მივიყვანოთ ჰაეროვნებამდე. ესაა ამ რეცეპტისა და ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლოც და გამოწვევაც. ადგილობრივი არომატული თაფლი და საირმის წყალი კი ტრადიციულ „პანეტონეს“ უნიკალურ გემოსა და ფაქტურას სძენს“.

კახა ვაჩეიშვილი ამ სფეროში 2002 წლიდან მუშაობს. ფრანგ, იტალიელ და გერმანელ მცხობელებთან და ფრანგ კონდიტრებთან რამდენიმე დიდ კომპანიაში მუშაობის შემდეგ საკუთარი გეგმები კურორტ საირმის საცხობს 2018 წელს დაუკავშირა. კურორტის განსხვავებული სპეციფიკა, მრავალფეროვნება, სიახლეების მიმართ ინტერესი და სიჯანსაღის პოლიტიკა - ამ ყველაფრის გამო გახდა კურორტი საირმე გამოცდილი და წარმატებული შეფის სასურველი სამუშაო ადგილი. ტრადიციული იტალიური „პანეტონეს“ რეცეპტი კი მისი კარიერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა.

საქართველოში საირმის საცხობი პირველია, რომელიც კლასიკურ ნატურალურ „პანეტონეს“ სთავაზობს მომხმარებელს.

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: „ჯანსაღი პროდუქტისა და მადის აღმძვრელი გემოების თანხვედრაში მოქცევა ძალიან რთული და შრომატევადია. როცა ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ვამზადებთ, ოთხმაგად რთულია ერთი და იმავე გემოს შენარჩუნება, რადგან ნატურალურ პროდუქტს, ქარხნულისგან განსხვავებით, თავისთავად არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე გემო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

სამომავლოდ ვგეგმავთ შიგთავსებით მის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა გემოს დამატებას. გარდა ამისა, უკვე დიდია მოთხოვნა, რომ „საირმის საცხობი“ არსებობდეს საქართველოს დიდ ქალაქებში და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებაც იგეგმება“.

საირმის საცხობი, ნატურალური „პანეტონეს“ გარდა, მომხმარებელს დიაბეტურ და უგლუტენო პროდუქციასაც სთავაზობს. თითოეული ნაწარმი საირმის წყალზე მზადდება, რითაც კიდევ უფრო გამორჩეულ თვისებებსა და გემოს იძენს. სწორედ სიჯანსაღეა როგორც კურორტის, ისე საცხობის პრიორიტეტული მიმართულება.

NS